მწვანე ფესტივალი

გამოქვეყნებულია: 30.Oct.2015

19- 20 სექტემბერს, რიყის პარკში ახალგაზრდა მწვანეების ორგანიზებით გაიმართება პირველი პოლიტიკური ფესტივალი სახელწოდებით Green Fest (მწვანე ფესტივალი). ფესტივალი შეეხება მრავალ სოციალურად მნიშვნელოვან თემას: განათლება, გარემო და მდგრადი განვითარება, შრომითი უფლებები, გენდერი და სხვა.

ოფიციალური პანელ-დისკუსიების გარდა, ფესტივალზე დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა ვორქშოფსა თუ არაფორმალურ დისკუსიებში.

ფესტივალი დასრულდება მუსიკალური ნაწილით.
ფესტივალის მიზანია ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური თემების საჯარო განხილვა და მათში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. აგრეთვე, საჯარო სივრცისთვის კრიტიკული ფუნქციის შეძენა, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება თვითგამოხატვისა და სადაც, პროცესი იქნება მაქსიმალურად ინკლუზიური.

,,ახალგაზრდა მწვანეები'' მივიჩნევთ, რომ მოსახლეობის პოლიტიკური გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ, ყველა მეთოდით უნდა ვეცადოთ მოვახდინოთ პოლიტიკისადმი სტერეოტიპული წარმოდგენების დეკონსტრუქცია. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პირდაპირ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.

სოციალური სამართლიანობის მისაღწევად აუცილებელია ურთიერთ-სოლიდარობა და პირდაპირი მოქმედება.

შექმენი მწვანე წესრიგი

 

 

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით