ოქროს მაღარო ართვინში

გამოქვეყნებულია: 18.Feb.2016

Cengiz Holding, თურქული კონგლომერატი, რომლის ძირითად ინტერესსაც წარმოადგენს ენერგიის, მაღაროების და ტურიზმის სფეროები, ჯერათთეფეში (ართვინი) ოქროს მაღაროს აშენებას გეგმავს. ოქროს მაღაროს აშენება გაანადგურებს გარემოს, მსოფლიოს ერთ-ერთ ძვირფას, ბუნებრივ ტყეს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს.

მეცნიერთა დასკვნების თანახმად, მაღაროს აშენების შემთხვევაში ართვინში მცხოვრებ ადამიანებს მოუწევთ საკუთარი სახლების დატოვება, რადგანაც მოიწამლება წყალი და მიწა.

ართვინის მაცხოვრებლები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ ამ ფაქტს, დახურულია სკოლები, მაღაზიები და სრული მობილიზაცია არის გამოცხადებული. თავის მხრივ,პოლიციელები და საგანგებო დაცვის წევრები ცრემლსადენი გაზის და პლასტმასის ტყვიების გამოყენებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას.

მაღაროს აშენება, თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ თურქეთს არ უქმნის პრობლემას, არამედ იმოქმედებს ბათუმზეც და ზოგადად, კავკასიის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით