არა პანორამას!

გამოქვეყნებულია: 02.Mar.2015

"ახალგაზრდა მწვანეები" "პანორამა თბილისის" პროექტს თბილისისა და საქართველოს მასშტაბით კერძო კომერციული ინტერესის საზოგადოებრივ აზრთან უპირატეს მდგომარეობაში დაყენების მორიგ მაგალითად მივიჩნევთ.

აღნიშნული პროექტის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, თუმცა სახელმწიფო მოქალაქეთა აზრს არ ითვალისწინებს და ქვეყნის კანონმდებლობასაც კერძო ბიზნესის ინტერესებს არგებს. ამასთან ერთად, მიმდინარე მშენებლობებით ირღვევა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები.

აშკარაა, რომ სახელმწიფო ვითარდება მხოლოდ კერძო კომერციული ინტერესის გათვალისწინებით; საკრებულოს, მერიის ურბანულ სამსახურს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სამსახურს ფუნქცია სრულებით დაკარგული აქვთ და ერთეულების ინტერესების მიხედვით, კრიტიკული შეფასების პროცესის გარეშე გასცემენ მშენებლობის ნებართვებს; ხდება სახელმწიფო კანონმდებლობის მორგება პროექტის შესრულებით დაინტერესებული მხარის სურვილზე, შედეგების შესახებ კი მოქალაქეებს მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ეცნობება.

მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად ხდება ქალაქის, როგორც სივრცის მითვისება. ურბანულ განვითარებაზე წვდომა მხოლოდ ძალაუფლების მქონე ადამიანების პრეროგატივად იქცა. ქალაქი ის სივრცეა, რომელიც ადამიანების ჰარმონიულ ცხოვრებას უნდა უწყობდეს ხელს და სრულად იყოს მორგებული მათ ინტერესებს. დღესდღეობით კი, ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგად, ქალაქი შინაარსისგან იცლება და მხოლოდ კერძო ბიზნესის განვითარების არეალი ხდება.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოქალაქეებმა არ უნდა დავთმოთ ჩვენი უფლება ქალაქზე და არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, საზოგადო სივრცე მხოლოდ კომერციული მოხმარების საგნად აქციოს. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ჩვენი სივრცეა, რომელიც კოლექტიური ქმედებით შეგვიძლია უფრო მეტად სოციალურად სამართლიანად გარდავქმნათ.

შაბათს, 31 იანვარს, 15 საათზე ვუერთდებით აქციას საკრებულოს წინ. პეტიციას შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ აქ

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით