კამპანია "დიდი ჯიპი =პატარა ჭუჭუ"

გამოქვეყნებულია: 02.Mar.2015

ახალგაზრდა მწვანეების კამპანია "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" არ წარმოადგენს მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ჩვენი ანტიპათიის გამოხატულებას. ერთეული ჯიპების მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის ემისია გარემოსა და უამრავი ადამიანის ჯამრთელობას აზიანებს. თუმცა, მხოლოდ ურბანულ გარემოსთან ადაპტირებული დიდი ავტომობილების უკან ეკოლოგიურ უსამართლობასთან ერთად სოციალური უსამართლობის მსხვილი ჯაჭვია.

მასიური ავტომობილები მასიურ ძრავაზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, მრავალჯერ ზრდის ნავთობზე მოთხოვნას. ნავთობზე მოთხოვნა და მისი მარაგი გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში სპეკულაციის მთავარი მექანიზმია, რასაც მხოლოდ უკანასკნელი დეკადის განმავლობაში მილიონამდე უდანაშაულო ადამანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან გამომდინარე, ჯიპის მფლობელთა კომფორტის მოთხოვნილებით განმტკიცებული უსამართლობის დანახვა მარტივია.

ხშირად ლოკალურ კონტექსტზე ფიქრი გლობალური პასუხისმგებლობას უსწრებს წინ, ამიტომაც აუცილებელია, ქართულ რეალობაში ჯიპებზე, როგორც კლასობრივი ჩაგვრის მახასიათებელზე ვისაუბროთ. დიდი ავტომობილების მაღალი ფასი მათი მფლობელების მაღალ სოციალურ კლასთან მიკუთვნებულობას უსვამს ხაზს, რაც ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება მართვის უპასუხისმგებლო მანერაში. ჯიპების პრივილეგიები გამოხატულია როგორც საჯარო სივრცის არაპროპორციულად ათვისების, ისე სხვა მოძრავი ობიექტებისა თუ სუბიექტების მიმართ სრული უგულებელყოფის ტენდეციით. მსგავი პრივილეგიის პარსებობა კლასობრივ უთანასწორობას უკიდურესად ააშკარავებს და საზოგადოებას ჰყოფს "ჯიპიანებად" და დანარჩენებად.

ახალგაზრდა მწვანეებს გვსურს, ჩვენი კამპანიის - "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" საშუალებით ხაზი გავუსვათ ჯიპების მიმართ არსებული დაუოკებელი ვნებების პატრიარქალური საფუძვლების არსებობას/გავლენას. დიდი ავტომობილები ზრდის ძალაუფლებას და ისევე პარადოქსულად ამყარებს საკუთარ სოციალურ პოზიციებებს, როგორც წარმოსახვითი თუ რეალური ფალოსი.

კამპანიის ფოტოები იხილეთ ,,ახალგაზრდა მწვანეების'' ფეისბუქის გვერდზე.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

გლობალური ემისია რეკორდულად იზრდება

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარბონის დიოქსიდის ემისია წელს რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნახშირბადის (და სხვა ნივთიერებების, რომელთა გამოყენებაც ზიანს გვაყენებს) გამოყენების მკვეთრი შემცირება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. ეს კი, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებს აარიდებს დედამიწას თავიდან.

image

დეკემბრის გაფიცვები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში

დღეს ემანუელ მაკრონს სხვა საფიქრალი არ გააჩნია - აშკარაა საფრთხე იმისა, რომ მისმა საპენსიო რეფორმამ შესაძლოა, მუშათა გენერალური გაფიცვა გამოიწვიოს. პრეზიდენტის გეგმაა, დაარწმუნოს პროფკავშირები, არ მიიღონ მონაწილეობა გაფიცვაში, რომელიც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. ბერტრან ჰამაშეს, CGT-ის (შრომის საყოველთაო კონფედერაცია) წარმომადგენლის აზრით, „მთავრობას ჭეშმარიტად თავზარს სცემს მობილიზაციის მასშტაბი. უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან შეხვედრები და ახსნა, რას ნიშნავს საპენიო რეფორმა „რეალურად“. ისინი ცდილობენ, უარი გვათქმევინონ გაფიცვაზე, მაგრამ ეს არ მოხდება.“

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე

ჩვენთვის, როგორც მემარცხენე სუსტი ძალისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს იდეოლოგიური ნიშნის ქვეშ გაერთიანება. მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციაზე ყოფნა. სხვა შემთხვევაში ამ პროცესების გავლენით, ჩნდება სერიოზული საფრთხე, ქვეყანაში მემარცხენე ძალის პოლიტიკურად გარდაცვალებისა.

შემოგვიერთდით