რა არის ეკოზია?

გამოქვეყნებულია: 01.Feb.2016

ეკოზია არის საძიებო სისტემა, რომელიც დაარსდა ბერლინში 2009 წელს. ეკოზიას მთავარი მიზანია უდაბნოები აქციოს ტყეებად, ეს კი ასე ხდება - ეკოზიას საძიებო სისტემით სარგებლობისას რეკლამებისგან შემოსული შემოსავლის 80% ხეების რგვას ხმარდება:

ეძიებთ ვებ-გვერდს ეკოზიათი,
საძიებო რეკლამები წარმოქმნიან შემოსავალს ეკოზიასთვის,
ეკოზია ამ შემოსავალს იყენებს ხეების რგვაში.
2009-2013 წლებში ეკოზიამ პროგრამას „დარგე მილიარდი ხე“, რაც მიზნად ისახავდა 2015 წლისთვის ბრაზილიის ატლანტიკური ტყის აღდგენას მილიარდი ადგილობრივი ხის დარგვით, შესწირა თავისი შემოსავლიდან. ამჟამად ეკოზია აფინანსებს ბურკინა ფასოს გატყიანებას „დიდი მწვანე კედლის“ პროექტის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს გაუდაბნოების აცილებას. B-labs-ის მიხედვით 2015 წლისთვის მისი დაარსებიდან ეკოზიამ მთლიანობაში 1.5 მილიონი აშშ დოლარი შესწირა.

Ecosia-ს საძიებო სისტემის მოხმარებით თქვენც შეიტანთ საკუთარ წვლილს ჩვენი პლანეტის გამწვანებაში.

https://www.ecosia.org/

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით