ნარჩენების გადამუშავების ქართული პრაქტიკა

გამოქვეყნებულია: 20.Feb.2014

ოცდამეერთე საუკუნე , მსოფლიოს 7 მილიარდი მოსახლე, ნახევრად გამოფიტული დედამიწა და ტონობით ‘ნაგავი’ - ეს დღევანდელობის რეალობაა. მსოფლიო პოპულაციის  ზრდასა და მათ მიერ მოხმარებული ნივთების ოდენობას თანდათანობით რესურსების არარსებობამდე მივყავართ.


ცოტა თუ აცნობიერებს, რომ თავიდანმოცილებული ყველა ‘გამოუსადეგარი’ ნივთი, რასაც ჩვენ ნაგავს ვუწოდებთ,  რეალურად არის რესურსი, ნარჩენი, რომლის ხელახლა გამოყენებაც შესაძლებელია. ნარჩენების სამართავად 2006 წელს ტოკიოში შემუშავებული იქნა სამი ერ-ის პრინციპი: შეამცირე, ხელახლა გამოიყენე და გადაამუშავე (3R - Reduce, Reuse, Recycle).

შემცირება (Reduce) – მოიაზრებს ნივთების შეძენისას მათი საჭიროებისა და რაოდენობის სწორად განსაზღვრას. (დამეთანხმებით, ჩვენს მიერ შეძენილი ნივთების გარკვეული ნაწილი, მაღაზიის თაროდან პირდაპირ ჩვენს კარადის თაროზე ინაცვლებს და წლობით გამოუყენებელი რჩება. )

ხელახალი გამოყენება (Reuse) ნივთების მეორად მოხმარებას ნიშნავს.

გადაამუშავება, იგივე რეციკლირება (Recycle) კი გამოყენებული ნივთის ტექნოლოგიურად დამუშავება და მისგან იმავე ან სხვა პროდუქტის შექმნას ნიშნავს.

მსოფლიოს სხვასასხვა ქვეყნებში არსებობენ ქარხნები რომლებიც ნარჩენების გადამუშავებას ახდენენ, მათი შეგროვება და დახარისხება კი თავად მოსახლეობის პრეროგატივაა. ყოველდღიურობაში რეციკლირება საკმაოდ დიდ ნებისყოფას მოითხოვს, რადგან მოხმარებულ ნივთებს მათი შემადგენლობის მიხედვით არჩევენ და თითოეულისთვის განკუთვნილ ურნაში ათავსებენ. რეციკლირების დასავლური პრაქტიკა წარმატებულად მხოლოდ მოსახლეობის ჯანსაღი დამოკიდებულებისა და სამოქალაქო/ეკოლოგიური პასუხისმგებლობის დამსახურებაა.

საქართველოში სამი ერ-ის პრინციპის ცხოვრების წესად დამკვიდრება სახელმწიფო პოლიტიკა არასდროს ყოფილა, თუმცა არცთუ შორი წარსულის გადახედვისას რეციკლირებისა თუ ხელახალი გამოყენების არაერთ მაგალითს გავიხსენებთ. ბოთლებისა და ქილების ჩაბარება, მეორადი ტანსაცმლის შეძენა თავისუფლად თავსდება ხელახალი გამოყენების პუნქტში. რაც შეეხება რეციკლირებას, ლუდის ქილებისგან ჭრაქების დამზადება, დაღვენთილი სანთლის გადადნობა, ე.წ ჯართისა თუ მაკულატურის ჩაბარება საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

მე-20 საუკუნის ბოლოს ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ აქტივობას სარჩულად სოციალური სიდუხჭირე ედო. ეკონომიკის ზრდის პროპორციულად გარემოზე ადამიანების უაზრყოფითი ზემოქმედებაც მატულობს, თუმცა ამის გასაცნობიერებლად ორი დეკადა ხშირად არაა საკმარისი. შესაძლოა დღეს ერთი და იგივე სამოსის ხანგრძლივად ტარება არცთუ მოდური იყოს, თუმცა მწვანე მუდმივად ტენდენციური ფერია, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ პარიზსა და მილანში.

 

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით