ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

გამოქვეყნებულია: 07.Apr.2014

7 აპრილს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ახალგაზრდა მწვანეებს სურვილი გვაქვს ყურადღება გავამახვილოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე, მასთან თანმხლები მარგინალიზაციისა და სტიგმის მაღალი დონით წარმოქმნილი აუცილებლობის გამო. მივიჩნევთ, რომ ჯამრთელობის სფეროში ტაბუირებული საკითხების არსებობა სამოქალაქო ჯანდაცვასა და ადამიანების სოციალურ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება და საფრთხის მატარებელია.

საქართველოში ამ დროისთვის არ არსებობს გამართული ჯანდაცვის სერვისი, რომელიც ტერიტორიულად და მატერიალურად ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში მცხოვრები პირებისთვის და ამასთან, სრულფასოვან დახმარებას გაუწევს საჭიროების მქონე ადამიანებს. თუმცა, ჯამრთელობის გარკვეულ პრობლემებს თან საზოგადოების მხრიდან გარიყულობა ახლავს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მთავარი კომპონენტი სოციალური სტიგმაა, რაც იწვევს ზრუნვისა და თანადგომის საჭიროების მქონე პირების მარგინალიზაციას. ამ განწყობებთან შეცვლისთვის ბრძოლა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც უშუალოდ ფსიქიკური ჯანრთელობის პრობლემასთან გამკლავების ნაწილი უნდა იყოს.

საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებებს, დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს შეინარჩუნონ ფსიქიკური ჯანმრთელობა, არეგულირებს "კანონები ფსიქიატრიის შესახებ". კანონი განსაზღვრავს "ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ფსიქიატრიული დახმარების ფორმებს, მათ უფლებებს, აგრეთვე ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა საქმიანობის წესებსა და პირობებს." ერთის მხრივ სახელმწიფო უზრუნველყოფს პაციენტის ყველა ბაზისურ საჭიროებას, მეორეს მხრივ კი მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ ამით შემოიფარგლება.

სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დახარჯოს რესურსი ეფექტური საგანმანათლებლო სტრატეგიათა პაკეტის შესამუშავებლად, რაც მიზნად ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას, სოციალურ სტიგმასთან ბრძოლასა და პრობლემის მქონე პირთა რესოციალიზაციას დაისახავს.

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა მწვანეები სრულიად ვეწინააღმდეგებით ნორმალიზაციის პოლიტიკას და მივიჩნევთ, რომ არამარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და მისი დაძლევის გზები უნდა იქნეს გადააზრებული, არამედ, უნდა შეიცვალოს ის ენა, რომლითაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ. აგრეთვე, საჭიროა შემუშავდეს ეფექტური მექანიზმები ბულინგის, ტრავმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით