საჩვიდმეტმაისოდ

გამოქვეყნებულია: 16.May.2017

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი ადამიანთა უფლებები პოლიტიკურ პარტიათა პოპულისტური მანიპულაციის საგანია.

 
მზარდი სიძულვილისა და ნაციონალიზმის პირობებშიც კი არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გრძლვადიანი ნაბიჯები ჰომოფობიის დასაძლევად. ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი ადამიანები ხდებიან საზოგადოების მხრიდან უსაფუძვლო, გაუცნობიერებელი აგრესიის მსხვერპლნი. იმის მიუხედავად, რომ ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი ადამიანები გამოხატავენ პროტესტს (განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში) სისტემური ჩაგვრის ყოველგვარი გამოვლინების მიმართ, მათი ხმა დაკარგულია პოლიტიკური ბრძოლის არეალიდან.

 
„ახალგაზრდა მწვანეები“ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ვთვლით, რომ აუცილებელია, დავუპირისპირდეთ ჩაგვრის ყველა გამოვლინებას. უსამართლობასთან ბრძოლაში შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ როგორც მუშათა ეკონომიკურ და ფიზიკურ ექსპლუატაციაზე, ასევე ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი ადამიანების მიმართ სისტემური ჩაგვრისა და სიძულვილის გავრცელების მიმართ.

 
აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას თანაბარი გარემო თავისი მოქალაქეებისთვის. ამის მაგიერ კი ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან სრულ გულგრილობას თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიმართ და, უფრო მეტიც - მის მცდელობას, ბიზნეს ელიტებს დაუქვემდებაროს მოსახლეობის ინტერესები.

 
უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ ინტერსექციულ ჩაგვრაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც თან ახლავს ეკონომიკურ  ემანსიპაციასა და საკუთარი სხეულისა და შრომის წარმართვის თავისუფლებას ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი თემის წარმომადგენლებისთვის. დროა გავიაზროთ, რომ ეს არაა მხოლოდ სიტყვები - ეს ის რეალობაა, რომელში ცხოვრებაც გვიწევს ჩვენ და ჩვენს თანამოაზრეებს.

 
დროა, გავფანტოთ აბსურდული მითები ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი უფლებების წარმოშობის შესახებ, და ამ მითბის გაფანტვაში წვლილი უნდა შეიტანოს პირველ რიგში სახელმწიფომ, შემდგომ კი ყველა ინდივიდმა, რომელიც უპირისპირდება ჩაგვრას და იბრძვის სამართლიანობის დამყარებისთვის.
 

ასევე წაიკითხეთ:

image

გამოხმაურება 4 ივლისის ინციდენტზე

აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.

image

26 მაისი

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

 

image

მწვანეების გამოხმაურება დამანგრეველი ჰესების ახალი კასკადის შესახებ

სანამ ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადარჩენისთვის იბრძოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა. საპროექტო ზონაში ექცევა როგორც ქალაქი ონი, ისევე რამდენიმე ახლომდებარე სოფელი, რაც აუცილებლად გამოიწვევს, როგორც სოციალურ, ასევე, ბუნებრივ პრობლემებს

შემოგვიერთდით