განცხადება 17 მაისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

გამოქვეყნებულია: 13.Nov.2015

ახალგაზრდა მწვანეები ვეხმაურებით და შეშფოთებას გამოვთქვამთ 17 მაისის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენს განცხადებას საფუძვლად უდევს კანონის აშკარად დამრღვევთა დაუსჯელად განთავისუფლება.

ცნობილია, რომ 2013 წლის 17 მაისს ( ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს) შეკრებილ მოქალაქეების მიმართ დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლი,შეკრების და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის შესახებ,

‘’ შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე’’.

2013 წლის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩვენი წევრებიც მონაწილეობდნენ. ისინი პირადად გახდნენ აგრესორების მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. მრავალი მოქალაქის მხრიდან შეკრებილების მიმართ „სიძულვილის ენის“ მძაფრი გამოვლინების მიუხედავად სასამართლომ მხოლოდ ხუთი ადამიანი მისცა პასუხისგებაში, აქედან ორი- სასულიერო პირი.მათგან ერთს, მამა ანთიმოზს, თავიდანვე მოეხსნა სასჯელი. ხოლო მეორე - ირაკლი ბასილაია (მამა იოთამი) თითქმის ორწლიანი გაჭიანურებული პროცესის შემდეგ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ცხადია, რომ ამ საქმეზე მათმა წოდებამ იქონია გავლენა. დღესდღეობით ხუთივე მოქალაქე განთავისუფლებულია. აღსანიშნავია, რომ 17 მაისს რიგ შემთხვევებში ასევე პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ დამოკიდებულება არაკორექტული და შეურაცმყოფელი იყო.

ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით ახალგაზრდა მწვანეები ვთხვლით, რომ:

·სასამართლო არაა სამართლიანი და მიუკერძოებელი.

·საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე მაღლა დგას. აქვს უდიდესი ძალაუფლება და მანიპულირების ბერკეტები, რომელსაც პოპულისტური მთავრობა კიდევ უფრო ახალისებს.მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად საქართველო სეკულარულ სახელმწიფოდ ითვლება და რელიგიურ დაჯგუფებას არ აქვს უფლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა და საგარეო ფაქტორებზე, ის მაინც დიდი პრივილეგიებით სარგებლობს.
·ხშირად გვხდება მოქალაქეთა უფლებრივი უთანასწორობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მაგალითისთვის, 17 მაისს რამდენიმე ათასი აგრესიულად განწყობილი და კანონდამრღვევი მოქალაქედან მხოლოდ ერთეულები „დაისაჯნენ“,მაშინ როცა, ივლისის თვეში „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ თბილისის საკრებულოსთან პარტიზანი მებაღეების მიერ გამართულ მშვიდობიან აქციაზე „არა პანორამას“ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და ხულიგნობის ბრალდებით ათამადე პირი დააკავეს, ნაწილს წინასწარი დაკავების იზოლატორში გაათენებინეს და ფულადი ჯარიმაც დააკისრეს. ეს უთანასწორობის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი შემთხვევაა. რაც საბოლოო ჯამში იწვევს შერჩევითი სამართლის პრინციპების დანერგვას.
ახალგაზრდა მწვანეები ვეწინააღმდეგებით უფლებების ჰეტერონორმატიული წესრიგის მიხედვით გადანაწილებას და ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ ლგბტიქ+ ადამიანთა ადვოკატირებას. შესაბამისად ვთვლით,რომ საქართველოში მცხოვრებ პიროვნებებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აირჩიონ და გამოხატონ საკუთარი გენდერული და სექსუალური იდენტობა თუ სექსუალური ქცევა, რისი უსაფრთხოების გარანტიც საქართველოს კონსტიტუციაა.

პრივილეგიებით მოსარგებელე პირების მასიური შეწყნარება იწვევს დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც ძალადობრივი და კრიმინალური ქმედებების წამხალისებელია. სახელმწიფო მოწყვლადი ჯგუფების სრულ იგნორირებას ახდენს და კვლავ მიმართულია უმრავლესობის ინტერესების დაკმაყოფილებისკენ და ამომრჩეველთა ხმების შენარჩუნებისკენ, რაც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითრებას ეჭვქვეშ აყენებს.

ახალგაზრდა მწვანეები ასევე ვუერთდებით ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს და მოგიწოდებთ მოხვიდეთ 10 ნოემბერს,(დღეს) 20:00 საათზე იუსტიციის სახლთან, რათა დავგმოთ სიძულვილი, დაუსჯელობის სინდრომი და უარი ვთქვათ შერჩევით სამართალზე

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით