22 აპრილი: დედამიწის დღე

გამოქვეყნებულია: 28.Apr.2014

22 აპრილს, დედამიწის დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან  ,,ახალგაზრდა მწვანეების'' აქცია/მანიფესტაცია გაიმართა. მანიფესტაცია ვაკის პარკამდე მსვლელობით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კოკისპირული წვიმის გამო ეს ვეღარ მოხერხდა. აქციას შეუერთდნენ ,,ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები'', ,ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი'' და სტუდენტები.

რაოდენობრივად არც თუ ისე დიდ აქციაზე მაინც შედგა დისკუსია და ,,ახალგაზრდა მწვანეების'' ხედვის გაზიარება. ჩვენ წავიკითხეთ მანიფესტი და ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რას ვგულისხმობდით ,,პოლიტიკის დასუფთავებში''.

მის ჩვენება და დისკუსია გაიმართა. თემა შეეხებოდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს არამდგრადი პოლიტიკური კურსის პირობებში. განვიხილეთ თუ რამდენად აქვს აზრი ჩვენს ინდივიდუალურ ქმედებებს, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ აკმაყოფილებს მდგრადი განვითარების სტანდარტებს. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გარდავქმნათ ინდივიდუალური პასუხისმგებლობები კოლექტიურ ქმედებებად და გავლენა მოვახდინოთ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე.

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით