სოციო-ეკონომიკური უფლებები კაპიტალიზმის პირობებში

გამოქვეყნებულია: 27.Jan.2015

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით – ეს ფრაზა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს წარმოადგენს და იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ განცხადებას სიტყვიერად არ ეთანხმება. თუმცა კი, პრაქტიკულად მისი განხორციელება რამდენად ხდება, და ვინ ინაწილებს მასზე პასუხისმგებლობას დღევანდელ ეკონომიკურ სისტემაში, ვრცელი განსჯის თემაა.

არის თუ არა საცხოვრებელი ადგილის ქონა ადამიანის უფლება? თუ ეს მხოლოდ სისტემაში წარმატებული ინდივიდების პრივილეგიაა? ადამიანის უფლებათა დეკლარაცია შემდეგ პასუხს იძლევა:  ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცობულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში. (მუხლი 25)

მიუხედავად ამისა, უფლებების შესახებ ყოველგვარი დებატები დღესდღეობით კაპიტალისტური სისტემის ჩარჩოებიდან გამოდის, თითქოს ის აშკარა და ბუნებრივი წესრიგი იყოს. თუმცა, როგორც კი დავიწყებთ მისი კერძო შედეგების გაცნობიერებას, ადამიანის უფლებების საკითხი სხვა სახეს იძენს.
კაპიტალისტურ სისტემაში ძირითადი საქონელი და მომსახურება იწარმოება და მიიღება ბაზრიდან. ესაა სისტემა, რომელშიც მთავარი ეკონომიკური აქტორები, დამქირავებლები და დაქირავებულები დამოკიდებულები არიან ბაზარზე. ბაზარი არეგულირებს ყოველგვარი ურთიერთობის ფორმას. ეჭვგარეშეა, რომ მის პირობებში საგრძნობლად გაიზარდა მატერიალური მდგომარეობა და ცხოვრების სტანდარტები მსოფლიო მასშტაბით. თუმცა ასევე ნათელია, რომ მის ფარგლეში ხდება მილიონობით ადამიანის მარგინალიზება და სიღატაკის ბუნებრივი თვითგანახლება.

ბაზარზე დამოკიდებულებამ ადამიანები ყოველად უსუსური გახადა, ხელმისაწვდომობა პროდუქციაზე ბაზრის გარეშე კი – შეუძლებელი. რასაკვირველია, კაპიტალიზმი არ არის საზოგადოების პირველი ფორმაცია, რომლის ფარგლებშც არსებობს სიღარიბე და ადამიანური ჩაგვრა. უფრო მეტიც, მის ფარგლებში ადამიანის სამოქალაქო თუ პოლიტიკურ უფლებებზე მსჯელობა შესაძლებელი და წარმატებულიც კია, მაგრამ ამავე დროს, პოლიტიკური უფლებები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს გვერდით ტოვებენ, კერძოდ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ უფლებებს – სიტყვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე მსჯელობისას გვავიწყდება განათლების, ჯანდაცვის, საცხოვრებელი ადგილის უფლებაზე მსჯელობა. ვერიდებით იმის აღიარებასაც, რომ ორივე კატეგორია – სამოქალაქო და სოციო-ეკონომიკური უფლებები ბაზისურია და ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულიც.

თუმცა, რამდენად შეუძლია ბაზარს სახელმწიფოს მოქალაქეების საბინადრო ადგილით უზრუნველყოფის დარეგულირება, ეს ცოტა საჩოთირო საკითხია. სწორედ ამიტომაც, კაპიტალიზმის პირობებში ერთგვარი გამართლება, რომ სოციო – ეკონომიკური უფლებები მეტწილად დამოკიდებულია არსებულ რესურსებზე და შესაბამისად ვერ იქნება წახალისებული იმ დოზით, რამდენადაც სამოქალაქო უფლებები, მეტად პოპულარულია.
ეს „გამართლება“ კი არსებულ მდგომარეობას არანაირად არ ცვლის. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, დღემდე ცნობილი არ არის, საქართველოს მასშტაბით რამდენი პირია უსახლკარო. სააგენტოს არ გააჩნია უსახლკარო პირთა ერთიანი რეესტრი და თვითმართველობის არც ერთ ორგანოს სააგენტოსათვის მსგავსი ინფორმაცია არ მიუწოდებია. საგულისხმოა ისიც, რომ დღემდე არ არის გაწერილი ის პროცედურები, რის მიხედვითაც შემოწმდება ოჯახი, რათა ჩაითვალოს უსახლკაროდ.

მაშინ როცა სახელმწიფოს უჭირს მოქალაქეების სოციო-ეკონომიკური უფლებების დაცვა, თამაშში ქველმოქმედი საზოგადოება ერთვება, რომელიც პრობლემის ერთჯერადად გადაწყვეტაზე იღებს პასუხისმგებლობას და შესაძლოა ღარიბი ადამიანები სოლიდარობაზე დამოკიდებულ ჯგუფად აქციოს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების სოლიდარობა სახელმწიფოზე გაძლიერებულ წნეხში უნდა აისახოს.

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით