კლიმატის პოლიტიკა და ქმედებები, რა ხდება ახლა

published: 07 July 2017

2016 წლის დეკემბრის პარიზის შეთანხმების საბოლოო რატიფიკაციას მთელი მსოფლიოს დიპლომატები ერთად აღნიშნავდნენ. შედგა პირველი საერთო ნაბიჯი გლობალური კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.

შეთანხმებაზე ხელმოწერა აღიარებულ იქნა პრეზიდენტ ობამას საერთაშორისო „რბილი პოლიტიკის“  ტრიუმფად. მაგრამ დიდი ხნით ადრე სანამ პრეზიდენტი ტრამპი და მისი პლუტოკრატიული და ნეოფაშისტური გარემოცვა ნაკისრ ვალდებულებებზე უარს იტყოდა, იყო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.

პირველ რიგში, პარიზის შეთანხმება მთლიანად დაფუძნებული იყო ქვეყნების ნებაყოფლობით სტრატეგიებზე, რომელიც ასახავდა მათ მიერ შემოთავაზებულ წვლილს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს იყო შედეგი პრეზიდენტ ობამასა და ჰილარი კლინტონის მონაწილეობისა 2009 წლის კოპენჰაგენის კლიმატის ცვლილების სამიტზე, სადაც ა.შ.შ-ს დელეგაციამ ცხადყო, რომ არასდროს ცნობს კანონიერად დაწესებულ შეზღუდვებს გლობალური დათბობის საკითხში. ასევე, მდიდარი ქვეყნების წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ, რომ კლიმატის პოლიტიკა მკაცრად ნებაყოფლოითი უნდა იყოს.

მეორეც, პარიზის შეთანხმებაში არ იყო აღსრულების არანაირი მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მრავლად შეიცავს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „სიცხადე“, „გამჭვირვალობა“, „ერთიანობა“, „თანმიმდევრულობა“ და „ამბიცია“, ფაქტობრივად არ არსებობს გარანტია ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, ერთადერთი ოფიციალური ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს მის შესრულებას. ქვეყნებს ყოველწლიურად მოუწოდებენ განაახლონ მათი ხედვები, რათა თითოეულის „ეროვნული წვლილი“ უფრო გაძლიერდეს დროთა განმავლობაში. მაგრამ თუ პრეზიდენტი ტრამპი და საფრანგეთის პოტენციური პრეზიდენტი ლე პენი საპირისპიროს აირჩევენ, დიპლომატიური ზეწოლის გარდა სხვა გზა აღარ რჩება.

მესამე, კატასტროფულ დესტაბილიზაციას, რომელსაც გლობალური დათბობა გამოიწვევს,  მის შესაჩერებლად საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია. პარიზში წარმოდგენილი გეგმების თანახმად 2100 წლისთვის ინდუსტრიალიზაციისგან გამოწვეული გლობალური დათბობის მაჩვენებელი 3,5°C-ით  გაუარესდება. ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი ტემპერატურის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 1°C-ია. საშუალო ტემპერატურის ზრდასთან ერთად ჩვენ ვდგავართ არასტაბილური ამინდის, არქტიკული ყინულის დნობის, კატასტროფული შტორმების, ტყის ხანძრების, გვალვებისა და წყალდიდობების წინაშე, რაც არაპროპორციულად აისახება მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მაცხოვრებელ ყველაზე დაუცველ ხალხზე. 2 გრადუსით ზრდა საკმაოდ შორსაა უსაფრთხო კლიმატისგან, თუმცა არსებობს მოვლენების არაპროგნოზირებადი და ქაოტური განვითარების შესაძლებლობა.

გლობალური კლიმატის მოძრაობის გამოხმაურება პარიზის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით ცალსახად სკეპტიკური იყო. ათასობით აქტივისტი პარიზის ქუჩებში გამოვიდა და განაცხადა, რომ გაეროს კონფერენცია იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საჭიროა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქციებში მსგავსი მოწოდებები ისმოდა. გასულ გაზაფხულს, მთელი რიგი „წიაღისეულის მოპოვებისგან გათავისუფლება“ პროტესტის შემდეგ ყველა კონტინენტზე დროებით დახურეს წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოები და სატრანსპორტო საშუალებები. მათ შორის იყო ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სარკინიგზო ნავთობის ტრანსპორტირება, ფართო ქსელი გერმანიის ყველაზე დაბინძურებული ქვანახშირის მაღარო და სანავთობო ბლოკადა ავსტრალიის ნახშირის პორტთან. გასულ შემოდგომასა და ზამთარში ჩრდილოეთ დაკოტაში დაბანაკდა ადგილობრივი მკვიდრი თემები და თანამოაზრეები და გააპროტესტეს ამერიკაში არსებული მსხვილი მილსადენების პროექტები. Keystone XL მილსადენი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ტოქსიკური, მაღალი ნახშირბადის შემცველი ნავთობი კანადიდან ამერიკის გავლით მექსიკის ყურეში მოხვდება.

იმავდროულად, ტექნოლოგიური ოპტიმისტები, როგორიცაა ბილ გეითსი და მაიკლ ბლუმბერგი, ამტკიცებენ, რომ განახლებადი ენერგიების განვითარება ეკონომიკურ სარგებელს არ შეამცირებს. ბევრ ადგილას განახლებადი ტექნოლოგიები ეკონომიკურად ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი მეთოდოლოგიები. ამერიკაში მზისა და ქარის ენერგიებში დასაქმებულების რაოდენობა 10-ჯერ უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე წიაღის მომპოვებელ საწარმოებში და დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მუშაობს ენერგოეფექტურობისა და დაზოგვის მიმართულებით. რამდენიმე შტატი და კლიმატის იადგილობრივი ნიციატივები აგრძელებენ უმოქმედობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და ამას თან დაერთო აშკარა საბოტაჟი ფედერალურ დონეზე.

მაგრამ პატარა საზომები აღარაა საკმარისი, არასტაბილური კლიმატი მსოფლიოში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების განადგურებას იწვევს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ატმოსფეროს აქვს ნახშირბადის დიოქსიდის განსაზღვრული კონცენტრაცია და ის სულ უფრო მცირდება.  თუ ჩვენ ემისიებით გადავაჭარბებთ დასაშვებ ზღვარს, შეუძლებელი გახდება ზიანის აღმოფხვრა ათასობით წლის განმავლობაში.   ატმოსფერული ვითარება კომპლექსურადაა დაკავშირებული დედამიწასთან, ადამიანის არსებობა კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. უახლოეს წლებში ჩვენ გვჭირდება წიაღისეულის მოპოვების შემცირება და საბოლოოდ უარის თქმა უახლოეს მომავალში. ამრიგად, ტრამპის დღის წესრიგი არ არის მხოლოდ დროებითი რეგრესი, ეს სერიოზული საფრთხეა დედამიწის მომავლისთვის. New York times-ის გამომცემლები სულაც არ აზვიადებდნენ, როცა მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვით საკითხებს მიმოიხილავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ „პლანეტა ვერ აიტანს მის პრეზიდენტობას“.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ წინა ადმინისტრაციებმა და მთავრობებმა მთელ მსოფლიოში კლიმატის დღის წესრიგი აქტიურად ვერ განახორციელეს. ობამას ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ამის პარალელურად ნავთობის ჭაბურღილების გაფართოება კატასტროფა იყო პლანეტისთვის. კაპიტალისტური სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნის შეუზღუდავ ზრდას, მუდმივად იყენებს ჩვენს შრომას და რესურსების გადაჭარბებული მოხმარება ახდენს უარყოფით გავლენას ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე ზოგიერთების გამდიდრების ხარჯზე.

ჩვენ უნდა უარვყოთ ყველა ინსტიტუცია, რომელიც ჩვენს პრობლემებს აბრალებს იმიგრანტებს და ღარიბ მოსახლეობას სანამ ამავდროულად გვემუქრება პლანეტის განადგურება. ჩვენ უნდა უარვყოთ ზეწოლის ფორმები, შევქმნათ ჭეშმარიტად მდგრადი და აღდგენითი ალტერნატივები და გაბედულად ვიმოქმედოთ იმ რწმენით, რომ პლანეტა ვეღარ აიტანს ამ ეკონომიკურ მოდელს.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ფოტოს წყარო

ასევე წაიკითხეთ:

Join Us