„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

გამოქვეყნებულია: 21.Jun.2019

„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებს“ გვსურს, გამოვეხმაურით 20 ივნისს თბილისში მომხდარ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ქმედებები უკვე დიდი ხანია გასცდა სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ის პოლიტიკა, რომელსაც ეს პარტია მთავრობაში მოსვლის შემდეგ ატარებს სრულიად სცდება მოსახლეობის დიდი ნაწილის საჭიროებებს და ემსახურება მხოლოდ ბიზნეს ელიტის ინტერესების დაცვასა და გამყარებას.

ამავე დროს, გუშინ მთავრობის მიერ გამოყენებულ იქნა სრულიად არაპროპორციული ძალა მოსახლეობის მიმართ. პოლიციის ქმედებები სცდებოდა ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, გადაიზარდა ძალადობაში და საქართველოს უამრავი მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ დააყენა.

მეორეს მხრივ, „ახალგაზრდა მწვანეები“ კარგად ვიაზრებთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესებს არსებულ სიტუაციაში. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით, როგორ ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ჩაახშონ სამოქალაქო მოძრაობების ხმები და ყველანაირი პროტესტი გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის შესაქმნელად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

„ახალგაზრდა მწვანეები“ ვგმობთ ძალადობას და პოლიციურ რეჟიმს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ არსებული პარტიები საღად ვეღარ  აფასებენ საქართველოში მიმდინარე მდგომარეობას. ხოლო არსებული სოციო-ეკონიმიკური კურსი, რომელიც 2003 წლიდან დღემდე ტარდება ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს სოციალურ ჯგუფებს შორის არსებულ გახლეჩილობასა და ჩაკეტილობას.

 

 

ფოტო: ბექა ბუჩაშვილი

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

შემოგვიერთდით