მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და სწრაფი ურბანიზაციის შედეგები

გამოქვეყნებულია: 03.Mar.2014

ურბანული დაგეგმარება მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შექმნის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ტრანსპორტის მიერ წარმოებული ემისიის რაოდენობამ თავისი მაქსიმუმი დააფიქსირა და რიცხვებში 24.1 პროცენტით განისაზღვრა. შესაბამისად, ყველაზე დიდი ეკო–სკეპტიკოსებიც კი ურბანული განვითარების მდგრადი ხედვის წინაშე უძლურნი არიან.


მდგრად ტრანსპორტს საყრდენად სამი ძირითადი ფაქტორი უდევს. ეკონომიკური სტაბილურობა, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ დაგეგმარებულმა პროექტმა მისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაამართლოს და ამასთან ექსპლუატაციის პერიოდშიც მინიმალური დანახარჯები იქონიოს.

სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობა: საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეთიკურ ნორმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამორიცხავს ეკონომიკურ პროცესებთან კონფლიქტში ყოფნას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მესამე, ეკოლოგიური ფაქტორიც. მდგრადი ურბანული დაგეგმარება მხოლოდ ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ხდება. ამ პროცესში არ ზიანდება მწვანე საფარი, მეტიც, ურბანული გარემოს არსებულ ლანდშაფტთან ადაპტაცია და ჰარმონიზაცია ხდება.

თბილისში ტრანსპორტზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება და ამის თქმა ცალსახად შეგვიძლია. უპირველესი პრობლემა გადაადგილების საზოგადოებრივი საშუალებების ერთმანეთთან კავშირის მცირე შესაძლებლობა ან მისი საერთოდ არქონაა. აქედან გამომდინარე, მაცხოვრებლებს ქალაქის ცენტრში მოსახვედრად ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება უხდება. ამასთან, ბიზნეს ოფისების მჭიდრო კონცენტრირება მეტროს სადგურების ირგვლივ ხდება, რაც უმეტეს შემთხვევაში მოძრაობის გადატვირთვას იწვევს, რის შედეგადაც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად უარესდება.

არანაკლებ მწვავედ დგას საზოგადოებისგან ისედაც მრავალმხრივ მარგინალიზებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემაც. მათ დღეისთვის არსებული არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ გააჩნიათ, სახელმწიფო სტრუქტურები კი მათთვის პირობების შექმნის ნაცვლად უნარების მიცემაზე ზრუნავს, რომელიც შშმ ადამიანებს საკმარისად აქვთ.

ეკოლოგიური თვალსაზრისით გაუმართლებელია ხიდების, გვირაბების, ესტაკადების თუ შემოვლითი გზების ქალაქის ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი მწვანე ნარგავების ხარჯზე შენება. ეს, რაღათქმაუნდა, ქალაქის მობილობის არამდგრად განვითარებით კურსზე საუბრობს. ხოლო ის თუ რა შედეგებამდე მიიყვანს ასეთი რიტმითა და სტრატეეგიით განვითარება თბილისს რთული დასანახი ნამდვილად არ გახლავთ, რადგან არამდგრად ქალაქებს როგორც წესი ერთი ბედი ეწევათ ხოლმე: ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან მიყენებული სტრესის კვალი ქალაქის მოსახლეობის სახეებზე.

ასევე წაიკითხეთ:

image

საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

image

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

შემოგვიერთდით