დავიცვათ დიღმის ტყე

გამოქვეყნებულია: 16.Jul.2019

დიღმის ტყე პარკი საჯარო სივრცეა, რომელშიც ყოველდღიურად დადის დიღმის თუ თბილისის მოსახლეობა — ისვენებს,  აწყობს პიკნიკს, ასეირნებს ბავშვებს, კითხულობს წიგნებს ან, უბრალოდ, მწვანე გარემოში ფიქრობს. მაგრამ ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება. თბილისის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“, რომელიც აპირებს რომ „კია მოტორსის“ შენობის ადგილას, ოთხჯერ უფრო დიდი ზომის  „ორანჟერეად“ შეფუთული  რესტორანი და სავაჭრო ცენტრი გახსნას. აღნიშნულის აშენება, ფაქტობრივად, დიღმის ტყეს გადააქცევს ელიტარულ, 2000 ადამიანზე გათვლილი რესტორნის უკანა ეზოდ. ასევე ეს ძალიან საშიში პრეცენდენტია, რადგან ტყე-პარკის ტერიტორია პრივატიზებული და გაყიდულია 50-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, მათ შორის ძალიან ცნობილ, მდიდარ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი, მათ კუთვნილ მიწაზეც დადგან შენობა და ტყე-პარკის განადგურების ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრდნენ. 

ჩვენ, თბილისის მოსახლეობა, „ახალგაზრდა მწვანეები“ და დიღმელები არ დავუშვებთ, რომ დიღმის ტყე, რომელიც სულ რამდენიმე ათწლეულის წინ 75 ჰა-ზე იყო გადაჭიმული და დღეს მხოლოდ 20.5 ჰა-ღაა შემორჩენილი, კიდევ უფრო შემცირდეს და ინდივიდების ეკონომიკური მოგების ადგილად იქცეს. 

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!

ასევე წაიკითხეთ:

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე

ჩვენთვის, როგორც მემარცხენე სუსტი ძალისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს იდეოლოგიური ნიშნის ქვეშ გაერთიანება. მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციაზე ყოფნა. სხვა შემთხვევაში ამ პროცესების გავლენით, ჩნდება სერიოზული საფრთხე, ქვეყანაში მემარცხენე ძალის პოლიტიკურად გარდაცვალებისა.

image

ახალგაზრდა მწვანეები ევროპის მწვანეთა პარტიის ყრილობაზე

ყრილობაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, როგორც მწვანე-მემარცხენე იდეებისა და ღირებულებების გამტარი მოძრაობა საქართველოში. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს მწვანეთა პარტია, რომელიც უკვე საკმაო ხანია აღარ წარმოადგენს იმ იდეებსა და ღირებულებებს, რომელსაც მწვანე ეწოდება, სწორედ ამიტომ დატოვეს პარტია ახალგაზრდა მწვანეებმა წლების წინ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ. და თუმცა საქართველოს მწვანეთა პარტია დღემდე რჩება ევროპელი მწვანეების რიგებში, არაა გამორიცხული, თუ მისი კარდინალურად განახლება და შეცვლა არ მოხდა, ლატვიის მწვანეთა პარტიის მსგავსად გარიცხონ.

image

თურქეთის გენოციდური ომი სირიაში

როჟავა არ არის სოციალისტური უტოპია, და არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ რესურსის ნაკლებობა აქვთ და ომი არასდროს ჩერდება. Როჟავა მართულია ეთნიკური ქურთების მიერ და საკმაოდ ძლიერი ნაციონალისტური ტენდენციები აქვთ. ხდება სხვა ეთნიკური ჯგუფების (განსაკუთრებით ასურელების) ჩაგვრა მათი მმართველობის ქვეშ. მაგრამ ეს ფაქტი არ ცვლის მარტივ რეალობას — თურქეთის იმპერიალისტური მიზნები ქურთების გენოციდით დამთავრდება და საკმაოდ დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ იქვე მცხოვრები თურქმენების, ასურელების და სომხების დიასპორებსაც გადაწვდებიან. თურქეთი არაა ცნობილი საკუთარი ლმობიერებით სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. Რამდენიმე ქალაქი უკე დაიბომბა, მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, სირიელმა მოსახლეობამ უკვე დიწყო სახლების მიტოვება თვითგადარჩენის მიზნით.

შემოგვიერთდით