პირველი მაისის მანიფესტი

გამოქვეყნებულია: 01.May.2018

წლების განმავლობაში 1-ლი მაისი არა თუ კარგავს, არამედ კიდევ უფრო იძენს პოლიტიკურ მნიშვნელობას.  უსაფრთხო სამუშაო გარემო და გაწეული შრომის სათანადო დაფასება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და თუ ვთანმხდებით სახელმწიფოს იდეაზე აუცილებელია შევთანმხეთ იმაზეც, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების შრომა. მზარდი უთანასწორობის პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს ფუნქცია ჩამოაყალიბოს  თანაბარი გარემო. დაუშვებელია, ჩვენი შრომა მოხმარდეს ერთეულ პიროვნებებს და არ შეუწყოს ხელი ჩვენსავე განვითარებას.

„ახალგაზრდა მწვანეები“ აუცილებლად მივიჩნევთ 1-ელ მაისს ვისაუბროთ კლასის ცნებაზე. იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის გამქრალია კლასის ტრადიციული გაგება, პოლიტიკური მნიშვნელობით ის ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მრავალფეროვანია. ჩვენ ვაღიარებთ ჩაგვრის სხვადასხვა კატეგორიებს და იმას, რომ მათი გადაკვეთის შემთვევაში ჩაგვრა ორმაგდება. ამიტომ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ინტერსექციულ ჩაგვრაზე საუბარსა და ისეთი კატეგორიების ურთიერთკვეთის ხაზგასმას, როგორიც კლასისა და გენდერის ან/და სექსუალობის ურთიერთკვეთებია.

განვითარების მიმართ კაპიტალისტური მიდგომა მეტ მოგებას ისახავს მიზნად და, შესაბამისად, მოკლე დროში რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს. ასეთი მიდგომა ექსპლუატაციურია როგორც ადამიანის, ისე ბუნების მიმართაც.

დღეს, საქართველოში, შრომითი უფლებების მხრივ, ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გვიწევს მუდმივ რეჟიმში და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის პარალელურად ვაპროტესტოთ ცალკეული ინვესტორებისა და დამსაქმებლების მხრიდან შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომითი უსაფრთხო გარემოს უხეში დარღვევები და უგულვებელყოფა. ჩვენ არ გაგვაჩნია ის მინიმალური ბერკეტები, რომელიც დაგვიცავს, იქნება ეს შრომის ისპექცია, მინიმალური ხელფასის ადეკვატური განსაზღვრა, პროგრესული და ეკოლოგიური გადასახადები თუ სხვა. ვაცნობიერებთ, რომ ასეთი სოციალურად ორიენტირებული მექანიზმები არ ამუშვდება მანამ, სანამ არ იქნება პოლიტიკური ნება, რომლის საფუძველიც  ნაწილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ქვემოდან წამოსული ზეწოლა შესაძლოა გახდეს.

წლების განმავლობაში ქალები და ლგბტქი+ ადამიანები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მუშათა კლასის გაძლიერებასა და შრომითი უფლებების აღიარებასა და დაცვაში. თუმცა, მათი ხმა მუდამ დაკარგული იყო პოლიტიკური სივრციდან. წელს ქალები მშრომელთა საერთაშორისო დღეს გამოდიან თავიანთი არაღიარებული შრომის დასაცავად. გარდა იმ ყველა უსამართლობისა, რასაც ქალები აწყდებიან სამუშაო სივრცეში, მათ დამატებით უწევთ სამსახურში სექსუალურ შევიწროვებასთან, ნაკლებ ანაზღაურებასთან და, საერთოდ, აუნაზღაურებელ საშიანო შრომასთან გამკლავება.

მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ შრომელთა საერთაშორისო დღეს დაგეგმილ აქციებს, რათა დავანახოთ სახელმწიფოს და ბიზნეს ელიტებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენ ვხედავთ და გვესმის. ჩვენ არ გავჩუმდებით!

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით