„ძირს აკადემია“ 2

გამოქვეყნებულია: 25.Feb.2018

„მითხარი და დამავიწყდება
მანახე და შეიძლება დამამახსოვრდეს
ჩამრთე და ვისწავლი“

ფორმალური განათლების დაწესებულებები გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ სპეციალიზებული განათლება, თუმცა, აუდიტორიის ფარგლებში შეუძლებელია არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგისა თუ სოციალური დინიმიკის კრიტიკა - ალტერნატიული წესრიგის შექმნა. ინფორმაციის გაცვლის პროგრესულმა საშუალებებმა საკუთარი თავისა და თანასწორი განათლების პროცესს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინეს.

ძირს აკადემია საქართვლოს ახალგაზრდა მწვანეების პროექტის CTRL-ALT-ACADEMY სლოგანია. ჩვენ გვინდა, სწავლების მოუქნელი მეთოდების თავისუფალი კურიკულუმით ჩანაცვლება. თანასწორი განათლებისა და თანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით „ძირს აკადემიის“ მონაწილეები თავად გახდებიან ცოდნის შემქმნელები. სამ თემატურ ჯგუფად დაყოფილი მონაწილეები რიგ-რიგობით შეძლებენ, ავტონომიურად დაგეგმონ და აირჩიონ ერთი სრული სალექციო დღის ფორმატი, რისთვისაც ერთი კვირა და ორგანიზატორების მხრიდან ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ. სამი სალექციო დღის განმავლობაში კი აქტიური მსმენელის პოზიციას დაიკავებენ.

„ძირს აკადემია“ გრძელდება და წელს ის მთლიანად დაეთმობა კლიმატის ცვლილებას, მის ზეგავლენას სამხრეთ კავკასიასა თუ საქართველოზე. კლიმატის ცვლილებასა თუ გლობალურ დათბობაზე საუბარი, როგორც წესი, შემოიფარგლება ტექნიკური ტერმინებითა და ზოგადი ინფორმაციით. ჩნდება შეგრძნება, რომ ის ჩვენ არ გვეხება, ჩვენს კონტექსტს არაა მიბმული და არსებობს სადღაც სხვაგან. თუმცაღა, უამრავი კვლევა, გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები, ბაზარზე კონცენტრირებული პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების სრული უგულებელყოფა და ბუნებრივი რესურსების სრული ექსპლუატაციის პოლიტიკა მხოლოდ ამწვავებს და ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას როგორც რეგიონში, ასევე საქართველოში.

აქედან გამომდინარე, გვიჩნდება კითხვები:  როგორ ზეგავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება გლობალურად მსოფლიოზე და კონკრეტულად საქართველოზე? როგორია კლიმატის ცვლილების ეკონომიკური, სოციალური თუ  გენდერული ასპექტები? როგორ მოქმედებენ/აჩქარებენ დიდი ტრანსატლანტიკური კომპანიები კლიმატის ცვლილებას და როგორია ევროპის/ევროკავშირის პოლიტიკა მესამე ქვეყნების, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპისა და, უფრო კონკრეტულად, საქართველოს მიმართ? და ბოლოს, როგორია კლიმატის ცვლილება სამხრეთ კავკასიაში და, ზოგადად, საქართველოში.

„ძირს აკადემიაში“ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა სხვადასხვა აკადემიური თუ პრაქტიკული ცოდნის კომბინირებითა და დისკუსიების დოკუმენტირებით სხვადასხვა საკითხზე დისკუსია ონლაინ პლატფორმების გამოყენებით პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. ამავე დროს, „ძირს აკადემიის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ „ძირს აკადემიის“ მესამე ეტაპზე, რომელიც აპრილიდან დაიწყება და რომლის კონცეფცია სულ მალე გახდება ცნობილი პროექტის მონაწილეებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა, შეავსეთ ჩვენ მიერ ფორმულირებული აპლიკაციის ფორმა და ჩაერთეთ ცოდნის შექმნაში ახალგაზრდა მწვანეებთან ერთად.

( https://goo.gl/forms/5RObmQ9W6mHe1eEt1 )


აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 9 მარტი

აპლიკაციების განხილვა დაიწყება პარალელურ რეჟიმში, ამიტომ იჩქარეთ, კლიმატის ცვლილება არ ითმენს, თქვენც არ დაელოდოთ დედლაინს.


პროექტის თემები:
24 მარტი: კლიმატის ცვლილების ეკონომიკური ასპექტები.
3 აპრილი: კლიმატის ცვლილების სოციალური ასპექტები.
10 აპრილი: კლიმატის ცვლილება საქართველოში.

ასევე წაიკითხეთ:

image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

image

გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას გამოთქვამს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

შემოგვიერთდით