მწვანე ფესტივალი (პირველი პოლიტიკური ფესტივალი თბილისში)

გამოქვეყნებულია: 29.Sep.2015

19-20 სექტემბერს რიყის პარკში ახალგაზრდა მწვანეების ორგანიზებით პირველი პოლიტიკური ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალის მიზანი იყო საჯარო სივრცეების პოლიტიკური გააქტიურების პრაქტიკის დანერგვა და ამ სივრცეში სხვადასხვა ჯგუფების აქტივისტებისა და საზოგადოების ჩართულობით მნიშვნელოვანი თემების განხილვა.

ფესტივალში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტური მოძრაობები ,,მწვანე მუშტი’’, ,,სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი’’ და ,,ვეგან საქართველო’’. ორი დღის განმავლობააში მიმდინარეობდა დისკუსია ისეთ თემებზე როგორიცაა განათლება, ურბანიზაცია, კვების ინდუსტრია, გენდერი, ნარკოპოლიტიკა, გარემო და მდგრადი განვითარება.

განათლების დისკუსიის დროს ,,ახალგაზრდა მწვანეების'', ,,სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელისა'' და ,,მწვანე მუშტის'' აქტივისტებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელებიც დღესდღეობით, უნივერსიტეტის სტუდენტთა დღის წესრიგში დგას და გააკრიტიკეს საქართველოში არსებული განათლების პოლიტიკა. გამოიხატა სოლიდარობა სტუდენტთა ახლადგამოხატულ პროტესტის მიმართ, რომლებიც უნივერსიტეტში არსებულ ბიუროკრატულ სისტემას აკრიტიკებენ და მოითხოვენ უნივერსიტეტის პირდაპირ დაფინანსების სისტემაზე გადასვლას. ,,ახალგაზრდა მწვანეების'' ინტერნმა პერ ლუდერბერგმა გაგვაცნო შვედეთის განათლების სისტემა.

ურბანიზაციის დისკუსიის ფარგლებში ესმა ბერიკიშვილმა გააკეთა ,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის'' მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის "ურბანული მოძრაობების ანთოლოგია თბილისში (2007-2015 წლები)" პრეზენტაცია. დისკუსიის ფარგლებში მოხდა არსებულ მოძრაობებს შორის განსხვავებებისა და ცენტრალიზაციის პრობლემის განხილვა. წამოიჭრა რეგიონებში აქტივიზმის საკითხი და ხაზი გაესვა იქ არსებული პრობლემების უფრო აქტიურ, საჯარო განხილვის საგნად ქცევის საჭიროებას.

კვების ინდუსტრის თემაზე, ,,ახალგაზრდა მწვანეების წევრმა'' ირა სილანტევამ, კაპიტალიზმსა და კვების ინდუსტრიას შორის არსებული კავშირი მიმოიხილა. ისაუბრა იმაზე თუ რა ზეგავლენას ახდენს დღეს არსებული კვების ინდუსტრია კლიმატის ცვლილებაზე, მუშათა უფლებებსა და ცხოველებზე.
,,ვეგან საქართველოს'' წარმომადგენლებმა ოლეგ ოზოროვმა და ლუკა ბაგრატიონმა ისაუბრეს სპეცისიზმსა და ვეგან აქტივიზმის წინაშე არსებულ პრობლემებზე. მედიაში ვეგან აქტივიზმის გაშუქების ტენდენციებსა და ვეგანოფობიაზე. ექიმმა და ვეგან აქტივისტმა კარლო ჯიქიძემ ისაუბრა ვეგანურ კვების უპირატესობებზე და საჭირო რჩევები მისცა დამსწრე აუდიტორიას.

გენდერის პანელ დისკუსიის მთავარი თემები იყო მშრომელი ქალები და ლბთ ქალები. ,,სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის'' აქტივისტებმა გვანცა ხონელიძემ და ნინო ხაინდრავამ ყურადღება გაამახვილეს ქალების მუშების ჩაგვრის პრაქტიკებზე, ხოლო ნათია გვიანიშვილმა ლბთ ქალების ინტერსექციული ჩაგვრის მიზეზებზე.

კამპანია "ბექა კრიმინიალი არ არის" ინიციატივის ავტორებმა ბექა წიქარიშვილმა დათო ლაღიძემ განიხილეს საქრთველოში მკაცრი ნარკოლიტიკის ისტორია და გამომწვევი მიზეზები, ასევე კამპანიის სამომავლო სტატეგიები. აქცენტი დაისვა სახელწიფოს მხრიდან კონტროლის მეთოდებზე და ძალადობრივი პოლიციის სისტემაზე. იურისტმა სოფო ვერძეულმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო არსებული ნარკოპოლიტიკა კანონმდებლობის კუთხით.

გარემო და მდგრადი განვითეარების პანელ დიკსუიის თემები იყო :
როგორ იცვლება მსოფლიო კლიმატის ცვლილების შედეგად - საქართველოს გამოწვევები (მწვანე ალტერნატივა-მანანა ქოჩლაძე)
გარემოს დაცვის კონსულტანტი/ექსპერტი
მერაბ შარაბიძე - გარემოს დაცვის ეკონომიკური ინსტრუმენტები
ეკონომიკური განვითარება და შრომითი უფლებები - რევაზ კარანაძე სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი - SON - ის წევრი
თანამედროვე საქართველოს მწვანე დღის წესრიგი - ხვიჩა ყაზაიშვილი -სტუდენტური გაერთიანება „მწვანე მუშტის“ წევრი

ფესტივალზე დისკუსიების გარდა ჩატარდა "რადარამის" თარგმნილი წიგნის " ხვალამდე გაქრება, ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორიის" პრეზენტაცია.
ასევე თიხისაგან სამკაულების დამზადების ვორქშოფი.

საღამოს პროგრამის ფარგლებში პირველ დღეს გაშუქდა ფილი: Devour the Earth
ფესტივალი დასრულდა ელექტრონული მუსიკით.

,,ახალგაზრდა მწვანეები'' მივიჩნევთ, რომ მწვანე ფესტივალის პრაქტიკის გაგრძელება აუცილებელია. სამომავლოდ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და შემოგთავაზებთ მწვანე ფესტივალს სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, სხვადასხვა რეგიონებიდან.

უახლოეს მომავალში დაიდება ფესტივალის დისკუსიების სრული ვიდეოები ონლაინ.

ფესტივალის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ,,ახალგაზრდა მწვანეების'' ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით