თურქეთის გენოციდური ომი სირიაში

გამოქვეყნებულია: 11.Oct.2019

9 ოქტომბერს ა.შ.შ-მ ოფიციალურად შეწყვიტა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის, ასევე ცნობილი, როგორც როჟავას, მხარდაჭერა.

იმავე დღეს თურქეთმა დაიწყო როჟავას დაბომბვა.

თუ მხოლოდ ერთ რამეს გამოიტანთ ამ ნაწერიდან, იყოს ეს: თურქეთი ამჟამად სირიაში ატარებს ქურთების ეთნიკურ წმენდას. მსგავსი მოვლენა არავისთვის არანაირი პირობის ქვეშ უნდა იყოს მისაღები.

ამ წლის სექტემბერში თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა განუცხადა ევროკავშირის გენერალურ ასამბლეას: „ჩვენი მიზანია 30 კმ სიგანის და 480 კმ სიგრძის მშვიდობის კორიდორის შექმნა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეძლოს 2 მილიონი სირიელი [დევნილის] დასახლება“. მსგავსი სიტყვები, ერთი შეხედვით, ჰუმანიტარული მოტივაციას გამოხატავს, რასაც დომინანტური ლიბერალური სტატუს ქუო მარტივად ყლაპავს. მაგრამ თურქეთის მოტივაცია დაფუძნებულია ცინიკურ მოგებაზე და ეთნიკური ქურთების მიერ ნებისმიერი თვითაქტუალიზაციის მცდელობის ჩახშობაზე.

2016 წელს ერდოანმა მულტიმილიარდდოლარიანი ხელშეკრულება დადო ევროკავშირთან — თურქეთი შეიფარებდა 3-4 მილიონ სირიელ დევნილს. მაგრამ რაც უფრო იწელებოდა სირიის კონფლიქტი და მეტი დევნილი შემოდიოდა თურქეთის ნაციონალისტურ კონტექსტში, შოვინისტურმა სენტიმენტმა და რიტორიკამ იმატა საზოგაგადოებაშიც და პოლიტიკაში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია თურქეთის ურთიერთობა ეთნიკურ ქურთებთან. ერთის მხრივ, თურქეთი როჟავას მმართველ პოლიტიკურ ორგანოს — სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF) განიხილავს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) განშტოებად. PKK თურქეთს შერაცხული ჰყავს ტერორისტულ ორგანიზაციად და ღია კონფლიქტი აქვს მასთან 1984 წლიდან. PKK შედგება თურქი და ირანელი ქურთებისგან და მათი მიზანია დამოუკიდებელი ქურთისტანის ჩამოყალიბება.

შესაბამისად, სირიელი ქურთების მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო თურქეთს არ აწყობს. თურქეთს ეშინია, რომ მათ მიერ დაჩაგრული ქურთი მოსახლეობა ასევე  დაიწყებს დამოუკიდებლობის მოთხოვნას.

მეორეს მხრივ, არსებობენ ზემოთ ნახსენები სირიელი დევნილები — თურქეთი გეგმავს, გაწმინდოს რეგიონი ქურთებისგან და იქ ჩაასახლოს სირიელი დევნილი მოსახლოება; ამით ხელებს დაიბანს არსებულ მდგომარეობაზე.

ა.შ.შ-ს ინტერესი რეგიონში იყო ი.ს-ის ჩახშობა, რის შედეგადაც მისცეს პოლიტიკური მხარდაჭერა მემარცხენე ორგანიზაციას. დროის ამბავი იყო თუ როდის გაწირავდა ის როჟავას. ა.შ.შ ზოგადად ცნობილია ნებისმიერი სოციალისტური მოძრაობის ჩაკვლით. თუმცა როჟავა-თურქეთის ღია კონფლიქტში ა.შ.შ მაინც ამარეგებს სირიის ჯარს იარაღით — კაპიტალისტები ფულის გაკეთებაზე უარს ვერ იტყოდნენ.

თურქეთი გლობალურ პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ დიდი ძალაა, ა.შ.შ-ს თურქეთის ნატო-პარტნიორობა აწყობს. იმის მიუხედავდ, რომ რუსეთი ასადის რეჟიმს და სირიის არაბულ რესპუბლიკას უჭერს მხარს, პუტინს თურქეთში განთავსებული საზღვაო ბაზების არსებობა უფრო აწყობს და ისიც მისცემს საშუალებას ერდოანის რეჟიმს, ჩაიდინოს გენოციდი.

იმის მიუხედავად, რომ სირიის არაბული რესპუბლიკა არ აღიარებს როჟავას დამოუკიდებლობას, მათი ოფიციალური პოზიცია არის თურქეთის აგრესიის დაგმობა და საზღვრებთან მათი შეჩერება ნებისიერი საშუალებით. ასევე, იმის მიუხედავად, რომ ასადთან პირდაპირ კონფლიქტში არის როჟავა, სირიის დამოკრატიული შეიარაღებილი ძალების მეთაურმა მაზლუმ აბიდიმ განაცხადა, რომ „ჩვენ განვიხილავთ პარტნიორობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან თურქულ ძალებთან ბრძოლის მიზნით“.

როჟავა არაა სოციალისტური უტოპია, და არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ რესურსის ნაკლებობა აქვთ და ომი არასდროს ჩერდება — როჟავა მართულია ეთნიკური ქურთების მიერ და საკმაოდ ძლიერი ნაციონალისტური ტენდენციები აქვთ. ხდება სხვა ეთნიკური ჯგუფების (განსაკუთრებით ასურელების) ჩაგვრა მათი მმართველობის ქვეშ. მაგრამ ეს ფაქტი არ ცვლის მარტივ რეალობას — თურქეთის იმპერიალისტური მიზნები ქურთების გენოციდით დამთავრდება და საკმაოდ დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ იქვე მცხოვრები თურქმენების, ასურელების და სომხების დიასპორებსაც გადაწვდებიან. თურქეთი არაა ცნობილი საკუთარი ლმობიერებით სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. რამდენიმე ქალაქი უკვე დაიბომბა, მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, სირიელმა მოსახლეობამ უკვე დაიწყო სახლების მიტოვება თვითგადარჩენის მიზნით.

დასაგმობია თურქეთის ნეო-იმპერილაისტური გენოციდური ექსპანსიონიზმი და სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს აფარებს ან თვალს ხუჭავს მსგავს საშინელებაზე.

შოთა საღინაძე

 

წყაროები:
https://www.redflagonline.org/usa-abandons-kurds-turkey-invasion/

https://www.jacobinmag.com/2019/10/rojava-syria-erdogan-turkey-united-states-military

https://twitter.com/RojavaNetwork/status/1181485376747294720?s=19

https://twitter.com/CivilWarMap

ფოტო © standard.co.uk

 

ასევე წაიკითხეთ:

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე

ჩვენთვის, როგორც მემარცხენე სუსტი ძალისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს იდეოლოგიური ნიშნის ქვეშ გაერთიანება. მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციაზე ყოფნა. სხვა შემთხვევაში ამ პროცესების გავლენით, ჩნდება სერიოზული საფრთხე, ქვეყანაში მემარცხენე ძალის პოლიტიკურად გარდაცვალებისა.

image

ახალგაზრდა მწვანეები ევროპის მწვანეთა პარტიის ყრილობაზე

ყრილობაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, როგორც მწვანე-მემარცხენე იდეებისა და ღირებულებების გამტარი მოძრაობა საქართველოში. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს მწვანეთა პარტია, რომელიც უკვე საკმაო ხანია აღარ წარმოადგენს იმ იდეებსა და ღირებულებებს, რომელსაც მწვანე ეწოდება, სწორედ ამიტომ დატოვეს პარტია ახალგაზრდა მწვანეებმა წლების წინ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ. და თუმცა საქართველოს მწვანეთა პარტია დღემდე რჩება ევროპელი მწვანეების რიგებში, არაა გამორიცხული, თუ მისი კარდინალურად განახლება და შეცვლა არ მოხდა, ლატვიის მწვანეთა პარტიის მსგავსად გარიცხონ.

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

შემოგვიერთდით