პოლიამორია: ერთზე მეტი პარტნიორი = Ethical Slut-ს

გამოქვეყნებულია: 28.Sep.2017

ცხოვრების განმავლობაში ჩვენ შეიძლება რამდენიმე მონოგამურ ურთიერთობაში ვიყოთ. რატომ ხდება ასე? რატომ მთავრდება ერთი ურთიერთობა და იწყება მეორე? ჩვენ კი ისევ ვაგრძელებთ იმ ერთადერთის ძიებას, ვინც ყველა ჩვენს მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, სიყვარული და ვნება კი მთელი ცხოვრება გასტანს. ამას ვიმეორებთ და ვიმეორებთ მონოგამურ დისკურსში.

პირველ რიგში უნდა მივხვდეთ, რომ მთელი კულტურა ჩვენ გარშემო მონოგამურია: ფილმები, წიგნები, საზოგადოებრივი მორალი, ადამიანების ცხოვრბის წესი. ასე გაუცნობიერებლად ადამიანები ვიჯერებთ და ვიმეორებთ მონოგამიის დაუწერელ წესებს, ვახდენთ მონოგამიის კვლავწარმოებასა და მის გაძლიერებას. ეს გაძლიერება ინსტიტუციონალურ შრეებშიც აღწევს და ამიტომ უმეტეს ქვეყანაში მხოლოდ ქორწინების ერთი სახე არსებობს - მონოგამური.

როდის ვუშვებთ შეცდომას? იქნებ მაშინ, როცა ორწლიანი რომანტიული ურთიერთობის შემდეგ, რომელიც დასაწყისში ძალიან ამაღელვებელი იყო, არასწორად ვსვამთ კითხვებს, ხოლო დასკვნები კი არასწორად გამოგვაქვს: „იმავეს ვეღარ ვგრძნობ, მგონი აღარ მიყვარს!“ „აღარ ეჭვიანობს, ალბათ აღარ ვუყვარვარ!“ მოცემული კითხვებისგან და დასკვნებისგან გამოწვეული ტკივილი კი ურთიერთობაში დამატებით სტრესს აჩენს, რაც შემდგომ გვიბიძგებს მისი დასრულებისკენ.

პირველი შეცდომა, ალბათ, იმაშია, რომ ვფიქრობთ ერთ ადამიანს მუდმივად შეუძლია ყველა ჩვენი მთხოვნილების დაკმაყოფილება, ხოლო როცა ვხვდებით, რომ ეს ასე არაა ვიწყებთ ფიქრს, რომ ადამიანი აღარ გვიყვარს და ის არაა ჩვენი ერთადერთი, რაც შემდგომი დაშორებით და ახლის ძებნით გრძელდება. გვავიწყდება, რომ თითქმის არც ერთი ურთიერთობაა ასეთი! გვავიწყდება, რომ ის, რასაც ვეძებთ, არარეალურია! ხოლო რეალური და ხელშესახები იმაზე ნაკლებ ამაღელვებელი გვგონია, ვიდრე ეს ფილმებშია გადმოცემული.

ფაქტი: დღესდღეობით არამონოგამურ ადამიანთა რიცხვი მხოლოდ ამერიკაში 9,8 მილიონია.

 

მონოგამიის ისტორია და პატრიარქატი

ჰკითხეთ მონოგამურ ურთიერთობაში მყოფ ნებისმიერ ქალს უგრძვნია თუ არა მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ. უმეტეს შემთხვევაში ეს ასეა. მიზიდულობის გაკონტროლება, ისევე როგორც მისი ხასიათის ზუსტად აღწერა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ისტორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონოგამია სულ ახლახანს გამოვიგონეთ, რადგან ჩვენ მონადირეობიდან და შემგროვებლობიდან გადავინაცვლეთ მიწათმოქმედებაზე, მანამდე ბავშვებსაც კი კომუნები ზრდიდნენ. მაგრამ როგორც კი კაცს გაუჩნდა საკუთრება, ანუ მიწა მას ამასთანავე გაუჩნდა საჭიროება ჰყოლოდა შვილი, რომელსაც მიწას გადასცემდა, შესაბამისად, ქალი, რომელიც მას არ უღალატებდა და დარწმუნდებოდა, რომ შვილი ნამდვილად მისია. ამის შემდეგ ძალიან დიდი ხანი მონოგამური ურთიერთობა ბიზნეს გარიგების ტოლფასი იყო. აქვე იჭრება კაპიტალიზმი, რომელიც ცხოვრების მონოგამიური წესისკენ გვიბიძგებს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მონოგამია 8000 წლის წინ გაჩნდა რომანტიკული სიყვარულის კონცეფცია სულ რაღაც მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა, მანამდე ურთიერთობაში ძირითადი ასპექტი ბიზნესს ეკავა.

ქალების უმრავლესობა შედის ისეთ მონოგამურ ურთიერთობებში, სადაც საკუთარი სექსუალური სურვილების გათვალისწინებას არ ახდენს, რადგან მიუხედავად იმისა ამ ქალს სექსი ხშირად აქვს თუ არა ქორწინებამდე, გვჯერა, რომ ქალები ძლიერ კაცებთან უნდა დაწყვილდნენ, რომლებიც შემომტანები არიან და კარგი მამები იქნებიან. ჩვენ თუთიყუშებივით ვიმეორებთ განვითარების კონვენციურ ხედვას: ქალები მონოგამები უნდა იყვნენ, გააჩინონ ბავშვები, გამრავლებას ხელი შეუწყონ, ხოლო კაცებმა საკუთარი თესლი უნდა გაავრცელონ. ხდება ქალების სექსუალურობის მნიშვნელობის დაკნინება და მშობლობის და შოპინგის წინ გადმოწევა.

მოდი პირდაპირ ვთქვათ ქალები დაპროგრამებულები არიან სიამოვნებისთვის. მათ ისეთი ორგანოც კი აქვთ, რომელიც მხოლოდ სიამოვნებისთვისაა შექმნილი და სხვა არაფრისთვის, მაგრამ საზოგადოებაში ჩაშენებული მიზოგინია ბიოლოგიურ გეგმაშიც კი ერევა. თუმცაღა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სექსუალური სიამოვნება არც წარმატებული ურთიერთობის მთავარი საზომია და არც წარმატებული ურთიერთობა გამოვა მათთან, ვისთანაც სიამოვნება ეგზალტაციაშია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ განსხვავება სიყვარულსა და ვნებას შორის, როცა ისეთ ადამიანს ვიპოვით, ვისთანაც ორივე გვაქვს. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან იშვიათიც.

ქალების ისტორიულმა განვითარებამ, წარსულში მათზე საკუთრების უფრო ძლიერმა განცდამ აქტიურად მიგვიყვანა მონოგამიამდე.

 

პოლიამორია: ერთდროულად ერთზე მეტი პარტნიორის ყოლის პრაქტიკა კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს. თუმცა პოლიამორია, როგორც სოციალური ფენომენი, უფრო გვიან ჩამოყალიბდა. 1848 წელს ნიუ-იორკში თეოლოგმა ჯონ ჰამფრი ნოისმა შექმნა უტოპიური ონეიდას კომუნა. ნოისი სქესთა შორის თანასწორობასა და პრინციპს - „ნებისმიერი მამაკაცი ნებისმიერი ქალის ქმარია“ ქადაგებდა. მას  სჯეროდა, რომ „კომუნალური“ ცხოვრების წესს ქალსა და მამაკაცს შორის კონფლიქტების მოგვარება და ურთიერთობისთვის ჰარმონიული გარემოს შექმნა შეეძლო. ამ კომუნაში ორივე  სქესის წარმომადგენლებს მმართველობის თანაბარი უფლებები ჰქონდათ.

თუმცა მოდა პოლიამორიაზე გასული საუკუნის 60-70 წლებში დაიწყო, თავად ტერმინი კი 90-იან წლებში გაჩნდა. 2006 წელს  მისი განმარტება ვებსტერისა და ოქსფორდის ლექსიკონებშიც  შეიტანეს. პოლიამორიაზე კიდევ ერთხელ მას შემდეგაც განახლდა მსჯელობა, რაც საფრანგეთის პირველმა ლედიმ კარლა ბრუნიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „გახსნილი“, „ღია“ ურთიერთობების მომხრეა. ბრუნი თავის ადრინდელ ინტერვიუებში აღიარებდა, რომ პოლიამორულ ურთიერთობებში თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა.

თუ გვსურს პოლიამურული ურთიერთობის შინაარს ჩავწვდეთ უნდა ჩავწვდეთ იმ მითებს, რომლებიც პოლიამორიას უპირისპირდება, გადავიაზროთ ეჭვიანობა და გავეცნოთ პოლიამორული ურთიერთობების მარტივ წესებს.

 

მითები

  1. გრძელვადიანი მონოგამური ურთიერთობა ერთადერთი რეალური ურთიერთობაა: მითი გვასწავლის, რომ არ ვართ საკმარისად კარგები (იმის მაგიერ, რომ მონოგამიის პრობლემურობას დავუსვათ კითხვები, კითხვებს ვუსვამთ საკუთარ თავს: რამე ხომ არ გვჭირს? არასრულები ხომ არ ვართ? სად არის ჩემი მეორე ნახევარი?). ამ მითის საფუძველია რწმენა, რომ თუ ნამდვილად გიყვარს ვინმე ავტომატურად დავკარგავთ ინტერესს სხვების მიმართ. და თუ ესე ასე არ ხდება რეალურად არ გვიყვარს ჩვენი პარტნიორი. მოცემულმა მითმა საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრი ბედნიერება დააკარგვინა ადამიანებს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ მონოგამია რამდენად არის ნამდვილი სიყვარულის ერთადერთი ფორმა, რამდენად არის ეს პროცესი ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძნებული და რამდენი ადამიანი ირჩევს მონოგამიას ცნობიერად.
  2. რომანტიული სიყვარული ერთადერთი რეალური სიყვარულია: გაიხსენეთ ტექსტები სიმღერებიდან: crazy in love, love hurts, obsession, heartbreak, ეს ყველაფერი მენტალური დაავადებები, სიმპტომები უფროა - ვიდრე სიყვარულის.  იმას, რასაც ჩვენ ვეძახით, რომანტიულ სიყვარულს, ადრენალინია, რომელიც წარმოიშვება განუსაზღვრელობით, დაუცველობის განცდით, ზოგჯერ - სიბრაზით, საფრთხითა და  შფოთვითაც. ამას ჩვენ ვნებას ვეძახით, ასეთი ურთიერთობა შეიძლება დაუვიწყარი იყოს, თუმცა დაუვიწყარი სულაც არ ნიშნავს კარგს და არც ერთადერთი რეალური ურთიერთობის განმსაზღვრელი უნდა იყოს.
  3. სექსუალური ენერგია დესტრუქციული ძალაა: მოცემული მითი სათავეს ედემის ბაღიდან იღებს, რელიგიების უმრავლესობას სჯერა, რომ კაცი სექსუალურ კმაყოფას უნდა მიეცეს, ხოლო ქალი მისი ტორმუზი უნდა იყოს. მსგავს რწმენებს მივყავართ იქამდე, რომ ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორის ყოლის სურვილი ასოცირდება განშორებებთან, გაყრასთან ანუ რაღაცის დანგრევასთან.
  4. ვინმეს სიყვარული გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვაკონტროლოთ მისი საქციელი: პარტნიორის კონტროლი, მასზე ეჭვიანობა, სიყვარულის საზომ ერთეულად არის დამკვიდრებული. ეს მითი ურთიერთობის უსაფრთხოების ბენეფიტთანაც არის მიბმული, სინამდვილეში კი ეს თავს გაშმაგებულად გვაგრძნობინებს. „ეჭვიანობს, ესე იგი ვუყვარვარ“ სინამდვილეში აკნინებს ურთიერთობაში ნდობის მნიშვნელობას. მოცემულ მითს ჰოლივუდის ფილმებიც საკმაოდ ამყარებენ, თუ ერთმა პარტნიორმა მეორე პარტნიორს „უღალატა“ ეს ითვლება პარტნიორის წინააღმდეგ ჩადენილ საქციელად და არა საკუთარი სიამოვნების მისაღებად გადადგმულ ნაბიჯად.
  5. ეჭვიანობა გარდაუვალია, მისი გადააზრება შესაძლებელია:  ეჭვიანობა იმდენად გავრცელებული ქცევაა, რომ ადამიანი, რომელიც არ ეჭვიანობს, უცნაურად ითვლება. ამ დროს ის, რაც შეიძლება ერთისთვის ეჭვიანობა იყოს, მეორესთვის სულაც არ გახდეს საეჭვიანო. ზოგი ეჭვიანობას ურთიერთობის იმდენად მნიშვნელოვან ნაწილად თვლის, რომ ნებისმიერ არამონოგამურ ქცევას თვლის არაკონსენსიურ ქცევად და აუცილებლად მიიჩნევს ამ ქცევის დამალვას, მეორე ადამიანისთვის ემოციური ტკივილის ასარიდებლად. ამ დროს ეჭვიანობა ისეთივე ემოციაა, როგორიც სხვა. მის დასაძლევად ბევრი სტრატეგია არსებობს და მისი განსწავლა შესაძლებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვვითარდებით, ვიცვლით ღირებულებებს, ვსწავლობთ ახალ საკითხებს მაგრამ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ეჭვიანობის გადასწავლა.
  6. გარე ინტერესები პირველად ურთიერთობაში ინტიმურობის ხარისხს ამცირებს: როგორც წესი, გვერდითი რომანი არსებულ ურთიერთობაში დაუკმაყოფილებლობისა და პრობლემების საზომი ერთეულია, რაც ზოგჯერ შეიძლება სიმართლე იყოს, თუმცაღა ძალიან ბოროტულ მითს ავრცელებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც გახსნილ კონსტრუქციულ სექსუალურ ცხოვრების წესზეა დაფუძნებული. აგრეთვე, ეს ხშირად განიხილება პირველად პარტნიორთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობად, და გვერდითი რომანი უსიამოვნოდ განიხილება. ამით არ ხდება იმის აღიარება, რომ შეიძლება სხვა გენდერის მქონე ადმიანთან გვსურდეს სექსი ან ისეთი ტიპის სექსუალური ურთიერთობა, რომელიც პირველ პარტნიორთან არ გამოდის.
  7. სიყვარული იპყრობს ყველაფერს: ჰოლივუდი გვეუბნება რომ თუ ვინმე მართლა გიყვარს ესე იგი: ერექცია ეგზალტაციაშია, ემოცია და ვნებისთვის შრომა არ გიწევს და რომ ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორთან მუდმივად არსებობს. მოცემული არარეალისტური დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი პარტნიორი აღარ გვიყვარს ან მოგვბეზრდა, როცა ზემოთხსენებული ფაქტები არ ხდება. აგრეთვე ნაკლებ სტიმულს გვაძლევს ვიფიქროთ რა გზებით და როგორ მოვიპოვოთ ვნება ჩვენთვის საინტერესო ურთიერთობაში.

 

ეჭვიანობა

ეჭვიანობა სიყვარულის საზომადაა მიჩნეული, ეს მაშინაც კი, როცა ზოგიერთ  მონოგამს არ ახასიათებს ეჭვიანობა. ამის გამო იგი მონოგამიური ურთიერთობის მთავარ განმსაზღვრელად და პოლიამორული ურთიერთობების მთავარ საწინააღმდეგო არგუმენტად იქცევა ხოლმე.

ეჭვიანობა არ განსხვავდება პოლიამორულ და მონოგამურ ურთიერთობაში, მაგრამ განსხვავებულია ის თუ როგორ ვხედავთ და ვუმკლავდებით ეჭვიანობას.

  1. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეჭვიანობა არ ნიშნავს იმას, რომ პოლიამორულები არ ვართ: მით უმეტეს იმ საზოგადoებაში, სადაც მონოგამია ერთადერთი ვარიანტია. ბუნებრივია დაუცველობის განცდაც, მაგრამ თუ არ ვისწავლით ეჭვიანობის მიღება/აღიარებას როგორც ნორმალურ მოვლენას ეს ხელს შეგვიშლის მისი გამომწვევი რეალური პრობლემის გამკლავებაში.
  2. ეჭვიანობის მიზეზის გაგება: რაიმე გვაღელვებს ურთიერთობაში? გვაწუხებს, რომ პარტნიორი საკმარის დროს არ გვითმობს? ან ის, რომ სხვა ადამიანებთანაც აქვს სექსი? ან ის, რომ სხვა პარტნიორის გამო ჩვენთან დაასრულებს ურთიერთობას? ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ამაზე, საკმარისი დრო მივცეთ საკუთარ თავს. მაგალითად, ჩემმა პოლიამორულმა მეგობარმა გაარკვია, რომ მაშინ ეჭვიანობდა, როცა მისი პარტნიორი მასზე წარმატებულ ადამიანს ხვდებოდა, რადგან იგი საკუთარ წარმატებას საკუთარ ღირებულებასთან აასოცირებდა, ამან მას იმის საშუალება მისცა, რომ პრობლემა დაეიდენტიფიცირებინა და პარტნიორთან ერთად გადაეჭრა.
  3. ჰეტერონორმატიული ეჭვიანობა: განსაკუთრებით ჰეტერონორმატიული მონოგამური ურთიერთობა გვეუბნება, რომ ეჭვიანობა ნორმალური, რადგან ასეთი ურთიერთობა საკუთარ თავს ნორმალურს უწოდებს, ხოლო დანარჩენს მისგან გადახრას. იგი გვეუბნება, რომ თუ შენი პარტნიორი კიდევ ვინმეს ხვდება და შენ ამაზე არ ეჭვიანობ ესე იგი აღარც გიყვართ ერთმანეთი, რაც ტყუილია! ამის გაცნობიერება გვეხმარება მონოგამური ჩვევების განსწავლაში.
  4. კომუნიკაცია, კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ კომუნიკაცია: „ვეჭვიანობ იმ დროის ოდენობაზე, რომელსაც შენს პარტნიორთან ატარებ. შესაძლებელია მეტი დრო გამოვნახოთ ერთად ან/და სამივემ გავატაროთ დრო?“ „ვეჭვიანობ შენს one night stand-ებზე. დროებით შეგიძლია შეწყვიტო სანამ გავერკვევი?“ „დაუცველად ვგრძნობ თავს. შეგიძლია მეტი ყურადღება დამითმო ცოტა ხნით?“ სწორედ მსგავსი კომუნიკაციით ახერხებენ პოლიამორული წყვილები პოლიამურული ურთიერთობის არათუ შენარჩუნებას, არამედ მისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას. კომუნიკაციის ნაკლებობა არის ის, რაც მონოგამურ ურთიერთობებს ყველაზე მეტად აკლია მისი ბუნებიდან გამომდინარე და რაც ძალიან ხშირად ხდება რომელიმე პარტნიორის უკმაყოფილების მიზეზი.
  5. გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ ფანტასტიური ხართ: სიბრაზე, დაუცველობა და ეჭვიანობა გადაჯაჭვულია. ნუ ნერვიულობთ, როცა თქვენი პარტნიორი ისეთ ვინმეს ხვდება, ვისზეც ფიქროთ, რომ გჯობიათ. იფიქრეთ იმაზე გაკლიათ თუ არა რაიმე თქვენს ურთიერთობაში. იფიქრეთ იმაზე რატომ დაიწყეთ შეხვედრა და რომ თქვენი პარტნიორი თქვენთანაა. გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ თქვენც განსაკუთრებული ხართ.

ალბათ, იმის გაცნობიერება, რომ რაც აქამდე სიმართლე გვეგონა ტყუილია, ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს ჩვენ შიგნით, რადგან არ ვიცით რა უნდა იყოს მის ადგილზე. ამისთვის საჭიროა საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და ვიპოვოთ საკუთარი ღირებულებები, თუმცაღა მცირე დახმარებას სხვადასხვა ავტორები მაინც გვიწევენ პოლიამორიის გზაზე:

  1. გაცნობიერებული თანხმობა: ამაში ვგულისხმობთ აქტიურ კოლაბორაციას ბენეფიტებისთვის, კეთილდღეობისა და სიამოვნებისთვის იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ეხება.
  2. გულწრფელობა: საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც. პირველ რიგში ვიწყებთ საკუთარი თავით, ვუსმენთ საკუთარ ემოციებს და მოტივაციებს. ვცდილობთ გათავისუფლებას, და შემდეგ ღიად ვუზიარებთ ამას ვისაც ეს სჭირდება. ვცდილობთ, რომ შიშებმა არ შეგვიშალოს ხელი.
  3. სექსუალური განშტოებების/სურვილების აღიარება: ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ემოცია და ჩვენი კულტურის სტანდარტი შეიძლება წინააღმდეგობაში იყოს ჩვენს სექსუალურ სურვილებთან. ამიტომ ჩვენ ცნობიერად ვშრომობთ საკუთარი და პარტნიორის სურვილების მხარდასაჭერად და ამას ვაკეთებთ გულწრფელად.
  4. პატივისცემა: როცა არ ვიცით ან დარწმუნებულნი არ ვართ სხვა პოტენციური პარტნიორის სურვილებში არ ვცდილობთ მათ ჩართვას მათი ცნობიერის გარეშე რაიმე სახის ურთიერთობაში, თუ არ ვიცით - ჯერ ვარკვევთ.
  5. სექსის გადააზრება: ზოგჯერ შეიძლება გრძელი საუბარი სექსზე მეტად სექსუალური იყოს, ზოგიერთი სექსი კი საერთოდ არ იყოს სექსუალური. მაშინ რა არის სექსი? სექსი არის ის, თუ რას ფიქრობენ რა არის სექსი - ადამიანები, რომლებიც მასში ერთვებიან. ზოგისთვის კონკრეტული სამოსის ტარება და ნაყინის ჭამაც სექსია, რადგან მისგან სექსუალურ ენერგიას ღებულობს. სექსი და სექსუალური ენერგია ყველგანაა ვხედავთ თუ არა მას ჩვენ, როცა მანქანას ვატარებთ, როცა წიგნს ვკითხულობთ ან კინოს ვუყურებთ. შეიძლება მსგავსი დამოკიდებულება სექსის მიმართ სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ეს იძლევა სექსუალური ჩარჩოებიდან გადაცდენის საშუალებას.
  6. უარყოფა და შევსება: ჩვენი კულტურა დიდ აქცენტს აკეთებს თვითუარყოფაზე, რაც ზოგჯერ კარგია, როცა საკუთარ თავზე ვმუშაობთ, მაგრამ არიან ისინიც ვინც ბოდიშის მოუხდელად იკმაყოფილებენ საკუთარ სურვილებს და დანახულები არიან, როგორც არაზრდასრულები, გულისამრევნი და, ზოგჯერ, ცოდვილებიც. ჩვენ აბსოლუტურად ყველას გვაქვს სურვილები. პურიტანული ცხოვრების იდეა ჩვენ გვავსებს ზიზღით საკუთარი თავის მიმართ, გვძულს საკუთარი სხეულები, როცა გვიდგება გვეშინია. ეს ნიშნავს რომ ჩვენს თავს ჩვენ მუდმივად ვხედავთ მსგავსი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც, შეიძლება ითქვას, დაჭრილნი არიან შიშით, სირცხვილით და ზიზღით საკუთარი თავის მიმართ. პოლიამორიას სჯერა, რომ უდანაშაულო და ბედნიერი კავშირები წამალია მსგავსი ჭრილობების მიმართ. არ გვინახავს ადამიანი, რომელსაც ორგაზმის დროს დაბალი თვითშეფასება აქვს, მაშინ რატომ ვიდანაშაულებთ თავს?
  7. სექსისთვის არ გვჭირდება მიზეზი: ნებისმიერ ადამიანთან რომ მიხვიდეთ და სექსი შესთავაზოთ, სავარაუდოდ, ნეგატიურ რეაქციას მიიღებთ. რატომ? რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ცხოველებივით ინსტინქტები ვიკმაყოფილოთ, რომ ასე შეიძლება სექსუალური გზით გადამდები დაავადებები გავავრცელოთ და არასასურველი ორსულობა გამოვიწვიოთ. მიუხედავად ამისა, ეს ვერ ცვლის მთავარ იდეას - სექსი სიამოვნებაა და სიამოვნება საკუთარი თავების მიმართ კარგად გვაგრძობინებს თავს. თუ დავფიქრდებით, ჩვენ ყველა ვიპოვით სექს ნეგატივიზმს საკუთარ თავში, რატომ არ შეიძლება საკუთარი თავები გავათავისუფლოთ ამისგან, როცა სიამოვნების ღირებულება მთავარი მოტივია ბედნიერებისთვის?
  8. შენ უკვე სრულყოფილი ხარ და არ გჭირდება სხვა, რომ თავი მთლიანად იგრძნო. შენ ნახევარი არ ხარ მეორე ნახევარს რომ ეძებდე, იფიქრე ამაზე.
     

ბლოგის ავტორი: თორნიკე კუსიანი

ფოტო: ლაშა ცერცვაძე

გამოყენებული მასალა

  • The Ethical Slut: A Practical Guide to Polygamy, Open Relationships & Other Adventures; Dossie Easton, Janet W. Hardy; Celestian Arts, 2009; ISBN 1587613379
  • The 12 Pillars of Polygamy http://www.polyamoryonline.org/articles/12pillars.html
  • Seven Forms of Non-Monogamy https://www.psychologytoday.com/blog/the-polyamorists-next-door/201407/seven-forms-non-monogamy
თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

image

გეი, ლესბოსელი და ქორწინების მიღმა დარჩენილი „სხვები“

რატომ დაგვავიწყდა, რომ ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრისას არა მხოლოდ ქორწინება, არამედ ქალობა და კაცობა კიდევ ერთხელ განისაზღვრა და შემოიფარგლა?

image

აზოტელები

აზოტის ქიმიური ქარხნიდან 350-მდე ადამიანი გაუფრთხილებლად დაითხოვეს სამსახურიდან. აი ასე, ძალიან მარტივად, ერთ დღეს მივიდნენ სამსახურში და მათი საშვებით ქარხნის ტერიტორიაზე ვეღარ შევიდნენ. ეს ამბავი რომ გავიგე მაშინვე დედაჩემს დავურეკე, რომელიც, რაც თავი მახსოვს, ქარხანაში მუშაობს. მე კი 25 წლის ვარ. სულ მცირე 25 წელი ქარხანაში. ციან მარილებს აწარმოებს მისი ცეხი და ყველაზე მომწამვლელია ქარხანაში. ბავშობაში მახსოვს ბულკს და რძეს ატანდნენ მავნე ზემოქმედება რომ გაეტანა ორგანიზმიდან. იმაზე ადრე თურმე ამ ცეხს განსაკუთრებულად მავნე სტატუსი ჰქონდა მინიჭებულია (საბჭოთა კავშირის დროს) და შესაბამისადაც ნაზღაურდებოდა. ამ ეტაპზე აღარც რძეა არც იმის აღიარება რომ განსაკუთრებულად მავნეა ამ ცეხში მუშაობა. დედაჩემი ცვლაში მუშაობს და ღამის გათენება უწევს. ექიმმა რამდენჯერმე მკაცრად აუკრძალა ღამის ცვლაში მუშაობა, მაგრამ მოგეხსენებათ ორი სტუდენტი შვილის რჩენა როგორი ამბავია. გამახსენდა ბავშობა როცა ღამის ცვლების მიხედვით გვპატრონობდნენ სამეზობლოს დედები. ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და შესაბამისად ყველა ქარხანაში მუშაობდა. ვისაც ღამის ცვლა არ უწევდა ის იყო სამეზობლოს ბავშვების „დედა“. გამახსენდა როგორ გადის დედაჩემი ყოველ სამუშაო დღეს ნახევარი საათით ადრე ათი წუთის სავალ გაჩერებამდე, იმის შიშით რომ არ დაიგვიანოს, არ დაკარგოს შემოსავლის წყარო. თორემ ვის ადადრდეს 50 წელს მიღწეული, მოლდაველი ბიბლიოთეკარი ქალი.

შემოგვიერთდით