„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება პაNOრამასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 12.May.2016

„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებს“ გვსურს, გამოვეხმაუროთ „პანორამა თბილისის“ და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს:

დიდი ხანია ვსაუბრობთ/ვმუშაობთ საჯარო სივრცის ირგვლივ და ვცდილობთ დავაბრუნოთ ხალხში მისი სოციალური იდეა. ცხადია, ჩვენი ჯგუფის გარდა ბევრი ინიციატივა თუ პიროვნება იზიარებს საჯარო სივრცეების და მასზე მოქალაქეების უპირობო უფლების ხედვას. ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, გავერთიანდეთ მოცემულ ჯგუფებთან და ინდივიდებთან მიზნის მისაღწევად. თუმცა გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ უარს ვაცხადებთ რაიმე სახით შევიდეთ კოალიციაში იმ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ატარებდნენ საჯარო სივრცეებისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. მივიჩნევთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბოლო პერიოდში გააქტიურება მოცემული თემების იგვლივ, დაკავშირებულია მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიასთან და უნდობლობას ვუცხადებთ მათ.

მეორეს მხრივ, „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ამჟამინდელ მთავრობას. ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ცდილობენ გადაფარონ პრობლემის მნიშვნელობა პარტიათაშორისი დაპირისპირებით. ამ შემთხვევაში, „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ ვერ ვხედავთ რაიმე იდეოლოგიური და სოციალური შინაარსით განსხვავებულ პოლიტიკურ ნაბიჯს კოლიაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „პანორამა თბილისის“ პროექტი არის წინა მთავრობის პოლიტიკის გაგრძელება.

მოძრაობა „ერთადში“ გაერთიანებულია განსხვავებული გამოცდილების და მსოფლმხედველობის ჯგუფები. ჩართული ადამიანები სხვადასხვა კუთხით აანალიზებენ პროექტის უარყოფით მხარეებს. „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ ხაზს ვუსვამთ სოციალურ საკითხს და ვთვლით, რომ პროექტი წარმოადგენს ნეოლიბერალური პოლიტიკის გამოძახილს (იხილეთ ჩვენი განცხადება პანორამა თბილისთან დაკავშირებით).

გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უგულვებელყვეს „პანორამა თბილისის“ ირგვლივ წამოწყებული სამოქალაქო პროტესტი და არ მიაქცეს ყურადღება მოწინააღმდეგეების არგუმენტებს მანამ, სანამ „ბრძოლაში ჩაერთო“ „ნაციონალური მოძრაობა“. იმის გაცნობიერების ფონზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი იდეოლოგიით არ იზიარებს პროექტის წინააღმდეგ არსებულ არგუმენტებს და მათი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი პოპულისტურია, მთავრობის მხრიდან საკითხის განხილვა მხოლოდ ამ ერთი პოლიტიკური ჯგუფის („ნაციონალური მოძრაობის“) აქტიურობის კუთხით აშკარად მოძრაობის დისკრედიტაციას ემსახურება.

არ ვცვლით ჩვენს პოზიციას „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით და მოვითხოვთ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას. ამას გარდა, მოვითხოვთ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას ქალაქის დაგეგმარების პროცესში - იქნება ეს განხორციელებული ცენტრსა, თუ გარეუბანში.

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით