დავიბრუნოთ 8 მარტი

გამოქვეყნებულია: 09.Mar.2018

არამეინსტრიმული იდეების მეინსტრიმში შემოტანის პროცესში ეს იდეები ხშირად ნამდვილ არსს კარგავს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში. ასეთი რამ დაემართა 8 მარტის აღნიშვნასაც, დარჩა მხოლოდ სახელი „ქალთა საერთაშორისო დღე“, მაგრამ საქართველოში (და არა მარტო) უმეტესობისთვის იგი აღარ ასოცირდება ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღედ და აღარც ქალთა უხილავი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა; არამედ, ეს იქცა პატრიარქალური სტერეოტიპების ზეიმად.

იმ ფონზე, როცა ქალების ხმა თითქმის არ ისმოდა - მათი საშინაო, სამსახურეობრივი თუ სხვა სახის მოღვაწეობა არაფრად მიიჩნეოდა; როცა თითქმის შეუძლებელ პირობებში თუ მაინც ახერხებდნენ მწერლობაში, მეცნიერებაში, მუსიკაში, მხატვრობაში და სხვა „კაცურ“ საქმიანობაში წარმატების მიღწევას, მათი ნამოღვაწარი უგულებელყოფილი ან მითვისებული იყო; როცა მუშა ქალებს კაცებზე გაცილებით დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ქალებმა მაინც მიაღწიეს ქალთა საერთაშორისო დღის შემოღებას - დღის, რომელიც სწორედ გენდერული სტერეოტიპებისა და ადამიანთა დამცირების წინააღმდეგ ბრძოლის დღეა.

ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ამ დღის დაწესებისთვის ბრძოლა, რასაც ქალებმა საფუძველი დიდი გარჯის წყალობით ჩაუყარეს, შედეგად ქალების ხმა ხმამაღლა გაისმა - იმდენად ხმამაღლა, რომ 1977 წელს გაერომ ეს დღე საერთაშორისო დღესასწაულად აღიარა. მეორე ბრძოლა დღეს მიმდინარეობს, ესაა ამ დღის ჭეშმარიტი აზრის დაბრუნებისთვის ბრძოლა, რათა ქალთა პრობლემებზე საუბარი სათანადოდ ხმამაღლა ისმოდეს.

დღევანდელი ქალები ისევ დგანან ურთულესი პრობლემების წინაშე. ამას ადასტურებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 7-დან 1 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ბავშვობაში გამოუცდია, 5-დან 1 ქალი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გადახდომია. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია; გამოკითხული ქალების თითქმის მეოთხედს (22%) და კაცების მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის მეოთხედს (23%) და კაცების თითქმის ნახევარს (42%) სჯერა, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.

ამის ფონზე ისევ საგრძნობლად დიდია ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორის სხვაობა. საშინაო შრომა და ბავშვების აღზრდა ისევ მხოლოდ ქალებს ეკისრებათ. საქართველოში დეკრეტულ შვებულებაში გასვლა ბევრისთვის ისევ სამსახურთან და კარიერასთან დამშვიდობების ტოლფასია.

ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებით ჩაგრავს ტრანსგენდერ ქალებს, ისინი ქალებადაც კი არ განიხილება არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ კანონის მიერაც კი. ამიტომ წლევანდელი 8 მარტი ტრანსგენდერი ქალების უფლებებს მიეძღვნა. ჩვენ არ ვყოფთ ქალებს ტრანსგენდერებად და სისგენდერებად, 2018 წლის 8 მარტის აქცენტი ტრანსგენდერ ქალებზე ადამიანთა ცნობიერებაში სწორედ ასეთი დაყოფის წინააღმდეგ გალაშქრებაა.

დღევანდელ სამყაროს რომ გადავხედოთ, მიუხედავად კვლავაც ძლიერი უთანასწორობისა ქალებმა ბევრი უფლება დიდი ბრძოლისა და შრომის შედეგად მოიპოვეს. უამრავი მივიწყებული თუ ცნობილი ქალი არ უშინდებოდა სექსისტურ წესრიგს და იბრძოდა საკუთარი ხმისთვის, სიცოცხლისთვის, სამუშაოსთვის, სამართლიანი ანაზღაურებისთვის… როგორც ისინი არ დანებდნენ და დღეს მათი ბრძოლის შედეგები ცხოვრებას გვიმსუბუქებს, ისე ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ ქალთა უფლებებისთვის. უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, არა მხოლოდ ქალებმა. ეს კაცობრიობის ბრძოლაა უკეთესი წესრიგისთვის.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

image

გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას გამოთქვამს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

შემოგვიერთდით