ბევრი ბრძოლა - ერთი დამნაშავე

გამოქვეყნებულია: 26.Aug.2017

24 აგვისტოს თბილისში რკინიგზის თანამშრომლების აქცია პოლიციამ სასტიკად დაარბია და 10-მდე აქტივისტი დააპატიმრა. ამის პარალელურად ბათუმში ორი ლგბტ აქტივისტის მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ჯერ თვალები დახუჭა, შემდგომ კი ნაცემი აქტივისტები დააპატიმრა და განყოფილებაში დამამცირებელი ჰომოფობიური მოპყრობით და აქტივისტების დამნაშავეებად შერაცხვის მეშვეობით სცადა საკუთარი დანაშაული გადაეფარა. ეს ორი შემთხვევა სხვადასხვა ქალაქებში მოხდა და ერთი შეხედვით განსხვავებული მიზეზები აქვს, თუმცა ორივე იმ სისტემური მჩაგვრელი პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ვუყურებთ.

დემურ სტურუა მოკლა სახელმწიფომ!

სახელმწიფომ მოკლა უამრავი ქალი თავისი უმოქმედობით და ინდიფერენტულობით!

სახელმწიფომ მოკლა ტრანსგენდერი ქალები მათთვის განვითარებისა და უსაფრთხო გარემოს შეზღუდვით!

სახელმწიფომ დახოცა მუშები მშენებლობებზე, შახტებში!

სახელმწიფო კლავს ყველას, ვინც არ ემორჩილება ან შეიძლება არ დაემორჩილოს!

მაშინ, როცა ადამიანები მინიმალურს - ღირსეული შრომის პირობებს ითხოვენ!

მაშინაც როცა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანების უფლებების დამცველებად კეკლუცი არ სჭირდებათ!

მხოლოდ პოლიციის ცალკეული თანამშრომლების დასჯა არ უშველის რკინიგზელებს, რომლებიც რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ არნახული სისასტიკით გადაათრიეს პოლიციაში!

ცალკეული პოლიციელების ჰომოფობიის მხილება არაა საკმარისი სახელმწიფოს და პოლიტიკოსების გაუთავებელი სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად!

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  1. გამოიძიოს დაკავებული აქტივისტების საქმეები და შესაბამისი ზომები მიიღოს პოლიციელების წინააღმდებ!
  2. პრემიერ მინისტრმა დააფიქსიროს სახელმწიფოს პოზიცია მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და პოლიციური რეჟიმის გამოვლინებების შესახებ!

ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს:

ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გადარჩენისთვის. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა მოქმედებს მხოლოდ ცალკეული ელიტების სასარგებლოდ. რკინიგზელების, ფრესკოს თანამშრომლების, ლგბტ აქტივისტების თუ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთი საერთო მტრის - ხელისუფლების უმოქმედობის, ძალადობრივი პოლიტიკისა და სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა! სისხლიანი ცხრა წელი არ დაწყებულა მიშიზმით და არ დამთავრდება ამ ხელისუფლებით! ძალადობა არის გამჯდარი, დაკანონებული, ტრადიციად მონათლული, ჩვენი მორჩილებისთვის გამოგონილი.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით