საკვები ბომბების ნაცვლად

გამოქვეყნებულია: 10.Apr.2014

მაშინ, როცა გლობალური პრობლემების მოგვარებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები იწყებენ, ყოველთვის სრული კრახით სრულდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ერთადერთი ეფექტური გზა სამოქალაქო ძალისხმევაა. მაგალითად, ,,სუპერ-სახელმწიფოებმა'' აფრიკაში და აზიის გარკვეულ რეგიონებში გენური ინჟინერიის წესით მოყვანილი საკვები პროდუქტების შეტანით შიმშილის დაძლევა გადაწყვიტა. მეორეს მხრივ კი იმავე განვითარებულ ქვეყნებში მაცხოვრებელი ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა 80-იანი წლების ბოლოს გადაწყვიტა შიმშილობისა და სიდუხჭირის პრობლემა ლოკალურად მოეგვარებინა და იდეის ,,საკვები ბომბების ნაცვლად’’ ქცეშ გაერთიანდა.

მსოფლიოში ყოველდღიურად ასი ათასობით ტონა საკვები ნაგავში იყრება. ამავდროულად, მილიონობით ადამიანი შიმშილობს და მათი რიცხვი მუდმივად ზრდადია. პრობლემა მხოლოდ საკვები რესურსის არარაციონალური ფლანგვა როდია. კონსუმერულ საზოგადოებაში საჭმლის ესთეტიური ღირებულების გაფეტიშება მალფუჭებადი პროდუქტების პირდაპირ ნაგვად ქცევას იწვევს.

მოძრაობის ,,საკვები ბომბების ნაცვლად’’ წევრები აგროკულტურული მეწარმეებისგან აგროვებენ ნაკლებ ესთეტიურ ბოსტნეულსა და ხილს, შემდეგ კი მის დისტრიბუციას პირველადი ან უფასო საკვების სახით ახდენენ მოსახლეობის იმ ნაწილს შორის, რომელსაც მსგავსი საჭიროება გააჩნია.

2011 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი ტიპის 400-ზე მეტი ღონისძიება განხორციელდა, რამაც ათი ათასობით ადამიანი საკვებით მოამარაგა. ,,საკვები ბომბების ნაცვლად’’ რამდენიმე ძირითად პრინციპს ემყარება: მას ორგანიზებას ყოველთვის რომელიმე თემი უწევს და არა სახელმწიფო, ან რაიმე პოლიტიკური ორგანო; მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და სოციალური სამართლიანობის დემონსტრაციას წარმოადგენს; მოსახლეობას მიეწოდება მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული საკვები.
ამ გლობალურმა ინიციატივამ მიმდევრები საქართველოშიც ჰპოვა და ძალიან მალე ათამდე ახალგაზრდა ერთი მიზნის ირგვლივ შეკრიბა. მცდელობას ახალგაზრდა მწვანეების რამდენიმე წევრიც შეუერთდა.

სახელმწიფოების ხელმძღვანელი პირები მუდმივად დებენ პირობას, რომ მათი მმართველობის პერიოდში სიღარიბე იკლებს ან საერთოდ დამარცხდება, თუმცა მსგავსი მოძრაობების არსებობა დღითი-დღე უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი ხდება. ,,საკვები ბომბების ნაცვლად’’ მწვანეებისთვის უმნიშვნელოვანეს პრინციპებზეა დაფუძნებული. ის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გავარჯიშებას უწყობს ხელს, რადგან ამ პროცესში საზოგადოების ყველა ფენა თანაბარი ღირებულების საქმეს აკეთებს და მისი შედეგითაც ყველა თანაბრად კმაყოფილია. ასევე უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარებისა და სოციალური თანასწორობის ასპექტი, რომელმაც შემდგომ თანამედროვე სახელმწიფო უნდა ააშენოს.

ფოტოები აღებულია ,,საკვები ბომბების ნაცვლად'' ფეისბუქის გვერდიდან

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით