Green Fest-ის კოორდინატორი

გამოქვეყნებულია: 25.Jul.2018

„ახალგაზრდა მწვანეები“ ვაცხადებთ მწვანე ფესტივალის კოორდინატორის ვაკანსიას.

რა არის მწვანე ფესტივალი?

მწვანე ფესტივალი „ახალგაზრდა მწვანეების“ ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურ და კულტურულ ფესტივალს საჯარო სივრცეში. ფესტივალის მიზანია ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური თემების საჯარო განხილვა და მათში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. აგრეთვე, საჯარო სივრცისთვის კრიტიკული ფუნქციის შეძენა და მწვანე ღირებულებების გავრცელება.

ორი დღის მანძილზე სარეკრეაციო ზონაში გაიმართება საჯარო დისკუსიები, ვორქშოფები, ლექციები, ფილმის ჩვენება, გამოფენები და მუსიკალური კონცერტი.

კოორდინატორის მოვალეობები:

  • პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
  • პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანებისა და მოხალისეების მუშაობის კოორდინაცია და პროექტით გათვალისწინებული მითითებებისა და დავალებების გაცემა;
  • პროექტის დამფინანსებელთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის წარმოება;  
  • ფონდების მოძიება;
  • ფეისბუქ გვერდის მართვა.
  •  

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კანდიდატი უნდა იზიარებდეს მწვანე ღირებულებებსა და ფასეულობებს.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2 თვე სექტემბერი - ნოემბერი;

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 აგვისტო;

სამუშაო ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების ოფისი, წინამძღვრიშვილის 49

ანაზღაურება: თვეში 500 ლარი  (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

    -ავტობიოგრაფია (CV);

    -სამოტივაციო წერილი

და subject ველში მიუთითეთ «მწვანე ფესტივალის კოორდინატორი».

მეილი: info@younggreens.ge

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

შემოგვიერთდით