მშრომელთა უფლებებისთვის

გამოქვეყნებულია: 14.Feb.2018

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვუერთდებით „აუდიტორია 115-ის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობას. ჩვენ შრობითი რეგულაციების სიმწირის გამო მუშების დაღუპვასა და დაშავებას ვაპროტესტებთ.

დღესდღეობით, საქართველოში შრომის ბაზარზე დასაქმებულ პირებსა და მათი დამსაქმებლების უფლებებს შორის უდიდესი კონტრასტია. რაც უფრო დაბალია დასაქმებულის თანამდებობა, მით უფრო უუფლებო და ექსპლუატირებულია იგი. საქართველოს კანონმდებლობა, ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად, გზას უხსნის მსხვილი ბიზნესის მიერ ადამიანთა შრომითი უფლებების უხეშ ხელყოფას. გარდა იმისა, რომ განსაკუთრებით მუშებისთვის და მომსახურეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის უკვე ნორმად იქცა ზეგანაკვეთური აუნაზღაურებელი შრომა და მიზერული ანაზღაურება, მათი უსაფრთხოებაც კი არაა დაცული, რის შედეგადაც ხშირია დასაქმებულების სექსუალური შევიწროვება, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობა.

ესეც არაა ყველაფერი, ბიზნეს ელიტის ასეთი უკონტროლო და მხოლოდ გამდიდრებაზე მორგებული პოლიტიკის გამო საქართველოში საგანგაშო ეკოლოგიური პირობები გვაქვს, რაც კიდევ უფრო მწვავდება: თბილისში ჰაერი დასაშვებ ნორმაზე სამჯერ უფრო მეტად დაბინძურებულია, მსხვილი საწარმოები არანაირ ნორმებს იცავენ, რათა მდინარე და სარწყავი ნიადაგი ტოქსიკური ნარჩენებით არ მოიწამლოს. გარემოსთვის ასეთ მოპყრობას კი მრავალი საზიანო შედეგი მოაქვს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის. მსხვილი კომპანიები ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასაც წარმატებით ანადგურებენ. ცალკე საკითხია, რომ კანონში მომხმარებლის უფლებებზე საერთოდ არაფერია გაწერილი, რაც გზას უხსნის უამრავ თაღლითობასა და ადამიანთა მოტყუებას. გაყვლეფილი და დაავადებული ადამიანები დამატებით ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინაშე დაუცველნი რჩებიან.

ბიზნესი ადამიანების ფიზიკურ განადგურებასაც არ ერიდება, ამისთვის კი სახელმწიფო ყველანაირ პირობას ქმნის. უძლური, გაუმართავი შრომის კოდექსი და მინიმალური რეგულაციები, რაც ამ პროცესების სათავეა, მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი ბიზნესმენების გამდიდრებას ემსახურება.

მსხვილი კომპანიების უკონტროლო ქმედებების მძიმე შედეგები კატასტროფულად ხშირია, გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:

  • არა ერთი შემთხვევა ფიქსირდება სუპერმარკეტების ქსელების მიერ მოლარე-კონსულტანტების შრომით ექსპლუატაციაზე: „იოლის“ კონსულტანტების პროტესტი, „ფრესკოს“ თანამშრომლების პროტესტი, პროსტესტი არც ისე ცოტაა, უფლებების დარღვევა კი ბევრად მეტი - უმრავლესობას ხმის ამოღების ეშინია სამსახურის დაკარგვის გამო.
  • პროტესტი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსაც“ მისწვდა, თანამშრომლები  აქაც გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე, აუნაზღაურებელ საათებსა და მძიმე სამუშაოზე ალაპარაკდნენ, თუმცა ამ ხმის ამაღლებამაც უშედეგოდ ჩაიარა. დასაქმებულებს არანაირი ბერკეტი გააჩნიათ, მიიღონ ღირსეული სამუშაო პირობები, მსხვილი კომპანიები კი მსგავს კრიზისებს ადვილად უმკლავდებიან - ფული და ძალაუფლება მათ მხარესაა.
  • მოსახლეობის დიდი პროტესტისა და მეცნიერთა დასკვნების მიუხედავად 2014 წლის დეკემბერში კომპანია RMG Gold-მა საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე უძველესი და უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი სრულად გაანადგურა. დღეს ეს კომპანია  ტოქსიკური ნარჩენებით აბინძურებს მდინარე კაზრეთულას, რომლითაც ჩვენი პროდუქტები ირწყვება.
  • ჭიათურის მაღაროში არსებული გაუმართავი ტექნიკა, მოუწესრიგებელი გარემო და შრომის უსაფრთხოების მინიმალური მაჩვენებელი არაერთხელ გამხდარა მაღაროელების ჯანმრთელობის მოსპობისა თუ დაღუპვის მიზეზი.
  • რამდენიმე დღის წინ 26 წლის ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა მშენებლობიდან და დაიღუპა, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფო არ უწესებს ბიზნესს შესაბამის რეგულაციებს. 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 1209 მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა.
     

ეს უმცირესი ჩამონათვალია იმ უმძიმესი პრობლემებისა, რასაც საქართველოში აწყდებოდნენ და დღემდე აწყდებიან დასაქმებული ადამიანები და არა მარტო.

მივიჩნევთ, რომ ყველა ეს პროცესი ერთმანეთთან კავშირშია და ვეწინააღმდეგებით ბიზნეს ელიტისთვის მორგებულ წესრიგს. ჩვენ ვაცნობიერებთ თუ რა მძიმე შედეგები მოსდევს შრომითი კოდექსის საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების ნაკლებობასა თუ გაუმართაობას. ამის ფატალური და უკიდურესი გამოვლინებაა შრომითი უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებისა და წესების დაუცველობა კერძო სექტორის მხრიდან.

სახელმწიფოს აქვს ნეგატიურთან ერთად პოზიტიური მოვალეობა, რომ უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის სათანადო საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნა. სამწუხაროდ, სახელმწიფო შრომით ბაზრის დერეგულაციისა თუ მინიმალური რეგულაციის გზით, რომელიც ეკონომიკური იმპერატივებითაა გამყარებული, თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოვითხოვთ, სახელმწიფომ არსებითი ქმედებების საშუალებით აიღოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს შრომითი საკანონმდებლო ბაზის დეტალურ გაწერასა და არსებითი ქმედითი მექანიზმების დროულად გამართვას.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

image

გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას გამოთქვამს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

შემოგვიერთდით