image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

image

კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

ნეოლიბერალური პოლიტკორექტურობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

image

დაფასებული მშრომელის ღიმილი

ისინიც ხშირად სამსახურიდან დაბრუნებული შემოდიან აშლილი ნერვებით, მაგრამ შენი მაინც არ ესმით. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ნავაჭრს დებ, შენ მაინც 300-400 ლარი გრჩება და მერამდენე ცდაზე ისევ ვერ სწავლობ ჭკუას, როგორ იმყოფინო თვის ბოლომდე.

image

მიმართვა მდიდრებს: ჩვენი შრომა

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, მინიმალური ხელფასი — ოცნება მშრომელთათვის, უტოპია სისტემაშეჩვეული მოქალაქეებისათვის, ხოლო ხელისშემშლელი ფაქტორი თბილ სავარძელში მოკალათებული პარლამენტარი ბიზნესმენებისათვის.

image

საპირველმაისო

პირველი მაისი უკვე 130 წელია მუშათა დღესასწაულია. 130 წელია დემონსტრაციებსა და გაფიცვებს გაუთანგავს მუშები. უსასრულო ციკლივით უპირისპირდება ხალხი მმართველ კლასს, მმართველი კლასი კი ხალხს. რამდენ ნაბიჯსაც მუშები გადადგამენ, ორ იმდენს ბურჟუაზია დგამს.

image

რა ვაკეთოთ? ნაწილი II: სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ

სოციალიზმი და უტოპია — ბევრისათვის ეს ორი სიტყვა მჭიდრო ასოციაციაშია ერთმანეთთან. ხშირად უწოდებენ მარქსიზმს და მის მიზნებს „უტოპიურ ოცნებას”, ანდაც „გულუბრყვილო ზღაპარს”, თუმცა ასეთი არგუმენტებით ბრძოლა მარქსიზმის თავდაპირველ თვისებას — მეცნიერებას — უგულებელყოფს. მსგავსი შინაარსის არგუმენტაცია უტოპიური სოციალიზმის, როგორც ლეგიტიმური ცნების არსებობასაც ივიწყებს. ფრანგი სოციალისტების თხოვნით, ზუსტად ამ მოკლე პამფლეტით — “სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ” (რომელიც ენგელსმა თავისი 1878 წლის „ანტი-დიურინგის” ბოლო ნაწილიდან ამოიღო) განასხვავა ენგელსმა მეცნიერული სოციალიზმი, და მარქსამდე არსებული უტოპიური სოციალიზმი.

image

ხვალ

არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთ დღეს ვიღაც მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის. ეკუთვნის საავადმყოფოები, ეკუთვნის სკოლები, ეკუთვნის უნივერსიტეტები, პარკები, ტრანსპორტი. მივიდა დასკვნამდე რომ რადგან ყველაფერი ეს ეკუთვნის ჩვენზე ამაღლებულია და ზუსტად ისე გვექცევა, როგორც რობოტებს, თავში რაღაც ცოდნას გვიდებს მისი სკოლით და უნივერსიტეტით უფრო სწორად ტვინს გვირეცხავს, შემდეგ კი სულის მოთქმამდე გვამუშავებს იმისთვის რომ ფუფუნებაში უდარდელად იცხოვროს, თავისუფლად დროს კი მისივე ფილმებითა და გადაცემებით გვართობს და ამ გზით აგრძელებს ჩვენი ტვინის მოწამვლას

image

რა ვაკეთოთ? ნაწილი I

იმ დროს, როდესაც ვირტუალურად მთელი მსოფლიო კარანტინში არის მოქცეული და პანდემია ძრწის დედამიწის ზურგზე, თითოეულ ჩვენგანს საშუალება ეძლევა, უფრო მეტი დრო დაუთმოს კითხვასა და განათლებას. მათთვის, ვისაც მემარცხენე პოზიციები ან კონკრეტულად, მარქსიზმი აინტერესებს, ანდაც სულაც დღევანდელი გლობალური ეკონომიკის სისტემური შესაწავლა სურს საფუძვლიანად, შესაძლოა, ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერად იქნას გამოყენებული. 

image

აქტივიზმი და აქტივიზმი

მანქანისთვის შენ აქტივისტი ხარ. ქეციანი ძაღლი, რომელიც ქუჩაში უნდა დარბოდეს და თავს ურტყამდეს კედლებს, ქმნიდეს შინაარსს, აზრს და შემდეგ ამ ყველაფერს პოლიტიკური სისტემის გასაძლიერებლად იყენებდეს. დღეს პოლიტიკური სისტემა  ჩვენზე ძლიერია. ჩვენ გავიკრიფეთ და გაკრეფილები ვცდილობთ რეალობის შექმნას ილუზორულ სამყაროში, რომელიც პოლიტიკურმა სისტემამ შექმნა.

შემოგვიერთდით