alter-cop21: ბლოგ პოსტი #1

გამოქვეყნებულია: 20.Dec.2015

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციის (FYEG) ორგანიზებით პარიზის სამიტის პარალელურად ინფორმაციული სემინარებისა და ვორქშოფების სერია ჩატარდა, რომელშიც ორმა ,,ახალგაზრდა მწვანეების წევრმა მიიღო მონაწილეობა''.  ამ აქტივობის მიზანი იყო ადამიანებისთვის მეტი ცოდნა მიეწოდებინათ კლიმატის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. ირაკლი იორამაშვილი, მოცემულ ბლოგ პოსტში სემინარების ინფორმაციულ ნაწილს მიმოიხილავს და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ყვება.

ვეცდები პირადად ჩემთვის რა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი იმის პერიოდულად გადმოცემას. სუბიექტურად გაფილტრული და კონკრეტიკის გარეშე იფორმაცია იქნება, ვინაიდან ვერ ვიმახსოვრებ მომხსენებლების სახლებს და რომელი უწყების რა ნაჩალნიკ-მოხელეები არიან.

მოკლედ, პრე-კოპ-ის ფინანსურ კონფერანციას დავესწარით დღეს. იყო ჩვეულებრივი მოსაწყენი სლაიდებიანი პრეზენტაციებიც და ყურადსაღები მესიჯებიც. ფონად ‪#‎ოკეანეკლიმატისთვის ედო და ვორმაფის მომხსენებელმა აღნიშნა რომ ოკეანეები რაღაცნაირად მივიწყებული თემაა, ამ დროს უდიდეს გავლენას ახდენენ კლიმატზე და პლანქტონი კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმელეთის მწვანე საფარი.

შემდეგ ითქვა, რომ დროა ყველამ ერთად გავიაზროთ რომ საერთო პრობლემის წინაშე ვდგევართ და ყოველი ქვეყნის წვლილი მნიშვნელოვანია. დროა შეწყდეს ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, დამნაშავეების ძიება და მხოლოდ ისტორიული "ვალების" დასაფარად საჭირო ციფრებზე კამათი. ასევე ითქვა ის რომ არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები არამედ თავად განვითარებული ევროპაც კი არაა მზად იმხელა რესურსის გამოსაყოფად, რომელიც ნახშირბადის ემისიების პრობლემას მოაგვარებდა (აქვე ვიტყვი რომ სხვა სესიაზე ისიც გვითხრეს, რა ორი გრადუსი? წასულია ეგ მატარებელი უბრალოდ ზიანის მინიმიზაციას ვცდილობთ, თორემ კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული პრობლემები გარდაუვალიაო).

ეცადნენ აეხსნათ რატომაა, მაგალითად, გერმანიაში უფრო მარტივი განახლებადი ენერგის წარმოება ვიდრე საბერძნეთში. საქმე ისაა, რომ ხარჯების მიუხედავად, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა სტაბილურად ითვლება, შესაბამისად მათგან წელიწადში 3-4% მოგებაზე ფიქრობენ, მაშინ როდესაც, საბერძნეთში ჩადებული იმავე ინვესტიციიდან 12-15%ს მოლოდინი გაჩნდება, შესაბამიდ ტარიფიც ძვირდება და მოსახლეობისთვის ან ქვეყნისთვის მიუღებელი ხდება. გამოსავლად სადაზღვეო ფონდების შექმნა იყო ნახსენები. როგორც ბანკებს რეზერვები აქვთ.

მომეწონა ერთი მომხსენებელი რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან ცუდია როდესაც ემისიებზე რეგულაციებს და კლიმატისთვის მეგობრულ პოლიტიკას ბიზნესებისთვის შემზღუდველად მიიჩნევენ და ამ დროს კი პირიქითაა. აღნიშნა, რომ დროა შეწყდეს არამწვანე იდეების დაფინანსება და გრძელვადიანი კრედიტების გაცემა განვითარებადი ქვეყნებისთვის და ა.შ. (ეს კარგი იყო: ემისიის შემცირებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების გამოსაყოფად ქვეყნებს ეკონომიური ზრდა სჭირდება, აი იმ ეკონომიკის ემისიებს რომ გაზრდის:)))

ახსენეს 600 მილიონი აფრიკელიც, რომლებსაც ელექტროობაზე წვდომა არ აქვთ და რა ცუდ და უსამართლო პირობებში არიან, როცა ბავშებს ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ, განათლება რომ მიიღონ, ქალები კი გაუპატიურების შიშის გარეშე გარეთ ვერ გამოდიან. მათ პირდაპირ მზის პანელები და ქარის ტურბინები უნდა შევთავაზოთო უნდა გადაახტნენ იმ ეტაპს როდესაც დიდ მილსადენს გავიყვანთ, თბოელექტროსადგურებს ავაშენებინებთ და ა.შ. ისევე როგორც გადაახტნენ ხაზის ტელეფონების სტადიას და პირდაპირ მობილურების მოხმარება დაიწყეს. აუცილებელია კლიმატის ცვლილებით დაზარალებული ადამინებისთვის კომპენსაციის გაწევაცო, მაგის გარეშე სამიტი არასრულფასოვანი იქნებაო. და რაც მთავარია, ისტორიული დამნაშავეები მაინც უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები ვიდრე სხვები.

საინტერესო კითხვები დარბაზიდან: ინდონეზიაში კაპიტალიზმის გამო ყველაფერი კატასტროფამდე მივიდა და ახლა კი მწვანე პროექტებს ახორციელებენ და ამ მწვანე პროექტების განხორციელებისთვის უფრო მეტად დააზიანეს ყველაფერი და ამაზე რას იტყვითო? ან ეს: როგორ გინდა მოსახლეობამდე მიიტანო გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა, როცა პარიზში თვითმფრინავით ჩამოფრენა -  70,  მატარებლით ჩამოსვლა კიდევ 200 ევრო ჯდებაო.

პატარა სფიჩი წაგვიკითხა ერთმა ყმაწვილმა, იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი კამპანიის, ვიდეოს თუ პოლიტიკური მესიჯის, რომელიც ეკოლოგიას ეხება მიმართულია ეკოლოგებისკენ. ანუ სხვები უბრალოდ გაატარებენ, იმიტომ რომ არ ესმით ან მათთვის მნიშვნელოვანი არაა. საცოდავი თეთრი დათვი გამდნარ ყინულის ნატეხზე კი გვეცოდება და საყვარელი რამეა მაგრამ სადღაც იქაა და რაღაც გაურკვეველ მომავალში ქრება ეს ამბავი. სამაგიეროდ, როცა ამბობ რომ გადამხდელების ფულის ესა დ აეს ნაწილი ირიცხება კლიმატის ცვლილებით დაზარალებულების დასახმარებლად, მაშინვე იპყრობ მათ ყურადღებას. ყველა არსებული არხი უნდა გამოიყენო და მათ ენაზე ლაპარაკი ისწავლოთო ისე ვერაფერი მიიღწევაო.

 

ავტორი: ირაკლი იორამაშვილი

ასევე წაიკითხეთ:

image

საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

image

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

image

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

შემოგვიერთდით