გამოხმაურება მირანდა ფაღავას საქმეზე

გამოქვეყნებულია: 30.Jan.2018

28 იანვარს, გამთენიისას ტრანსგენდერი ქალ მირანდა ფაღავას სასტიკად სცემეს. ძალადობა არათუ არავინ შეაჩერა, ელემენტარულ პირველად დახმარებაზე და სასწრაფოში დარეკვაზეც კი უარი უთხრეს იქ მდგომმა ადამიანებმა. უფრო მეტიც, პოლიციამ სიკვდილის პირას მისულ ადამიანს განუცხადა, რომ ეს „მათს კომპეტენციაში არ შედიოდა“. მირანდა ფაღავამ ვერ მიიღო სამედიცინო დახმარებაც კი ჯანდაცვის სისტემაში გამეფებული ტრანსფობიისა და საზოგადოების სრული სისასტიკის გამო! სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ასეთი შემთხვევები, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობაა, ინდივიდუალურ „გადაცდენებად“, კონკრეტული პოლიციელების ცუდ დამოკიდებულებად ან საზოგადოების ცნობიერების პრობლემად შერაცხოს. ამგვარი მიდგომით იფარება ის სისტემური ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება სხვადასხვა სამინისტროებისა და ინსტიტუტების საშუალებით ყოველდღიურად იყენებს ჩვენი სხეულების დასამორჩილებლად. პოლიციური რეჟიმი ერთი ხელით ნარკოტიკებს უდებს მოქალაქეებს, მეორე ხელით კი ცდილობს, სასტიკი ძალადობა მისი კომპეტენციის გარეთ გაიტანოს.

ძალადობა არა მხოლოდ პირდაპირი და ფიზიკური - ეკონომიკური ხასიათისაცაა. ისედაც გაღატაკებულ მოქალაქეებში, გაბატონებული ტრანსფობია კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის დასაქმებას და ღირსეული შრომის პირობებში მუშაობას! ტრანსგენდერი ადამიანები არის სოციალური კლასი, რომელსაც ყოველ დღე უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა! თუმცა ტრანსფობია საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ბრძოლის ველი საზოგადოების შიგნით გადაიტანოს მოქალაქე მოქალაქის, მშობელი შვილის, ქმარი ცოლის დაპირისპირებად შერაცხოს! მაშინ, როცა ნადვილი ბოროტება იქ იწყება, სადაც ადამიანებს მინიმალურ მატერიალურ რესურსებზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და სამართლიან სასამართლოზე წვდომა ეზღუდებათ!

დღეს სახელმწიფო ექიმების, პოლიციელების, ბიზნესმენების, მოსამართლეების პირით გვეუბნება, რომ მის კომპეტენციაში არ შედის მოქალაქეების სიცოცხლეზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა! რომ სიძულვილი კულტურის ნაწილია და მისი გადაჭრა და მოსახლეობის განათლება მას არ ევალება! უკვე მრავალი წელია ვუყურებთ როგორ ევაჭრება სახელმწიფო ეკლესიას ყოველ ჯერზე, როცა განათლების სისტემაში სექსუალობისა და გენდერული უთანასწორობის საკითხების შეტანაზე მიდგება საქმე. ამით კიდევ ერთხელ თავს არიდებს პასუხისმგებლობას და შემდგომ არჩევნებში ეკლესიის მხარდაჭერას ყიდულობს თავისი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად. როგორც წინამორბედი, ისე ახლანდელი მთავრობა დგას სიძულვილის პროპაგანდაზე, საზოგადოების დაყოფაზე, მოქალაქეების ერთმანეთისგან გათიშვაზე და პოლიციის სისტემურ ძალადობაზე!

ეს მიდგომა უნდა დასრულდეს და ამისთვის არაა საკმარისი მხოლოდ ცალკეული „ცუდი“ პოლიციელების ან მოძალადეების დასჯა. ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებებს, რაც იქნება აგებული მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე! ტრანსგენდერ ადამიანებს სახელმწიფომ უნდა შეუქმნას უსაფრთხო გარემო განათლებით, ჯანდაცვისა და სასამართლო სისტემებში ტრანს საჭიროებების გათვალისწინებით, შრომის უფლებების დაცვით, რომელსაც პოლიციის ხელკეტის ნაცვლად ზრუნვისა და გაძლიერების პოლიტიკა ექნება საფუძვლად!

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით