me over my sex

გამოქვეყნებულია: 30.May.2015

"Me over my sex” წარმოადგენს შვედური ორგანიზაციის "მშვიდობის სახლისა" (House of Peace) და საქართველოს ახალგაზრდა
მწვანეების ერთობლივ პროექტს, რომელიც შვედური ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. "Me over my sex"
არის არტ პროექტი, რომელიც მოიაზრებს კავკასიის ქვეყნებიდან არტისტების მოზიდვას, არაფორმალურ გარემოში გენდერის
თემატიკაზე ნამუშევრების შესაქმენლად. ორი კვირის განმავლობაში არტისტები განთავდებიან ბოლნისის არტ რეზიდენციაში,
სადაც მათ მიეცემათ საშუალება დაესწრონ სემინარებს და დისკუსიებს, როგორც გენდერის, ასევე თანამედროვე ხელოვნების
ტექნიკისა და ინოვაციების შესახებ. პროექტის განმავლობაში არტისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით,
თავისუფალი დროით, საკვებითა და სამუშაოსთვის საჭირო მასალებით. არსებული გარემო არტისტებს მისცემს გენდერული
სტერეოტიპებისა და ქალთა უფლებების თემატიკაზე სოციალური ნამუშერების შექმნის შესაძლებლობას.

ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეებსა და აქტივისტებს არტ გამოფენის საშუალებით, საკუთარი ქვეყნებში არსებული
სიტუაციის აღწერისა და სქესობრივი როლებისა და გენდერის გადააზრების საშუალება ეძლევათ.
პროექტის დასრულების შემდგომ, იგეგმება შექმნილი ნამუშევრების გამოფენა რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში.

სრული აპლიკაცია იხილეთ ლინკზე

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით