გამოწვევების წინაშე მდგარი შავი ზღვა

გამოქვეყნებულია: 17.Feb.2014

თევზაობის მრეწველობა უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ბევრ სარგებელს, როგორც საკვების, ისე დასაქმების, ბიზნესის შესაძლებლობების და ასევე გართობის საშუალებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსები კვლავაც ხელმისაწვდომი იყოს მომავალში. თუმცაღა ბევრი ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე თევზჭერას შეუძლია მავნე ეკოლოგიური გავლენის მოხდენა.


ამის გააზრება და შესაბამისად თევზჭერის შემცირება აუცილებლად გააუმჯობესებს ეკოსისტემას. მხოლოდ კომერციული ინტერესებისთვის წელიწადში 30 მილიონო ტონა თევზი ნადგურდება, ხოლო ჯამში ეს ოდენობა 85 მილიონ ტონას აღემატება. შესაბამისად, მთავარი პრობლემა, რომელიც მსოფლიო საოკეანო თევზჭერის წინაშე დგება, არის გადაჭარბებული თევზჭერა და თევზის მარაგის განადგურება. უზარმაზარი კომპანიების სამრეწველო ტრაილერი ახალი რესურსების ძიებაში ახალ რეგიონებსა და მსოფლიო ოკეანეების ახალ სიღრმეებს იპყრობს. ინტენსიური თევზჭერის შეზღუდვა საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად გემები ისეთ არასამართლებრივ ვაკუუმში მოქმედებენ, სადაც არცერთი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა არ ვრცელდება. უფრო მეტიც, გაშლილ ზღვაში მოძრავი გემების ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები დიდ ტექნიკურ და პრაქტიკულ პრობლემებს აწყდება. რა შეიძლება გაკეთდეს ეკოლოგიურად მდგრადი და ამავე დროს, ეკონომიკურად ხელსაყრელი თევზრეწვის განვითარებისთვის? ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხის მიღება ჩვენ გვსურს!


შავი ზღვის თევზრეწვა ამ პრობლემების და გადასაწყვეტი საკითხების კარგ მაგალითს წარმოადგენს. მსოფლიოს სხვა ზღვებისგან განსხვავებით შავ ზღვაში მცირე რაოდენობის სამრეწველო ტრაილერი ახორციელებს რეწვას. აქ ზღვის რესურსების მოპოვების მიზნით გემები გარედან არ შემოდიან. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მეთევზეობის რეგულირება ზღვის გარშემო მდებარე ექვს ქვეყანას შორის. თურქეთის თევზსაჭერი გემები, რომლებიც აღჭურვილია ქისისებრი ბადეებით, ამჟამად თევზჭერის ტექნოლოგიის უკანასკნელ საერთაშორისო მოდელს იყენებენ და ძალიან ძლიერი ძრავები აქვთ. მზარდ საერთო ტენდენციას წარმოადგენს გემების ეროვნული წყლების მიღმა გასვლის პრაქტიკა. შავი ზღვის ისეთი სახეობები, როგორიცაა ზუთხი და ორაგული სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფება, ხოლო სკუმბრია და შამშერი მთლიანად გაწყდა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ თევზრეწვის მაღალმა ტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ შესაძლოა 1990-იან წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანჩოუსის მარაგის სავალალო შემცირებაში. მაგრამ, მთავარი მიზეზი MNEMIOPSIS LEIDYI-ის(ბიბილოიანი მედუზა) შემთხვევითი შემოსვლა და გავრცელება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თვითონ თევზჭერა არ უქმნის საფრთხეს მთლიანად შავი ზღვის ეკოსისტემის დარღვევას, ცალკეული სახეობები და რეგიონალური ეკოსისტემები თევზრეწვის შედეგად ნამდვილად დიდ ზეგავლენას განიცდის.
შავი ზრვიდან მოპოვებული ზღვს საკვები პროდუქტი რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე ზღვასთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის კვებისა და სარგებლობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. შავი ზღვა ძალიან პროდუქტიული ზღვაა და თევზის პატარა პელაგიური სახეობების უზარმაზარი მარაგის და საკმაოდ დიდი ოდენობის ძვირფასი ფსკერული თევზის ისეთი სახეობების განვითარებას უწყობს ხელს, როგორიცაა პალტუსი და ბარაბული. აღსანიშნავია, რომ დღემდე თევზის სახელწოდებებისა და მეთევზეობის წარმართვისას გამოყენებული ტერმინების საფუძველს იტალიური და ბერძნული სიტყვები წარმოადგენს.


მაშინ, როდესაც თევზრეწვა სახელმწიფო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცა, ათასობით პატარა გემი აგრძელებს შავ ზღვაში მრავალი სხვადასხვა სახეობის თევზჭერას. არავინ იცის, ზუსტად რამდენი გემი, რამდენი ადამიანია ჩართული ამ საქმიანობაში. და ბოლოს, შავი ზღვის თევზჭერა მრავალი ადამიანისთვის შემოსავლის და არსებობის წყაროს წარმოადგენს და ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობის პროტეინით(ცილებით) გაცილებით მდიდარი საკვებით უზრუნველყოფს.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით