სამხრეთ კავკასიის რეგიონალური შეხვედრა - პოლიტიკური აქტივიზმი

გამოქვეყნებულია: 15.Nov.2015

,,ახალგაზრდა მწვანეებისთვის’’ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და რჩება სამხრეთ კავკასიაში აქტივისტთა ძლიერი ქსელის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციის აქტივისტები თითქმის ყოველ წელს ატარებენ რეგიონალურ შეხვედრას, სადაც ადამიანები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიტიკურ და სოციალურ თემებს განიხილავენ და საკუთარი ქვეყნისა და ჯგუფის, თუ ორგანიზაციის კონტექსტზე ღიად საუბრობენ.

ამ წელს, რეგიონალური შეხვედრისთვის, ის თემა შეირჩა, რომლსაც ,,ახალგაზრდა მწვანეები'' სხვა ჯგუფებთან, თუ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ. ეს არის  პოლიტიკური აქტვიზმი, მისი ფორმები, წარმატებული თუ წარუმატებელი კამპანიები, აქციები და ამ გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება.

რეგიონალური შეხვედრის ერთ დღეს, ღია საჯარო განხილვა მოეწყო, სადაც სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებებს უზიარებდნენ დამსწრე საზოგადოებას:

,,Partnership for Green Development'', Hmayak Arakelian,  სომხეთი
,,The Project for development of managers MIL Network'', ,,NIDA - Civic movement'' - Vahid Alyev, აზერბაიჯანი,
,,ბექა კრიმინალი არ არის'', რატი ავალიანი, საქართველო,
,,Green Forum'', Vicky Enström, შვედეთი,                                                                                          
 საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, ეკა მღებრიშვილი, საქართველო
Swedish Young Greens, Per Lundberg, შვედეთი
Vegans Georgia, ირაკლი კიკილაშვილი, საქართველო
სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი, ლევან ილარიანი, საქართველო
არევიკ მატრიოსიანმა საკუთარი ფილმი უჩვენა ,,Being a citizen'', რომელიც სომხეთში პოლიტიკური პროტესტის გამოხატვას ეხებოდა.
რეგიონალური შეხვედრის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ის, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული გეო-პოლიტიკური კონფლიქტებისა, ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ კოოპერაცია მნიშვნელოვანია და ქვეყნებს შორის არსებული საზღვრები და დაპირისპირებები მხოლოდ ერთეულთა ინტერესებს ემსახურება, რომელთა შორის უბრალო მოქალაქეები არ არიან.

აგრეთვე, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი განსხვავებები სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პოლიტიკური სიტუცია რამდენად მოქმედებს პროტესტის გამოხატვის ფორმებსა და ზოგადად, რაიმე სოციალური თუ პოლიტიკური შედეგის მიღწევაზე. რეგიონალური თანამშრომლობის და საერთო სოლიდარობის ჯგუფის შექმნის იდეაზე ყველა თანხმდება და ,,ახალგაზრდა მწვანეები'' გააგრძელებენ კოოპერაციის გამყარებაზე მუშაობას და ახალი დამოუკიდებელი ჯგუფებისა, თუ ორგანიზაციების ჩართვაზე ამ საქმეში.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით