კვლავ ძალადობა ტარნსგენდერ ქალზე

გამოქვეყნებულია: 16.Oct.2016

14 ოქტომბერს თავდამსხმელმა ტრანსგენდერ ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა. დაზარელებული უმძიმეს მდგომარეობაშია. 

მივიჩნევთ, დიდი შანსი არსებობს, დანაშაული გენდერული იდენტობის ნიადაგზე იყოს განხორციელებული და მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების ადეკვატური წარმართვისკენ. სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა  ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის პირველი ფაქტი საქართველოში. გენდერულად არაკომფორმისტული პირების მიმართ მზარდი სიძულვილის ფონზე სახელწიფო ვალდებულია, გააუმჯობესოს უსაფრთხოების გარანტიები. პარალელურად ,აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებები გენდერული იდენტობის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით. 

დღეს საქართველოში პოლიტიკური ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები არ აღიარებენ გენდერული ნიშნის მიხედვით ჩაგვრის სიმწვავეს. პირიქით, პარლამენტი დაკავებულია ისეთი კანონპროექტების განხილვით, როგორიცაა კოდექსში ოჯახის დეფინიციის ცვლილება და ამით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში ჩაყენებით. ახალგაზრდა მწვანეები გამოვთქვათ შიშს, რომ მსგავსი ტენდენცია ჰომოფობიის ზრდას გამოიწვევს და სქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ საცხოვრებელ ადგილებად აქცევს. იმისთვის ,რომ თავიდან ავიცილოთ უთანასწორობა, შიში და სიძულვილი აუცილებელია, საზოგადოებამ დააფიქსიროს სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულის მიმართ და აჩვენოს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რომ ისინი არ აპირებენ შეეგუონ უმცირესობათა უფლებების იგნორირებასა და უმოქმედობას. 

„ახალგაზრდა მწვანეები“ დიდ წუხილს გამოვთქვამთ მომხდარი ფაქტის გამო და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებასა და საგამოძიებო კომიტეტს ექნება ადეკვატური შეფასებები.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

გამოხმაურება 4 ივლისის ინციდენტზე

აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.

image

26 მაისი

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

 

image

მწვანეების გამოხმაურება დამანგრეველი ჰესების ახალი კასკადის შესახებ

სანამ ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადარჩენისთვის იბრძოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა. საპროექტო ზონაში ექცევა როგორც ქალაქი ონი, ისევე რამდენიმე ახლომდებარე სოფელი, რაც აუცილებლად გამოიწვევს, როგორც სოციალურ, ასევე, ბუნებრივ პრობლემებს

შემოგვიერთდით