Green Fest 2016

Published on Author green1 Comment

რიგით მეორე მწვანე პოლიტიკური ფესტივალი დაიგეგმა „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების“ მიერ, რომელიც 2016 წლის 24-25 სექტემბერს ქალაქ რუსთავის პარკში მოეწყობა.

ქალაქ რუსთავში თითქმის არ არსებობს სოციალურ-კულტურული სივრცე, რომელშიც ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან, რეგიონში ახალგაზრდების აქტიურობა კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, ფესტივალი იგეგმება რუსთავში, რათა გაფართოვდეს ქალაქის პოტენციალი და მოხდეს ახალგაზრდების გააქტიურება.

ფესტივალის მიზანია მწვანე ფასეულობების გავრცელება, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური თემების განხილვა და ახალგაზრდების პოლიტიკურად გააქტიურება. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თემატური დისკუსიები, პანელ-დისკუსიები, მოეწყობა ვორქშოფები, გამოფენა, ფილმის ჩვენება და დასრულდება კონცერტით.

One Response to Green Fest 2016

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *