მე ჩემს სქესს მიღმა - სოციალური პროექტი

გამოქვეყნებულია: 29.Nov.2015

“ახალგაზრდა მწვანეებმა”  “შვედურმა ინსტიტუტთან” ერთად “me over my sex” პროექტის ფარგლებში, სამი კვირის განმავლობაში
უმასპინძლა სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ, ხელოვანებს და აქტივისტებს ქალაქ ბოლნისის არტ რეზიდენციაში.

პროექტის მიზანი იყო ყველა სქესის ადამიანთა სოციალური მდგომარეობის კვლევა და მათი ასახვა. მონაწილეები სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ გენდერის თემაზე ადგილობრივ კონტექსტში, თუმცა გვერდი ვერ აუარეს რეგიონში არსებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, ოქროს მომპოვებელი ქარხნის მიერ მუშათა დარღვეულ უფლებებს და უაღრესად დაბინძურებულ გარემოს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.

პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი მომხსენებლები, გაიმართა ლექციები, დისკუსიები და ვორქშოფები გენდერის თემაზე. მოხდა კავკასიის რეგიონში არსებულ პრობლემურ მდგომარეობაზე ინფორმაციის გაცვლა-გაანალიზება და გამოცდილების
გაზიარება. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა სომეხ, ქართველ და აზერბაიჯანელ მონაწილეებს და “ახალგაზრდა მწვანეებს” შორის.

სამი კვირის განმავლობაში მონაწილეები ხვდებოდნენ ადგილობრივ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ შეცვალონ მათ ქალაქში შექმნილი მდგომარეობა და  ცდილობენ ეძებონ გადაჭრის სხვადასხვა გზები. მათი სურვილიდან გამომდინარე მონაწილეებმა ჩაატარეს სტენსილის დამზადების ვორქშოფი, სადაც დასწრება თავისუფალი იყო და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგად ქალაქის სხვადასხვა კუთხეში გაკეთდა ნამუშევრები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ და აკრიტიკებდნენ ოქროს მომპოვებელი კომპანიის უსამართლობას.

დასასრულსს, 25 ივლისს გაიმართა გამოფენა სახელწოდებით “ME OVER MY SEX” (“მე ჩემ სქესს მიღმა”). მონაწილეებმა გააანალიზეს რა, რომ
რეგიონში არსებული ჩაკეტილი სიტუაცია უფრო მეტად ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას, გადაწყვიტეს გამოფენის მთავარ სლოგანად შეერჩიათ “გახადე ბოლნისი საჯარო”.

ექსპოზიციისთვის შეირჩა ქალაქ ბოლნისის სამი სტრატეგიული ერთეული : კინოთეატრი, რკინიგზის სადგური და მიტოვებული შენობა “ორბი”.

ნამუშევრების მთავარი თემები შემდეგი იყო: ძალადობა, მუშათა ექსპლუატაცია, ჩაგვრა, გენდერული სტერეოტიპები და სხვა.

ბექა ბუჩაშვილი- საჯიშე ბიჭი

,,საქართველოში ხშირად ისმის სიტყვები - საჯიშე ბიჭი. პირველად ერთმა ქალმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ეს, როცა ამ სიტყვებზე ვკონცენტრირდი და შემდგომში ჩემი ნამუშევარისთვის შთაგონება გახდა. ამ ნამუშევარს ნახევრად კვლევის სახეც აქვს - რად მიაჩნიათ, ამ შემთხვევაში ქართველებს (რადგან ამის ფეტიშები სხვა კულტურებშიც არსებობს და აქ სიტყვა ქართველი განზოგადებულია), ქართველი ბიჭები/კაცები და რა დამოკიდებულება აქვთ მათდამი. მიიჩნევენ ისინი საერთოდ მათ ადამიანებად? თუ რაღაც საგნებად, რომლებიც ყვავილებივით, ქართული პროზისა და პოეზიის სიმბოლოს, ყაყაჩოსავით იზრდებიან/ზრდიან, რომლებიც უნდა მოწყდნენ ან მოიკრიფონ? დაბადებიდანვე მინიჭებული აქვთ ერთადერთი ფუნქცია, სულისა და ინდივიდუალობისგან დაცლილმა არსებებმა თავი უნდა შესწირონ რაღაცას, რაც ბუნებაში ცვლადი და არარსებულია, შეთავაზებულია იმ სხვის მიერ, რომელიც ადამიანად არ გთვლის, მხვერპლად გაფეტიშებს და გწირავს. შენში მხოლოდ ჯიშს ხედავს, მხოლოდ საჯიხე ხარ, რომელმაც ეს ჯიში უნდა გააგრძელოს. თუ „საჯიშედ“ არ ვარგიხარ უბრალოდ უფრო მეტად არ ხარ არსებობის ღირსი.''

ნაილი ვახანია:

,,ყველაფერს გააჩნია თავისი საწყისი, ყოველი ადამიანის ცხოვრებაც იწყება იდენტურად: დაბადებით, თავლის გახელით., მხის სხივის დანახვით. ხოლო შემდეგ, გარემო პირობების ზემოქმედებით, იღვევა ბალანის, შენსა და სხვას შორის. ყოველი ადამიანი ცდილობს, თავისი გამოგონილი მინი-სამყარო შექმნას და მის ტყვეობაშო მოაქციოს სხვებიც, რაც მხოლოდ ძალით, მათი ნების საწინააღმდეგოდ მიიღწევა. ამ ძალას უმართებულოდ უწოიდებენ სქესს, ასაკს, ეროვნებას, რელიგიას, ტრადიციას, განათლებას, სოციალურ მდგომარეობას. .. ეს იძულებით ჩარევა არის სწორედ ყველზე დიდი ძალადობა და ძალადიბის წარმომშობი მიზეზიც. კავკასიის ქვეყნებში ხშირად მძაფრად იგრძნობა ბალანსის ისეთი დარღვევა, რომელიც ტრადიციის სახელით არის შენიღბული, რომელიც 21 საუკუნეში არასწორი ინტერპრეტაციით არის მიწოდებული. არსებითად, ეს იმ ტრადიციების უპატივცემულობაა, რომლის სახელითაც მოძალადეები მოქმედებენ.

სარეცხ თოკზე გაფენილია 5 ცალი მუშამბა , რომელიც სარჭებით არის დამაგრებული, სიმბოლურად თეთრეული დატვირთვა აქვს და ვიზუალურად თეთრეულს- ჰგავს კონვერტს, რომელშიც ჩახატულია პორტრეტები განსხვავებული სქესის ადამიანებისა, გამოკეტილნი არიან ამ რომბში.

ჩემი ნამუშევარით მინდა ადამიანები დავაბრუნო იმ საწყისთან, სადაც ძალადობა ჯერ არ იყო დაწყებული, ხაზი გავუსვა ერთის მხრივ, თანაბარ უფლებებს (ერთ დონეზე გაფენილი ერთნაირი თეთრეული-პირველი მატერია, რასაც დაბადებისას ეხები. მეორეს მხრივ , ძალადობის თარგი რომბი.  მიუხედავად ძალადობის შენიღბვის მცდელობისა ყველაფერი ხილულია, რასაც მუშამბის გამჭვირვალობა გამოხატავს.''

დათო კუხალაშვილი

,,მე ყურადღება გავამახვილე, ბოლნისის რეგიონში მოქმედ კომპანია არემჯიზე, რომელიც ექსპულატაციას უწევს ადამიანებს აბინძურებს გარემოს . შევქმენი ტრიპტიხი რომელსაც დავარქვი ;კორპორაცია; მეტაფორულად გამოვხატე კორპორაცის მომხმარებლური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.''

 

The de colecttive

1) მხიარული ქალი

ქალი რომელსაც არ უნდა გათხოვება
ქალი, რომელსაც არ ყავს ბავშვი
ქალი, რომელსაც არ უნდა შვილების ყოლა
ქალი, რომლიც იკეთებს აბორტს
ქალი, რომელსაც უყვარს სხვა ქალი
ადამიანი, რომელსაც უნდა გახდეს ქალი
ქალი, რომელსაც არ უყვარს ქმარი
ქალი, რომლის ქმარიც გარდაიცვალა
ქალი, რომელსაც ყველა მოხუცად თვლის
ქალი, რომლის სხეულიც გაიყიდა
ქალი, რომესაც არ სწამს ღმერთის
ქალი, რომელიც გააუპატიურეს
ქალი, რომლესაც ყველა თვლის მსუქანად
ქალი სხვა ფიზიკური შესაძლებლობებით

 

2) სარკე-კედელი

,,როცა კი მე ვცდილობ, ვიპოვო რაღაც , რაც სხვებს უნდათ რომ დაინახონ ჩემში , მე ვხედავ კედელს.''

3) გოგონა

,,მე ვგრძნობ ჩემს თავს სანახევროდ, და არ შემიძლია თვალი მოვაშორო ჩემს სხეულს.''

საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტს სჯერა, რომ ძალადობრივი აღმზდელობითი ზომები უფრო ეფექტურია, ვიდრე არაძალადობრივი.

4.ქუჩის გაზეთი

ისტორია რომელიც დავწერე მე , ისტორია რომელიც მე არ დამიწერია

ერთ შაბათ საღამოს, როდესაც ჩემი ქმარი …. მოვიდა სახლში, მე ვიჯექი....ის კარგ ხასიათზე იყო, ამიტომ მე მოვეშვი. მე შევთავაზე.... მან მიპასუხა, რომ ….ამის მერე მე არ მახსოვს ისეთი რა ვუთხარი რომ მცემა.

მან ისევ გამაოცა....მე დავიწყე მუხლოდრეკა....ამის მერე მე მხოლოდ მახსოვს....საავადმყოფოში მათ მითხრეს რომ უნდა გამოეძახათ პოლიცია. ამჯერად მე დავწერე განცხადება პოლიციაში. მათ ის წაიყვანეს და შემდეგ  გირაოთი გამოუშვეს.

მე არ მაქვს  რაიმე ადგილი წასასვლელად. მე არ შემიძლია დავბრუნდე მშობლებთან, რადგან....

მე წავედი ჩემს მეზობელთან, ქალთან რომელიც ცხოვრობდა მარტო. ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ რა მოგვემოქმედებინა. როდესაც სასამართლოს სეზონი დაიწყო , რამდენიმე თვეში ამ სახლში უკვე სამნი ვცხოვრობდით. მე წავიყვანე ბავშვები და დავიწყე ცხოვრება ჩემს ახალ ორ დასთან.

მე არ ველოდი ბევრს ჩემი მოსამართლისგან, როგორც კი ვნახე რომ გამომძიებელიც, პროკურორიც და მოსამართლეც იყვნენ მამაკაცები და მე უნდა დამემტკიცებინა, რომ არ ვცრუობდი. ჩემი მეუღლე გაანთავისუფლეს.... ერთი თვიეში ამნისტიით....მან კვლავ მოიყვანა ცოლი და შემდეგ ჩვენ გავიგეთ რომ ის თავის ახალ მეუღლესაც სცემდა.....

მე შევაგროვე ყველა ჩემი მეგობარი ქალი და ჩვენ  ვცემეთ ის . მე მივხდი, რომ ჩემი დაცვა და ჩემი ცხოვრება ჩემს ხელშია, და არა მეუღლის, სახელმწიფოს ან რელიგიის, რომელთაგანაც რეალურად მე მჭირდება დაცვა.

თათია თვალაძე

ტრიპტრიქი, ირონიული გრაფიკული ნახატი გენდერულ სტერეოტიპეპზე.

თომა გლურჯიძე

 

არაქს სარგისიან

ფოტოსერია

 გარკვეული ადგილები, ადგილები სადაც ქალთა ყოფნა “აკრძალულია”.კონკრეტული სივრცით გამოხატული ურთიერთდამოკიდებულება ქალსა და მამაკაცს შორის.

ნახატი 1

 ურთიერთობა გოგოსა და საზოგადოებას შორის მრავალ ქვეყანაში. დამოკიდებულება ახალგაზრდა გოგოსა და კონკრეტულ “ქალს” შორის, რომელიც ასწავლის მას როგორ იცხოვროს, როგორ გაზარდოს, როგორ გახდეს კარგი ცოლი და ა.შ. საზოგადოება ქმნის კარგ “ცოლებს” თაობიდან თაობამდე.

ნახატი 2

გოგონა რომელიც გაიზარდა მამის არჩეული გზით. ის გახლეჩილია ორ პერსონად, ერთი რომელიც მამას უნდა რომ ის დაინახოს და მეორე მისი ნამდვილი სახე.

ასევე წაიკითხეთ:

image

გლობალური ემისია რეკორდულად იზრდება

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარბონის დიოქსიდის ემისია წელს რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნახშირბადის (და სხვა ნივთიერებების, რომელთა გამოყენებაც ზიანს გვაყენებს) გამოყენების მკვეთრი შემცირება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. ეს კი, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებს აარიდებს დედამიწას თავიდან.

image

დეკემბრის გაფიცვები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში

დღეს ემანუელ მაკრონს სხვა საფიქრალი არ გააჩნია - აშკარაა საფრთხე იმისა, რომ მისმა საპენსიო რეფორმამ შესაძლოა, მუშათა გენერალური გაფიცვა გამოიწვიოს. პრეზიდენტის გეგმაა, დაარწმუნოს პროფკავშირები, არ მიიღონ მონაწილეობა გაფიცვაში, რომელიც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. ბერტრან ჰამაშეს, CGT-ის (შრომის საყოველთაო კონფედერაცია) წარმომადგენლის აზრით, „მთავრობას ჭეშმარიტად თავზარს სცემს მობილიზაციის მასშტაბი. უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან შეხვედრები და ახსნა, რას ნიშნავს საპენიო რეფორმა „რეალურად“. ისინი ცდილობენ, უარი გვათქმევინონ გაფიცვაზე, მაგრამ ეს არ მოხდება.“

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე

ჩვენთვის, როგორც მემარცხენე სუსტი ძალისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს იდეოლოგიური ნიშნის ქვეშ გაერთიანება. მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციაზე ყოფნა. სხვა შემთხვევაში ამ პროცესების გავლენით, ჩნდება სერიოზული საფრთხე, ქვეყანაში მემარცხენე ძალის პოლიტიკურად გარდაცვალებისა.

შემოგვიერთდით