სოლიდარობა სოციალურ მუშაკებს

გამოქვეყნებულია: 24.Mar.2019

„ახალგაზრდა მწვანეები“ სოლიდარობას ვუცხადებთ სოციალურ მუშაკებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მათთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას.

ძალაუფლებრივ ინსტიტუციებს ახასიათებთ, ჩაიდინონ სისტემური დანაშაული და როცა ამას ყველასთვის თვალსაჩინო მსხვერპლი მოყვება — დასაჯონ ის, ვისაც ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის დანაშაულში; ის, ვინც იმავე სისტემის გამო გაუსაძლის გარემო-პირობებში მუშაობს/არსებობს. არა უბრალოდ დასაჯონ, არამედ საზოგადოებასაც დააჯერონ, რომ სწორედ მათ კისერზეა დანაშაულის მთელი სიმძიმე. ეს ინსტიტუციები სხვების გაუბედურებისა და არაადამიანური შრომის ხარჯზე ინარჩუნებენ ძალაუფლებას და იღებენ სარგებელს.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო სოციალურ მუშაკებზე პასუხისმგებლობის დაკისრება სწორედ იგივე სცენარის გამეორებაა, სადაც გაუსაძლის პირობებში მომუშავე ადამიანებს შეხება აქვთ უმძიმეს შემთხვევებთან და სისტემური ხარვეზების გამო თავადვე ისჯებიან, ხოლო მათი მიღწევები და დაუღალავი შრომა სახელმწიფოს დამსახურებად აღიქმება.

«ვიფიცები, იმიტომ, რომ ერთ სოციალურ მუშაკს არ შეუძლია 50 + ბავშვის ერთდროულად დაცვა» — ნათია ნიგურიანი, ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი.

«გადის დღეები და მოქალაქეების განცხადების გაცნობასაც ვერ ვასწრებ საქმეების ურიცხვი რაოდენობის გამო. გამუდმებით ერთი შემთხვევიდან მეორეზე გადავრბივარ, საქმე სახლში მიმაქვს და იქაც ვერ ვასწრებ.» — თაკო ღარიბაძე, გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი

«მე ვიფიცები იმიტომ, რომ ვერ ვიცავ ბავშვთა უფლებებს, ვინაიდან თავად გავხდი სისტემის მსხვერპლი, აურაცხელი სამუშაოს გამო არ მყოფნის კვირაში 7 დღე და დღე-ღამეში 24 საათი, რათა დავიცვა ბავშვები და მათი ინტერესები.» — ლალი კაშია, სამტრედიის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი.

«მე ვიფიცები იმიტომ, რომ დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვებს.» — მელანო მახარაძე, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი.

უფრო მეტი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ სოც.მუშაკებს არაჰუმანურ პირობებში უწევთ მუშაობა, მეტიც — არასაკმარისი სახსრების გამო მათ უწევთ უამრავი საქმის მოხალისეობრივად კეთება და ისედაც დაბალი ხელფასის ტრანსპორტში დახარჯვა.

ჩვენ, საზოგადოებამ, ამ უსამართლობას პასუხი უნდა გავცეთ 25 მარტს, 19:00 საათზე, კანცელარიასთან, რადგან აქ დამნაშავე სახელმწიფოა; რადგან აქ ბენეფიციარებიც და სოციალური მუშაკებიც სისტემის მსხვერპლნი არიან.

სოლიდარობა სოციალურ მუშაკებს!

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით