რა ხდება თეღუთის მაღაროში

გამოქვეყნებულია: 26.Jan.2018

ვუერთდებით სამოქალაქო ინიციატივა Armenian Environmental Front (AEF)-ის მიერ, თეღუთის ტერიტორიაზე მძიმე მეტალების მოპოვების ადგილას კუდსაცავის დაზიანების შედეგად მდინარე დებედას დაბინძურების შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც კარგად მოგვეხსენება ინდუსტრიულ ზონებში ეკოლოგიური დაბინძურების სავალალო მდგომარეობის შედეგების სიმძიმის შესახებ (ბოლნისის, ჭიათურის, ტყიბულის თუ სხვ. მაგალითებზე), ვიზიარებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ სომეხ გარემოსდამცველებისა და უბრალო ხალხის პოზიციას მომხდართან დაკავშრებით. მივიჩნევთ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი მასშტაბური გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში.

გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარებით იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხები რეგიონალური მასშტაბით უფრო აქტუალური გახდება და საბოლოოდ გამოიწვევს პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

 

რა ხდება თეღუთის მაღაროში

19 იანვარს, უფლებადამცველმა არტურ საქუნცმა facebook-ის თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა: „სანდო წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ნაპრალები გაჩნდა თეღუთის მაღაროს კუდსაცავზე. შედეგად, კუდსაცავის ტოქსიკური ნარჩენები მდინარე დებედაში მინიმუმ 4 დღის განმავლობაში იღვრებოდა. ეს შეიძლება, გადაიქცეს სერიოზულ ეკოლოგიურ კატასტროფად და, ამასთანავე, შეიძლება, ჰქონდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ იქიდან გამომდინარე, რომ მდინარე დებედა საქართველოში მიედინება. ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად ცდილობენ აღნიშნული  ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებას“.

როგორც სახელმწიფო ორგანოები და, ასევე, სამთო-მოპოვებითი კომპანია Vallex ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს; არ არსებობს ინფორმაცია თუ რა მოხდა მაღაროში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ან რა ხდება ახლა. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემები იმდენად მძიმეა, რომ მაღაროს ექსპლოატაცია უკვე რამდენიმე დღეა შეჩერებულია. ასევე აქტივისტებს მიეწოდათ 19 იანვრის ვიდეო და სურათები, რომლებზეც ასახულია თეღუთის მაღაროს ტერიტორიიდან ტოქსიკური ნარჩენების გამოდინება.

თეღუთის სამთო-მოპოვებითი პროექტის პირველივე დღეებში, ეკოლოგები და ექსპერტები გვაფრთხილებდნენ, რომ ამ მაღაროს ექსპლუატაციაში შესვლა არავითარ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. თითოეულმა სამთავრობო მოხელემ, რომელმაც აქ მოპოვების უფლება გასცა კარგად იცის, რომ ამით მათ ეკოლოგიური დანაშაულის სანქცირება მოახდინეს.  4-5 წლის განმავლობაში დოკუმენტირებული გარემოს დაბინძურებისა და განადგურების მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები ადასტურებს ეკოლოგების პროგნოზებს - ასეულობით ჰექტარი საუკუნოვანი ტყის განადგურება, ამ ზარალის კომპენსაციის მიზნით სხვა ლოკაციაზე ხეების დარგვის პროექტის მარცხი, მდინარე შნოღის მძიმე და სახიფათო მეტალებით დაბინძურება, უწყვეტი გამოჟონვა არასათანადოდ დამონტაჟებული კუდსაცავიდან გარემოში და ა.შ. ცოტა ხნის წინ, მდინარე დებედაში დაბინძურებული წყლის უკონტროლო ჩაშვებამ მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული შვედი ექსპერტების მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში დადასტურებულია, რომ სომხეთში არსებული ყველა ფუჭი ქანების კუდსაცავი (თეღუთის კუდსაცავის ჩათვლით) ხარვეზებითაა აშენებული და არ შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს.

2017 წლის 16 ოქტომბერს, დანიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტომ (Danish Export Credit Agency) ოფიციალურად განაცხადა, რომ ის Pension Denmark Private Pension Fund-თან ერთად წყვეტდა VTB ბანკის მეშვეობით კომპანია Vallex ჯგუფზე 2013 წელს გაცემულ 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც კომპანიამ თეღუთში სპილენძი-მოლიბდენის მაღაროს ექსპლუატაციისთვის მიიღო. აღნიშნულ განცხადებაში EKF ეხმაურება იმავე პრობლემებს - წყლის დაბინძურება, კუდსაცავის პრობლემები და მძიმე სამუშაო პირობები ალავერდის სპილენძის ქარხანაში.

facebook განცხადებაში უფლებადამცველი არტურ საქუნცი ასევე აღნიშნავს, რომ: „ყველა, ვინც გასცა ნებართვა თეღუთის მაღაროს მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე, ისინი, ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ სამშენებლო პროცესის ზედამხედველობაზე, გარემოს დაცვის სამინისტრო, მთავრობა - ყველა მათგანმა სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. გვაქვს უფლება, ვიცოდეთ დაბინძურების მასშტაბები, რა ზიანი მიადგა გარემოს ამ კუდსაცავის გაჟონვის შედეგად და, ბოლოს, როგორ გავლენას მოახდენს ეს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. მათ, ასევე, უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმაზე თუ რა პრევენციული ქმედებები განხორციელდა ამ მიმართულებით და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ შესაძლო მოწამვლა“.

კიდევ ერთხელ ხდება სამთავრობო მოხელეების უმოქმედობის დემონსტრირება და მათი ინდიფერენტულობა მრავალრიცხოვან ეკოლოგიური პრობლემასთან მიმართებაში. საგანგაშოა ის, რომ, როგორც ჩანს, სამთო-მრეწველობის სფერო კანონის ფარგლებს გარეთაა და ყოველთვის დაუსჯელი რჩება. მხოლოდ ძალიან სერიოზული პრობლემების გაჩენისას იღებენ სამთავრობო ორგანოები გარკვეულ კოსმეტიკურ ზომებს.

თეღუთის მაღაროსთან დაკავშრებით უამრავი მიმდინარე პრობლემა არსებობს, თუმცა არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა მათ აღსაკვეთად. ეს ასახულია სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს დაუდევარ პასუხშიც, რომელიც ჩვენს მთავრობასთან ბოლოდროინდელ მიმართვასთან დაკავშირებით მოგვაწოდეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოებს, რომ მოუხმონ გონებას, შეწყვიტონ ამ ქვეყნის ბუნების, წყლებისა და ნიადაგის დაბინძურება და დაიცვას ჩვენი ჯანსაღ გარემოში ცხოვრების საყოველთაო უფლება. არც ერთი ახალი მაღაროს ექსპლოატაცია უნდა მოხდეს სომხეთში, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ჯერ კიდევ ხელშეუხებელ რამდენიმე ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიას. ჩვენ მოგიწოდებთ, მკაცრად დაჯარიმდეს თეღუთის სამთო-მოპოვებითი კომპანია, მიიღეთ გადაწყვეტილება მაღაროების დახურვისა და აღნიშნული ტერიტორიის კომპანიის ხარჯზე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ Armenian Environmental Front-ის აქტივისტები.

სოფო ცხვარიაშვილი

(ჰედერის ფოტო © armecofront.net

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით