alter-cop21 ბლოგ პოსტი #2

გამოქვეყნებულია: 21.Dec.2015

,,საფრანგეთის ახალგაზრდა ეკოლოგებისა'' და ,,ევროპის ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციის'' (FYEG) საერთო პროექტის ,,ალტერ-კოპ’’-ის მესამე დღეს ვიყავით პარიზთან ახლოს, ერთ-ერთ საგამოფენო პავილიონში სადაც ტარდებოდა ,,COY’’ (Conference of youth),  ახალგაზრდების კონფერენცია.

კონფერენცია დიდ სივრცეში ტარდება სადაც გარემოს დაცვითი ორგანიზაციები გამოდიან და ხვდებიან ხალხს, აცნობენ რას აკეთებენ, როგორ დაზოგადად, რა მიზანს ემსახურებიან.  ასევე იმართებოდა კონფერენციები, მაგალითად: ბაი ბაი პლასტიკ ბეგს, FYEG-ს ქონდა TTIP-ზე მოხსენება, რომლის პრეზენტაციაც მიბმული იქნება ‘’ბლოგზე’’. ზოგიერთი ორგანიზაცია აკეთებდა ,,do it yourself’’ ვორქშოფებს (როგორ გავაკეთოთ მაგალითად კბილის პასტა, პარფიუმერია და ა.შ.  ჩვენით). ჩემთვის ამ ყველაფერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ  იგრძნობოდა სოლიდარობა იქ მყოფ ახალგაზრდებს შორის.  მაინც კარგია ისეთ სივრცეში ყოფნა სადაც უმეტესობა ადამიანიანებისა იმ საკითხებზე მუშაობს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.
მინდა ერთი სესია გამოვყო, რომლითაც ,,COY''-ს დღე დასრულდა და რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. ერთ-ერთმა ფრანგმა გამომსვლელმა ისაუბრა აქტივიზმზე, თუ როგორ არ უნდა დავიღალოთ ამით და რომ არსებობს რისკი იმისა, რომ  ,,პესიმიზმის ცოდვაში’’ ჩავვარდეთ, მაგრამ ამით არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა, რადგანაც თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია ცვლილებებისთვის და თუ ერთად ვიდგებით, ჩვენ შევძლებთ არსებული რეალობის შეცვლას. ამის შემდეგ მან ისაუბრა სოლიდარობაზე და იმაზე, რომ ახლა არ არის ერთმანეთის ცოდვებზე მითითების და კამათის დრო, რადგანაც დრო არ ითმენს და კლიმატი უკვე დათბა. ნარატივი ძალიან ექსპრესიული იყო, რამდენჯერმე ჟრუანტელმაც კი დამიარა, მაგრამ წამიერი დაფიქრების შემდეგ ზევიდან წამოსული ჟრუანტელი უკანვე აბრუნდა და ჩემში სიბრაზემ დაისადგურა.
ადამიანი განვითარებული ქვეყნიდან, რომელიც გამოდის ინტერნაციონალური საზოგადოების წინაშე, სადაც იმყოფებიან ადამიანები განვითარებადი ქვეყნებიდან:  სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სერბეთი, მოლდოვა, რუმინეთი და ა.შ. და  ეუბნება, რომ არ არის ცოდვების გახსენების დრო,  უნდა დავდგეთ ერთად და ვიყოთ სოლიდარულები, ბოდიში,  მაგრამ მე არ მივიღებ მოწოდებას იმ ქვეყნებისგან, როცა ისინი საწარმოებს ხსნიან განვითარებად ქვეყნებში, რათა მუშებს გადაუხადონ ნაკლები, ამუშავონ მეტი და აზიანებენ გარემოს, იმიტომ, რომ თავიანთ ,,განვითარებულ'' ქვეყანაში თავი აარიდონ დიდ ეკოლოგიურ გადასახადებს. საფრანგეთი, რომელმაც მოლდოვიდან წაიყვანა ბოშები იმ არგუმენტით, რომ მოლდოვა ვერ ახერხებდა ამ ხალხის შენახვას, ერთ ღამეში გადმოასახლა უკან , რადგან რომა ხალხი ცხოვრების ამ სტილს არ არის მიჩვეული, რაც საფრანგეთის მთავრობამ და სარკოზიმ შესთავაზა. ვინ მოითხოვა ამაზე პასუხი? არავინ!
მოდით ყველამ დავთმოთ ჩვენ-ჩვენი პრივილეგიები და მერე ვისაუბროთ საერთაშორისო სოლიდარობაზე.
კიდე ერთი რამ, რასაც  ვერასდროს გავიგებ, არის ის, თუ რატომ მთავრდება მსგავსი შეხვედრები ცეკვით და სიმღერით?! ვერასოდეს გავიგებ იმას, რომ ბოლოს მექსიკელები აჰყავთ სცენაზე და ბედნიერი სახეებით კარგად ნავარჯიშები სინქრონული მოძრაობებით ამბობენ, რომ ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია ცვლილებებისთვის.

ამის შემდეგ,  წავედით აქციაზე, რომელსაც ,,საფრანგეთის ახალგაზრდა ეკოლოგები’’ მართავდნენ. ჩუმად შევხვდით ერთმანეთს, გადავნაწილდით 5 ჯგუფად დაახლოებით 50 ადამიანი. თითო ჯგუფმა მოიფიქრა წინადადება ფრანგულად, რომელსაც რიგ-რიგობით ყვიროდნენ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა იყო და მსგავსი ტიპის აკრძალული იყო.

მთლიანობაში მაინც დადებითად შევაფასებდი ყველა დღეს, რადგან პირდაპირი შეხება მქონდა იმ ადამიანებთან ვინც გარკვეულწილად პოლიტიკას გასაზღვრავენ, მოვისმინე ამ ადამიანების შეხედულებები. ეს იყო ძალიან ძალიან კარგი გამოცდილება ჩემთვის. აგრეთვე,  დავინახე თუ ვინ როგორ სტრატეგიას და საბრძოლო მეთოდებს ირჩევს ცვლილებებისთვის და კიდევ რა უნდათ, პოლიტიკის შეცვლა თუ სისტემის?!

 

ავტორი: ერეკლე მგელაძე

ასევე წაიკითხეთ:

image

საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

image

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

image

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

შემოგვიერთდით