ხელები შორს ართვინისგან

გამოქვეყნებულია: 20.Feb.2016

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ართვინის (თურქეთისა და საქართველოს სასაზღვრო ქალაქი) მაცხოვრებლები აქტიურად აპროტესტებდნენ სპილენძისა და ოქროს მაღაროების აშენებას. ამ 25 წლის განმავლობაში, მოსახლეობის პროტესტმა შეაჩერა ორი კანადური კომპანიის პროექტები ართვინში. სამწუხაროა, რომ ხალხის წინააღმდეგობას კვლავ საფრთხე ემუქრება, ახლა, არამხოლოდ მაღაროების კომპანიების მხრიდან, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც.


 
ამ კვირის დასაწყისში, ართვინის მაცხოვრებლები პოლიციისა და სამხედრო ძალების თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ, რომlლებიც პირდაპირ ასრულებდნენ ,,ჩენგიზ ჰოლდინგის - მაღაროების კომპანიის ბრძანებებს. კომპანია ჩენგიზ ჰოლდინგი, პრო-სახელისუფლებო კონგლომერატია და  ფლობს მრავალ მშენებლობებსა და ენერგიისა და მაღაროების პროექტებს, რომლებიც ანადგურებენ გარემოს, არამხოლოდ თურქეთში, არამედ ბულგარეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში. ახლა, მათ მორიგ ,,მოგების ობიექტად'' ჯერათთეფე, ართვინი აირჩიეს.
 
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ექსპერტთა დასკვნები, რომლებიც ხაზგასმით მიუთითებენ იმ ზიანზე, რომელიც მაღაროს აშენების შემთხვევაში ართვინს მიადგება და აგრეთვე, არსებობს სასამართლოს ბრძანებები ამ მშენებლობის წინააღმდეგ, 16 თებერვალს, ჩენგიზ ჰოლდინგის ოფიციალური წარმომადგენლები ართვინში მაღაროს აშენების მიზნით ჩავიდნენ.
 
ართვინის მოსახლეობისგან ამ მშენებლობას მწვავე პროტესტი მოყვა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ართვინში სიცოცხლე გაჩერდა. დაკეტილია სკოლები, მაღაზიები და გადაკეტილია მშენებლობის ადგილი. ართვინის მოსახლეობა 25,000-ია, მათგან 20,000 პროტესტში აქტიურად არის ჩართული. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება სწრაფად მობილიზდა ჩენგიზ ჰოლდინგის მხარდასაჭერად და ექვი მეზობელი ქალაქიდან ართვინში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა. ართვინის მაცხოვრებლებს სასტიკად დაესხნენ თავს ცრემლსადენი გაზით.
 
ჯერათთეფე ართვინი გულია. ის ერთადერთი წყალმომარაგების წყაროა ართვინისთვის და ძალიან ახლოსაა ქალაქის ცენტრთან. მაღარო მოწამლავს წყალს და მიწას, რომელიც საბოლოოდ გამოიწვევს მოსახლეობის მიგრაციას. ჯერათთეფე ასევე, ძალიან ახლოს არის ბათუმთან და ზიანი საქართველოსაც მიადგება. აგრეთვე, ტერიტორია, სადაც მაღაროს აშენება სურთ, არის კავკასიის ენდემური ტყეების ნაწილი, რომელიც აღიარებულია, როგორც ორასიდან ერთ-ერთ გლობალურ ეკოლოგიურ რეგიონად.
 
თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები მოქმედებენ სოლიდარობის პრინციპით და გამოდიან ჯერათთეფეში მაღაროს აშენების წინააღმდეგ. ჩვენ მივმართავთ მეგობრებს კავკასიიდან, რომ აიმაღლონ ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ. აგრეთვე, მოვუწოდებთ მეგობრებს ბალკანეთიდან, ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან რომ დადგნენ ჩვენს გვერდზე და მხარი დაუჭირონ სიცოცხლეს!
 

 
#Artvinedokunma
#handsoffArtvin
#ხელებიშორსართვინისგან

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით