AboutUs Image

ჩვენ შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.

ორგანიზაცია დაფუძნდა 2008 წელს, როგორც მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, თუმცა იდეოლოგიური განსხვავებების გამო „ახალგაზრდა მწვანეები“ პარტიას გამოეყვნენ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.  

„ახალგაზრდა მწვანეები“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოირჩევა თავისი ღია, დემოკრატიული და არაიერარქიული შიდასტრუქტურით.

გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო არის გენერალური ასამბლეა, რომლის მოწვევა წელში ერთხელ ხდება; გენერალურ ასამბლეაზე ხდება ორგანიზაციის სტრატეგიის გაწერა, პოლიტიკური პლატფორმის, წესდებისა და შინაგანაწესის მიღება. ასევე ერთი წლით ირჩევა აღამსრულებელი კომიტეტი, რომელიც გამჭვირვალედ და წევრებთან შეთანხმებით მოქმედებს.

ორგანიზაციის მთავარ მიზნებს წარმოადგენს:

  • „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრებსა და საქართველოს მოსახლეობაში მწვანეობის, ეკოლოგიის, დემოკრატიულ, თანასწორობისა და არაძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდა;
  • მწვანე ინიციატივების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე;
  • ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობებისა და თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა;
  • ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში;
  • სოციალური, ეკონომიკური და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა;
  • მწვანე ცხოვრების წესის პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება.

ორგანიზაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს განსხვავებულ შესაძლებლობათა მქონე ახალგაზრდებისთვის თანაბრად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა თვითრეალიზაციისთვის; ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირდების ხელშეწყობა და მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისა თუ სხვა აქტივობების საშუალებით არააკადემიური გამოცდილების მიცემა და მწვანე პოლიტიკური ცნობიერების გამომუშავება

ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფესტივალებს, კითხვის კლუბებს, ფილმის ჩვენებებს, ადვოკატირების კამპანიებს, რეგიონალურ შეხვედრებს, დემონსტრაციებს, არაფრომალური განათლების პლატფორმებს, პუბლიკაციებისა თუ საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვას, ონლაინ კამპანიებს და სხვა.

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ გარემოსდაცვით, მემარცხენე, ფემინისტურ და ქვიარ ორგანიზაციებსა თუ ფონდებთან. ამ დროისთვის „ახალგაზრდა მწვანეებს“ ჰყავს 3 საერთაშორისო პარტნიორი: აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ქსელი (CDN), ევროპის ახალგაზრდა მწვანეების ფედერაცია (FYEG) და მსოფლიოს ახალგაზრდა მწვანეები (Global Young Greens);

 

უფრო დაწვრილებით იხილეთ პოლიტიკური პლატფორმა, წესდება და შინაგანაწესი.

ბოლო სიახლე

ყველას ნახვა
image
Time
20.Jan.2020

ბათუმის რივიერასთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა

დღეს, 20 იანვარს ახალგაზრდა მწვანეებმა ბათუმის რივიერას ჩაბეტონება გავაპროტესტეთ. ეს იყო სოლიდარობის აქცია ბათუმელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოძრაობა “მწვანე მომავალთან” და ,,საზოგადოება ბათომთან” ერთად საჯარო სივრცის გასხვისებას უპირისპირდებიან

ბოლო სტატია

ყველას ნახვა
Image

აქტივიზმი და აქტივიზმი

მანქანისთვის შენ აქტივისტი ხარ. ქეციანი ძაღლი, რომელიც ქუჩაში უნდა დარბოდეს და თავს ურტყამდეს კედლებს, ქმნიდეს შინაარსს, აზრს და შემდეგ ამ ყველაფერს პოლიტიკური სისტემის გასაძლიერებლად იყენებდეს. დღეს პოლიტიკური სისტემა  ჩვენზე ძლიერია. ჩვენ გავიკრიფეთ და გაკრეფილები ვცდილობთ რეალობის შექმნას ილუზორულ სამყაროში, რომელიც პოლიტიკურმა სისტემამ შექმნა.

ბოლო პუბლიკაცია

ყველას ნახვა
Image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით