საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

გამოქვეყნებულია: 25.Sep.2018

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება. მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

განვითარებად ქვეყნებში ძირითადად, უთანასწორობის მოგვარება არამდგრადი მოდელით ხდება, ანუ ღარიბებიც ცდილობენ მოიხმარონ მანქანები, იმის საპირისპიროდ,რომ მდიდრებმაც მოიხმარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან ველოსიპედები. განვითარებად ქვეყნებში ყოველთვის არებობს კონფლიქტი იმის თაობაზე, თუ რაში უნდა მოხდეს ინვესტიცია. თუ, მაგალითად, ინვესტიციების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია დიდ და მასიურ გზატკეცილებზე, ცოტა რესურსი რჩება, მაგ., ველოსიპედების ბილიკებისთვის. საბოლოოდ ვიღებთ სივრცის უთანასწორო გადანაწილებას მათ შორის, ვისაც ჰყავს მანქანა და ვინც არის ქვეითი.

დემოკრატიული თანასწორობის პრინციპის მიხედვით ავტობუსს, რომელშიც 80 მგზავრი იმყოფება, სივრცეზე 80-ჯერ მეტი უფლება აქვს, ვიდრე ადამიანს, რომელიც მარტო მართავს მანქანას. ჩვენ იმდენად ვართ შეჩვეულნი ამ უთანასწორობას, რომ ხშირად ვერც ვამჩნევთ მას. ავტობუსებისთვის სავალი გზის გამოყოფა, როგორც ეს მოხდა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს გზები და ქალაქები. დიდი უსამართლობაა სივრცის გადანაწილების მხრივ, ფეხით მოსიარულეთა და ავტომანქანებს შორის. ადამიანები რომლებიც ფეხით მოძრაობენ ითვლებიან მესამე კლასის მოქალაქეებად, ხოლო მანქანით მოსიარულეები კი პირველი კლასის პრივილიგირებულ მოქალაქეებად. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისას, ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ ტროტუარების თემა და მხოლოდ ტრანსპორტის სავალი გზების მოწესრიგებით შემოიფარგლებიან ან ტრანსპორტის გზებს ზრდიან ტროტუარების და ფეხითმოსიარულეთა გზების შემცირების ხარჯზე.

მნიშვნელოვანი იდეოლოგიური და პოლიტიკური საკითხია, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის სივრცის გადანაწილება მოქალაქეებს შორის. საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედებსა და მანქანებს შორის. ეს არ არის ტექნიკური საკითხი, არამედ უფლებრივი მოთხოვნა, რადგანაც, თუ ამოვალთ ადამიანის თანასწორობის პრინციპიდან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მათი მოთხოვნილებების თანასწორად დაკმაყოფილების შესაძლებლობაც. ველოსიპედის ბილიკების შექმნა სწორედ ერთ-ერთი ასეთი საკითხია.

მოწესრიგებული ველოსიპედის ბილიკები მკაფიო გამოვლინებაა დემოკრატიის, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც ატარებს 30 დოლარიან ველოსიპედს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანი, რომელიც 30,000-იან მანქანას ატარებს. დღესდღეობით ისეთ დროს გვიხდება ცხოვრება, როდესაც ნახევარზე ქალაქებისა, რომლებიც იარსებებს 2060 წელს ახლა შენდება ან აშენდება. მრავალ განვითარებად ქვეყნებში 80,90 პროცენტზე მეტი ქალაქებისა, რომლებიც იარსებებს 2060 წელს, აშენდება შემდეგ 4 დეკადაში. ეს მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს არ ეხება, მაგალითად, აშშ-ში 70 მილიონ სახლზე მეტი აშენდება მომავალ 40-50 წელში, ეს იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ახლანდელი სახლების რაოდენობა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და კანადაში ერთად. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქების დაგეგმვისას ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სამართლიანობის პრინციპებზე აგება.

მანქანა 10.000 ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით. იმისდა მიუხედავად, რომ ეს ტრანსპორტის საშუალება მხოლოდ რამდენიმე ასეული წელია რაც არსებობს, მან აბსოლუტურად შეცვალა ქალაქები.

მნიშვნელოვანია, რომ ქალაქებში მეტი პრიორიტეტი ენიჭებოდეს ადამიანებს და არა მანქანებს და ქალაქების დაგეგმვა არ ხდებოდეს მხოლოდ მანქანის მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, არამედ თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპით.

განვითარებული ქალაქი არ არის ის, რომელშიც ღარიბიც მიისწარფვის მანქანის ფლობისკენ, არამედ ის, რომელშიც მდიდარიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას გამოთქვამს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 12 მაისს პოლიციის მიერ თავდასხმის თაობაზე

2018 წლის 12 მაისს, „სამთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების“ შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო განჩინების საფუძველზე განახორციელა საგამოძიებო მოქმედება კლუბ „ბასიანისა“ და „კაფე გალერეას“ ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. შედეგად, დაკავებულია 8-ზე მეტი პირი და ასევე, ათეულობით ადამიანი, რომელთა აყვანაც მოხდა პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი შეკრებიდან ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო.

შემოგვიერთდით