აქცია მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟის წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 25.Feb.2018

დღეს, 25 თებერვალს, ნინო ჟვანიას ქუჩის 28 ნომერში გაიმართა საპროტესტო აქცია მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟის წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებიც შევუერთდით ამ აქციას, რადგან ყოველთვის ვდგავართ მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წინააღმდეგ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ „ქედზე ისედაც მუდმივად მიმდინარეობდა ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა, ვინაიდან ქედი შედგება შლადი ქანებისგან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მეწყერმა, რომელიც ამავე ქედზე განვითარდა, ჭონქაძის ქუჩაზე გაანადგურა ბენზინ გასამართი სადგური და დახოცა ადამიანები“.

ჩვენი საზოგადოება უამრავი დამანგრეველი შემთხვევის მომსწრეა, როცა ბიზნეს ელიტის ინტერესების გამო არა მხოლოდ შეილახა ქალაქის იერსახე, განადგურდა ისტორიული-კულტურული ძეგლები და რეკრეაციული ზონები - არამედ ადამიანთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას პირდაპირი ზიანი მიადგა. ამის სამაგალითოდ გამოგვადგება ვერის ხეობის ავტობანისა და ისტორიის ინსტიტუტის ცნობილი საქმეები. დღეს, მინიმალური რეგულაციებისა და არსებულის არასათანადოდ აღსრულების გამო, მსხვილ ბიზნესს აქვს უფლება, იმოქმედოს მოსახლეობის უსაფრთხოების სრული უგულებელყოფით. დასაფასებელია ყველას ჩართულობა და წვლილი ქალაქში არსებული ურბანული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ირონიულია, რომ იმ პარტიის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები, რომლის მმართველობის დროსაც დაიწყო მსგავსი ქმედებები, გასხვისდა და გაიჩეხა რეკრეაციული ზონები, დღეს აქციაზე ჩვენ გვერდით იდგნენ.

მოქალაქეები, აქტივისტები და ქალაქმგეგმარებლები დიდი ხანია ვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეაჩეროს ეს განუკითხაობა, თუმცა, ამის მაგივრად, ისინი პირიქით უფრო მეტად უმართავენ ხელს მსხვილ ბიზნესს მსგავს საქმიანობაში. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ჩვენს პროტესტს არ მოჰყვება შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, სანამ არ გამკაცრდება და აღსრულდება კანონი საჭიროებისამებრ.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით