ფაშიზმზე გამარჯვების დღე

გამოქვეყნებულია: 09.May.2019

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.

ამ დღეს უმნიშვენლოვანესია, გავიაზროთ ფაშიზმის არსი და ის, თუ რის წინააღმდგ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები.

უნდა გავიაზროთ, რადგან ფაშიზმი, როგორც იდეოლოგია, ჯერ არ დამარცხებულა. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ ძლიერდება, იკრებს მხარდამჭერებს, ხვდება პარლამენტში და ხელისუფლებაშიც კი. ამის მთავარი მიზეზი, არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის კრიზისი და ფაქტობრივად, კრახია. ამ სისტემაში მოსახლეობის უმრავლესობა თავს გარიყულად გრძნობს, მის ინტერესებსა და საჭიროებებზე არავინ საუბრობს მაშინ, როცა იზრდება ეკონომიკური უთანასწორობა, უმრავლესობის შრომით შექმნილი სიმდიდრის ნახევრს სულ 26 ადამიანი ფლობს, ხოლო დედამიწის მოსახლეობის 99% იმავე რაოდენობის დოვლათს, რამდენსაც დარჩენილი 1%.

ამ ყველაფრის ფონზე ფაშისტური და ნაციონალისტური ძალები ახერხებენ სახალხო ენაზე საუბარს, მათი გარკვეული ინტერესების პოლიტიკაში არტიკულირებას და საკუთარ თავს ხალხის ხმად წარმოადგენენ, თუმცა, რეალურად, ისინი მტრის ხატს აყალიბებენ და ეკონომიკური ელიტიდან, რომელიც წარმოადგენს პრობლემას, გადააქვთ მიგრანტებზე, ჰომოსექსუალებზე, ფემინისტებზე, რელიგიურ უმცირესობებზე და ა.შ.

მსგავსი მოვლენები ხდებოდა გასულ საუკუნეშიც, როცა გაღარიბებულ მოსახლეობას ყალბი მტრის ხატი შეუქმნეს და რადგან ფაშიზმის უკან ყოველთვის დგას მსხვილი კაპიტალი და დიდძალი ფული, მათ მოახერხეს უამრავი ადამიანის დარწმუნება, ხოლო საბოლოოდ ხელისუფლებაც ჩაიგდეს ხელში.

დიახ, დღესაც ჩვენ იმავე საფრთხის წინაშე ვართ, რომ ნეო-ფაშისტურმა ძალებმა, რომლის უკან დღესაც დგას ბევრი ფული, მოახერხონ ძალაუფლების მოპოვება. დღევანდელობაში ამას კლიმატის ცვლილების საკითხიც ემატება; ნეო-ფაშისტური ძალების აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფს კლიმატის ცვლილებას და ხელს უშლის მწვანე პოლიტიკის გატარებას. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ნეო-ფაშისტურ ძალებს მსხვილი კორპორაციები აფინანსებენ, რომლებიც მათ შორის არიან გარემოს დაბინძურებაში დამნაშავეები.

ფაშიზმი სინამდვილეში ისევ ელიტებისთვის სასარგებლო იდეოლოგიაა, რომელიც ხალხის ბრაზს იყენებს, რათა ძალაუფლება მოიპოვოს.  

ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!


გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

 

ფოტო © Berlin Children Cheering Airlift Plane (Bettmann/CORBIS)

 

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

შემოგვიერთდით