რა არის “Open Source”?

გამოქვეყნებულია: 31.Mar.2014

არსებობენ ადამიანები ვისთვისაც Open Source  ჯერ კიდევ უცნობი ტერმინია, თუმცა არიან ადამინებიც, ვისთვისაც Open Source ცხოვრების იდეოლოგიაა. Open Source-ს შეიძლება დავარქვათ მიდგომა ან პროდუქტის შექმნის მოდელი, რომელის მთავარი დამახასიათებელი ელემეტი “ღიაობაა”, როგორც სახელიდან გამომდინარეობს.

 

 

დღეს, ჩვენ სრულიად სხვა მიდგომას ვართ მიჩვეულები. ჩვენ ძირითადად ვხმარობთ “დახურულ” პროდუქტებს, რომლებიც მზა სახით გვაქვს მოწოდებული და მათი არც შემადგენლობა შეგვიძლია ვიცოდეთ, არც მათი შეცვლა შეგვიძლია და არც სურვილისამებრ გამოყენება.

Open Source-ის მიდგომა, რადგან ძირითადად მორგებულია ტექნოლოგიებზე, ამიტომაც განვიხილოთ იგი ტექნიკურ  ჭრილში, თუმცა  Open Source-ის ფილოსოფია  არა მხოლოდ ტექნოლოგიებს, არამედ უამრავ სფეროს ერგება (მაგალითად, მეცნიერულ კვლევებს).

თვალსაჩინოებისათვის, ავიღოთ, ერთ მხარეს, Microsoft Windows* ან iOS, ორი ცნობილი closed source პროდუქტი (ტექნიკურ ენაზე: ოპერაციული სისტემები (Operating Systems)) და მეორე მხარეს - Linux და Android, open source ოპერაციული სისტემები და შევადაროთ:

Open Source-ის “ღიაობა" მდგომარეობს იმაში, რომ იგი open source-ის პროდუქტის მომხმარებლებს საშუალებას აქვთ, რომ ჩაიხედონ პროდუქტის “რეცეპტში”,  ნახონ როგორ არის გაკეთებული და ამის გარდა, მათ უფლება აქვთ ეს პროდუქტი, სურვილისამებრ  შეცვალონ, გადააკეთონ და მოირგონ თავისი სურვილებისა თუ საჭიროებისამებრ. წარმოვიდგინოთ, ოთახი, რომელიც ჭერსა და იატაკს შორის დაშორება არ მოგწონს, ან ამ ოთახის განზომილება. Windows-ის შემთხვევაში მისი შეცვლა შეუძლებელია, ხოლო Linux-ით კი შესაძლებელია ეს ოტახი გახადო ისეთი, როგორიც შენ მოგწონს. უფრო პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ მომხმარებელს სურს, რომ მისი desktop შეიცვალოს და გახდეს ბრტყელი Fluxbox-დან 3D ეკრანი, Linux-ის ხმარების შემთხვევაში აბსოლიტურად შესაძლებელია, ხოლო Windows-ის შემთხვევაში, ამისათვის გჭირდება იყიდო სპეციალური აპლიკაცია. აქვე დავძენ იმას, რომ თუ პროდუქტი ნაკლიანია, closed source-ის შემთხვევაში მომხმარებელს უწევს ლოდინი თვეები ან წლები, მანამ სანამ პროდუქტის კომპანიის დეველოპერები არ გამოასწორებენ ნაკლს (bugs), რომელიც შეიძლება საერთოდ არ გამოსწორონ კიდეც, open source-ის შემთხვევაში კი, ეს ნაკლი შენთვითონ შეგიძლია გამოასწორო, რადგან მისი კოდი არის “ღია”, ანუ ხილვადი.

 

გარდა შეცვლასთან დაკავშირებული თავისუფლების, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი Open Source-ის ტექნოლოგიების არის ლიცენზიასთან დაკავშირებული საკითხი. უმეტესობა "დახურული" პროდუქტების, როგორც ვიცით, არის დაცული  ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიით, რომელიც ცნობილია ამ პატარა ლოგოთი (c).  Open Source-ზე დაფუძნებული პროგრამები , მაგალითად Linux,  არ არის დაცული ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიით, ე.წ. “კოპირაითით” (Copyright). პირიქით, ამ პროგრამებზე ვრცელდება ე.წ. “კოპილეფტი” – ანუ ლიცენზია, რომელიც იძლევა მისი თავისუფალი გამოყენების უფლებას (Free software license). Linux­-ის მოხმარების შემთხვევაში მომხმარებელი თავისუფალი შეცვალოს მისი პროდუქტი, იხმაროს და შემდგომ ან თავისი სახელით გამოაქვეყნოს მისი ვერსია ამ პროდუქტის (გადმოსაწერად) ან გაყიდოს კიდეც. Linux-ის დაყენება კომპიუტერზე შესაძლებელია ჩვეულებრივად ინტერნეტიდან გადმოწერით. მისი დაყენება შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის კომპიუტერზე. ეს  ქმედება კი არ იქნება კანონსაწინააღმდეგო. Windows­-ის შემთხვევაში უნდა იყიდო პროდუქტი (მისი კომპიუტერზე დაყენების ლიცენზია), სხვაგვარად მისი გადმოწერა, თუ სხვისგან შეძენა (არა Microsoft-ისაგან) არაკანონიერია, ამასთანავე თითო ნაყიდი პროგრამა მხოლოდ ერთ კომპიუტერზე არის შესაძლებელი რომ დაყენდეს.*

 

კიდევ ერთი დადებითი მხარე open source-ის ტექნოლოგიების გამოყენების ისაა, რომ პროდუქტის შეცვლის საშუალება მომხმარებლებში ზრდის კრეატიულობას და ამით ხელს უწყობს ტექნიკური სამყაროს განვითარებას, მას უფრო საინტერესოდ ხდის. მაგალითად ავიღოთ, Wordpress. იმის გამო, რომ Wordpress ღია პლატფორმაა და დეველოპერებს თავისუფლად შეუძლიათ განავითარონ იგი, Wordpress დღეისდღეობით ყველაზე პოპულარული საბლოგერო პლატფორმაა. პოპულარულ Open Source პროგრამების რიცხვს მიეკუთვნება Mozilla Firefox (Google Chrom-ის კონკურენტი) და OpenOffice (Microsoft Word-ის კონკურენტი). არის ასევე პოპულარული open source კომპიუტერული თამაშები, მაგალითად skyrim ან battlefield 2.

არის რა თქმა უნდა უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად online peer support, რაც არ აქვს მაგალითად ლინუქს, თუმცა ეს არ არის ისეთი უარყოფითი მხარე, რომლელიც გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა open source-სა და closed source-ის არჩევის დროს. Linux-ზე მაგალითად არის უამრავი ფორუმები შექმნილი, მაილინგ ლისტები, სადაც განხილულია სხვადასხვა პრობლემები და თემები ან შეგიძლია დახმარების საჭიროების შემთვევაში იმეილი გააგზავნო კითხვით, პასუხი კი 10 წუთის განმავლობაში მოგივა. თუმცა მაინც ყველა პრობლემა და კითხები Linux-თან დაკავშირებით, დაარქივებულია ინტერნეტში და შეგიძლია მოძებნო, რაც ჯამში  ამ online peer support-ის შემცვლელია. და თუ ეს არ არის საკმარისი, მაშინ შეგიძლია შეიძინო კონტრაქტი რომელიმე დიდი ლინუქსის კომპანიისაგან   (მაგალითდ, Red Hatან Novell ).

კიდევ ერთ უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ზოგიერთი Open Source აპლიკაციების და პროგრამების დაუხვეწელობა და არამიმზიდველი ინტერფეისები, რაც  შედეგია ზუსტად იმ თავისუფლების რაც მომხმარებლებს (დეველოპერებს) აქვთ მინიჭებული, კერძოდ ის, რომ ზუსტად მომხმარებლები არიან პროდუქტის განვითარებაზე და დახვეწაზე "პასუხისმგებელნი". მაგალითად, ზოგიერთი პროგრამზე, თუ აპლიკაცზე  არ მუშაობს ბევრი დეველოპერი (მომხმარებელი) ან ისინი არ არიან ისეთი პროფესიონალები, რომ მაღალ დონეზე გამართონ ესა თუ ის Open Source პროდუქტი , შედეგად ვიღებთ არც ისე გამართულ პროდუქტს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო open source Word პროგრამა (სახელის დასახელებას ავარიდებ თავს), რომლებიც დიდი დატვირთვას ვერ უძლებენ მუშაობის პროცესში და ითიშებიან, ისე რომ აკრეფილ ტექსტს არ ინახავენ (თუ არ დაამახსოვრებინე მექანიკურად წერის პროცესში).

ეს არის ძირითადი  და ფუნდამენტალური განსხვავებები open და closed source-ს შორის. შევაჯამოთ:

შეგვიძლია ვთქვათ, რომ Open Source -ზე დაფუძნებული პროდუქტები მომხმარებლებს მეტ თავისუფლებას ანიჭებენ, იმ მხრივ რომ ისინი აღარ არიან დამოკიდებულნი კორპორაციებზე და ცალკეულ დეველოპერბზე, რომელებიც აწოდებენ მზა პროდუქტს მომხმარებლებს, რადგან მისი არც შეცვლა, არც თავისუფლად გამოყენება არ შეიძლება. მომხმარებლები Open source პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში. ეს ყველაფერი ამასთანავე ბადებს მეტ კრეატივს და ხელს უწყობს განვითარებას ტექნიკური სამყაროში, თუ უბრალოდ მომხმარებელთა საზოგადოებაში.

ამასთანავე, აუცილებელია ინტელექტუალურ საკუთრებაზე გავრცელებული კანონების დაცვა, როდესაც ხმარობ closed source პროგრამებს, რაც მისი დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივ დავებს წარმოქმნის და იწვევს ხშირად სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

 

*Windows სტატიაში მოვიხსენიებ როგორც closed source, თუმცა ის shared source-ს არის დახასიათებული ოფიციალურ წყაროებში (shared source ნიშნავს, რომ გარკევული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ Microsoft გაძლევს უფლებას კოდების ჩამოტვირთვის და ნახვის), თუმცა მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ვიზიარებთ იმ კრიტიკას, რომლის მიხედვითაც Windowss-is shared source არის Microsoft-ის მარკეტინგული სვლა, და თუ პირი არაა მოხვედრილი მათ ელიტარულ წრეში (ანუ არ აკმაყოფილებს მაღალ კრიტერიუმებს), მას ვერნაიარად ექნება წვდომა კოდებზე. შესაბამისად, სტატიაში Windows-ს ვიხსენიებ, როგორც closed source.

 

*საქართველოში ლიცენზიების მხრივ სხვაგვარად გვაქვს საქმე, რადგან ჩვენ ძირითადად "მეკობრულ" პირატულ ვერსიებს ვხმარობთ სხვადასხვა პროდუქტების, როგორიცაა თუნდაც Windows. ორგანიზაცია "Business Software Alliance" 2009 წლის ანგარიშის მონაცემებით, საქართველო პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობით პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. საქართველოში არალიცენზირებული პროგრამების მოხმარების მაჩვენებელი 95 %-ია, მას მოსდევს ზიმბაბვე (92%), შემდეგ - ბანგლადეში (91%), მოლდოვა (91%) და სომხეთი (90%).

 

 

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით