გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

გამოქვეყნებულია: 15.Oct.2018

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას აცხადებს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

ამ შედეგამდე სახელმწიფოს ინდიფერენტულმა დამოკიდებულებებმა მიგვიყვანა. მხოლოდ ამ წელში რამდენიმე ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე გამოსვლის მომსწრენი გავხდით დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. თუმცა, მათი ეს გამოსვლები არავის მიუღია სერიოზულად მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ისინი ყოველთვის სიძულვილის ენას იყენებენ და კანონსაწინააღმდეგო სლოგანებით სკანდირებენ. ჩვენთვის სრულიად დაუშვებელია სიტყვის თავსუფლებით სარგებლობდნენ, მით უმეტეს — საჯარო სივრცეში, ფაშისტური და [ფსევდო]პატრიოტული იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ეს არც დემოკრატიაა და არც საზოგადოების ჯანსაღ განვითარებას წაადგება, როგორც ეს ახლა გვაქვს სახეზე. ამას მხოლოდ საფრთხე მოაქვს ჩვენთვის. „თავისუფლების ქარტია“ ისედაც ითვალისწინებს «კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება»-ს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მკვლელობის ადგილას მდებარე ბარის თანამშრომლები საუბრობენ იმაზე, რომ ვიტალის მკვლელებისა და სხვა მსგავსი განწყობებით განმსჭვალული ადამიანების თარეში მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყო ახალი ამბავი. ბარ ვარშავას ერთ-ერთი თანამშრომელი აღწერს როგორ ესხმოდნენ თავს აღნიშნული პირები იქვე შეკრებილ ადამიანებს იმის გამო, რომ სხვა ენებზე საუბრობდნენ, როგორ ლეწავდნენ ნივთებს და იყენებდნენ მუქარის ენას. მიუხედავად სამართალდამცავების რამდენჯერმე გამოძახებისა, თანამშრომლის ცნობით, რეაგირება არასდროს არაფერზე მომხდარა — სამართალდამცავები ყოველთვის ინარჩუნებდნენ ინდიფერენტულობას, ზოგჯერ აგდებულადაც კი ეპყრობოდნენ მშვიდობიან ადამიანებს. შედეგადაც ეს მივიღეთ — ეთნიკური განსხვავებულობისა და რუსულად საუბრის გამო მშვიდობიან ადამიანს თავს დაესხნენ ქალაქის ცენტრში და სხეულზე სასიკვდილოდ ათამდე ჭრილობა მიაყენეს.

ვფიქრობთ, რომ საქართველოში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობის წინაშე ვდგავართ. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმითაც კი ჩვენი კანონმდებლობა საკმარისად ეფექტური არაა ნეო-ფაშისტური ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად. მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები მსგავსი მდგომარეობების აღმოსაფხვრელად, რადგან სახეზე გვაქვს დაუსჯელობის სინდრომისა და წახალისების გამო აღნიშნული ჯგუფების აგრესიული ქმედებების მომძლავრება. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს — როცა მმრთველი პარტიის გუნდის წევრები საჯაროდ გამოდიან და ბედავენ, სიამაყით განაცხადონ, რომ ქვეყანაში ძალადობა მცირდება და რომ, თურმე, უფრო მეტად უსაფრთხო სახელმწიფო ვხდებით, რეალურად, პირიქით ხდება — ერთ წელზე ნაკლებ დროში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცვხმა ორჯერ იმატა. ბატონ გახარიას მიერ საჯაროდ მოხდილი უშინაარსო ბოდიშები საქმეს ვერაფრით გამოასწორებს. ჩვენი კანონმდებლობა იმდენად უსამართლო და გაუმართავია, რომ მარიხუანას მოწევა და ცივი იარაღით ადამიანის უმოწყალოდ მოკვლა, ფაქტობრივად, მსგავსად ისჯება. ყველაფერი ეს ერთად აღებული და ამას დამატებული პოლიციური რეჟიმი, რომელიც დღეს ასე ძლიერ გვაწევს მხრებზე, ქმნის იმდენად არამდგრად და საფრთხიან გარემოს ახალგაზრდებისთვის, და არა მარტო, რომ ვისაც კი შესაძლებლობა ეძლევა, ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ეს, თავის მხრივ, ცალკე დემოგრაფიულ პრობლემასაც ქმნის. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო საქართველოში ლგბტქ+ ადამიანებს ქმნის განტევების ვაცებად და ამ თემს დემოგრაფიული პრობლემის თავად და თავად წარმოაჩენს. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებში როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს წილ დანაშაულსაც, რადგან პრობლემები არაა სწორად გააზრდებული, პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვა ჯგუფებზე გადიან არასწორი მეთოდებით და, სარგებლობენ რა დიდი ავტორიტეტით, ირიბად, თუ პირდაპირ, ჯგუფებს შორის დაპირისპირებასა და სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს წაახალისებენ, რაც ასე სავალალოდ და ლეთალურად სრულდება ვიტალის სახით.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

შემოგვიერთდით