შრომის ინსპექცია მშრომელთა დასაცავად

გამოქვეყნებულია: 10.Feb.2015

"საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები" ვუერთდებით აქციას მშრომელთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ და ვთვლით, რომ საქართველოს შრომით ბაზარზე და კერძო კომპანიებში მშრომელების უსაფრთხოებისა და უფლებების მხრივ არსებული სიტუაციის და ხელისუფლების არაადეკვატური პოლიტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია ყველა ჯგუფი, მოძრაობა და მოქალაქე გაერთიანდეს ამ პრობლემის გარშემო.

შრომის ინსპექციის არასებობისა და სახელმწიფოს მიერ კერძო კორპორაციულ ინტერესებს დაქვემდებარებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გამო შრომით ბაზარზე სავალალო სიტუაციაა. 2014 წლის მონაცემებით შრომის ინსპექციის არარსებობისა და უსაფრთხოების დაუცველობის გამო დაიღუპა 41 მუშა და მძიმედ დაშავდა 61. უკვე არაერთხელ აღინიშნა, რომ შრომის მონიტორინგის ნებაყოფლობითი სისტემა ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს მშრომელთა ყოველდღიური ყოფის ნაწილია. ქვეყანაში ზემოთაღწერილი სოციო-ეკონომიკური სიტუაციის არსებობის პირობებში, "ახალგაზრდა მწვანეები" სახელმწიფო რესურსის არაქმედით ინიციატივაში ინვესტირებას სრულიად არაეფექტიან გადაწყვეტილებად მივიჩნევთ.

აუცილებელია, სახელმწიფომ აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა კერძო კორპორაციულ ინტერესებზე მაღლა დააყენოს, ამისათვის კი შრომის ინპექციის შექმნა უახლოეს მომავალში განსახორციელებელი ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

აქცია გაიმართება 13 თებერვალს, პარასკევს, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტოს წინ.
დეტალურად აქციის შესახებ გადადით ლინკზე

მოგიწოდებთ ყველას, მოხვიდეთ!

© ლიბერალი

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით