17 მაისი და ჰომოფობიური პოლიტიკა

გამოქვეყნებულია: 17.May.2016

17 მაისი, საერთაშორისო დღე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ, საქართველოში უკვე დიდი ხანია პოლიტიკური მანიპულაციების საკითხადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი+ თემი ერთ-ერთ უხილავ თემს წარმოადგენს საქართველოში, პოლიტიკური პარტიების მრიდან მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ რეიტინგის გამყარების მიზნით ასევე არაა ახალიმოვლენა. ამის ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს წელს დაჩქარებული წესით კონსტიტუციაში ოჯახის ცნების ცვლილებების მცდელობები მმართველი პარტიის მხრიდან, რაც მიმართულია საზოგადოებაში თავისი პოზიციების გამყარებისკენ.


ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებს“ გვსურს, ხაზი გავუსვათ ისეთი დომინანტური ინსტიტუციის მხრიდან ამ თემით მანიპულირებას, როგორსაც „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“ წარმოადგენს. მაშინ, როცა ეკლესიას საზოგადოებაში დიდი ძალაუფლება აქვს, მისი წარმომადგენლები არ ერიდებიან ისეთი ნეგატიური დისკურსების წარმოებას ლგბტქი+ თემის შესახებ, რომელიც მტრული განწყობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს საზოგადოებაში, ზრდის ძალადობისა და დისკრიმინაციის რისკს ლგბტქი+ ადამიანების მიმართ. ამის ნათელ მაგალითად 2012 და 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი პრაქტიკები შეგვიძლია მოვიყვანოთ. აქედან გამომდინარე, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც“, როგორც ერთ-ერთი დომინანტი ინსტიტუცია საქართველოში, ლგბტქი+ თემს ასევე იყენებს საზოგადოებაში „მტრის ხატის“ შესაქმნელად და საკუთარი ძალაუფლების გასამაგრებლად.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ ლგბტქი+ მოძრაობის განვითარების მნიშვნელობას საზოგადოების განვითარების პროცესში. ადამიანების ჩაგვრა მათ სექსუალობაზე დაყრდნობით ერთ-ერთ საბაზისო ჩაგვრას წარმოადგენს, რომელიც ისეთ კატეგორიებთან ურთიერთკვეთის შედეგად, როგორიცაა გენდერი, კლასი, ეთნიკური წარმომავლობა და სხვ. ამძაფრებს ამ ჩაგვრას. მაგალითისთვის ავიღოთ ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში, რომლებიც იჩაგრებიან და დისკრიმინაციას განიცდიან არა მხოლოდ საზოგადოების სტერეოტიპებისა და ნეგატიური განწყობების გამო, არამედ ისეთი ინსტიტუციური მექანიზმებით, როგორსაც კანონმდებლობა წარმოადგენს. დღესდღეობით არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ტრანსგენდერ ადამიანებს არ აძლევს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის საშუალებას მარტივი მექანიზმებით და ამ პროცედურის გავლას შესაძლებელს ხდის სქესის შეცვლის პროცედურის სრულიად გავლის შემთხვევაში. ეს კი იწვევს იმას, რომ ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების საკითხი რთულდება და იმის გარდა, რომ მათ ყოველდღიური ტრანსფობიის რეჟიმში უწევთ ცხოვრება, ისინი ასევე იჩაგრებიან საკუთარი გენდერისა და კლასის ურთიერთკვეთის შედეგად.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და მის სათავეში მყოფ მმართველ პარტიას შეწვიტოს ლგბტქი+ თემით მანიპულირება და უზრუნველყოს ამ თემის მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების აღმოფხვრა და თემის თითოეული წევრის უფლებების დაცვა. ასევე, ხელისუფლება ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი, არც ერთ რელიგიურ ინსტიტუციას მისცეს დომინაციისა და ადამიანთა ჩაგვრის საშუალება.

ასევე წაიკითხეთ:

image

გლობალური ემისია რეკორდულად იზრდება

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარბონის დიოქსიდის ემისია წელს რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნახშირბადის (და სხვა ნივთიერებების, რომელთა გამოყენებაც ზიანს გვაყენებს) გამოყენების მკვეთრი შემცირება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. ეს კი, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებს აარიდებს დედამიწას თავიდან.

image

დეკემბრის გაფიცვები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში

დღეს ემანუელ მაკრონს სხვა საფიქრალი არ გააჩნია - აშკარაა საფრთხე იმისა, რომ მისმა საპენსიო რეფორმამ შესაძლოა, მუშათა გენერალური გაფიცვა გამოიწვიოს. პრეზიდენტის გეგმაა, დაარწმუნოს პროფკავშირები, არ მიიღონ მონაწილეობა გაფიცვაში, რომელიც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. ბერტრან ჰამაშეს, CGT-ის (შრომის საყოველთაო კონფედერაცია) წარმომადგენლის აზრით, „მთავრობას ჭეშმარიტად თავზარს სცემს მობილიზაციის მასშტაბი. უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან შეხვედრები და ახსნა, რას ნიშნავს საპენიო რეფორმა „რეალურად“. ისინი ცდილობენ, უარი გვათქმევინონ გაფიცვაზე, მაგრამ ეს არ მოხდება.“

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე

ჩვენთვის, როგორც მემარცხენე სუსტი ძალისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს იდეოლოგიური ნიშნის ქვეშ გაერთიანება. მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციაზე ყოფნა. სხვა შემთხვევაში ამ პროცესების გავლენით, ჩნდება სერიოზული საფრთხე, ქვეყანაში მემარცხენე ძალის პოლიტიკურად გარდაცვალებისა.

შემოგვიერთდით