საქართველო და კლიმატის ცვლილება

გამოქვეყნებულია: 05.Dec.2015

საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემაზე ცოტას საუბრობენ, მედიაც, შესაბამისად, ამ საკითხისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს. ამიტომაც, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ პირველი არხის ეთერში მოხდა ამ თემის გაშუქება და საქართველოს კონტექსტში განხილვა

,,ახალგაზრდა მწვანეები'' მივიჩნევთ, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომლის გადაჭრისთვისაც პასუხისმგებლობა ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს. პროცესის შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციებია საჭირო, რაც დღევანდელ რეალობაში, რთული მისაღწევია. რეალობა გვიჩვენებს, რომ მმართველი პირებისგან კეთილი ნების მოლოდინი, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პასუხიმგებლობები აიღონ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ნაკლებად მოსალოდნელია. სწორედ ამიტომ საჭიროა გლობალური მობილიზაცია და ბრძოლა, ეკოლოგიურად და სოციალურად სამართლიან გარემოში ცხოვრებისთვის.

დღევანდელი ეკონომიკური სისტემა ანადგურებს იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ და არც საქართველოა გამონაკლისი. კლიმატის ცვლილება ყველა ქვეყანას და რეგიონს ეხება.

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით