რა არის პერმაკულტურა

published: 15 November 2017

„პერმაკულტურა არის ბუნებასთან ერთად მუშაობა ცხოველებსა და მცენარეებზე ხანგრძლივი დაკვირვებით და მათი ურთიერთდამოკიდებულების შესწავლით, რის შედეგადაც ბუნებაში ადამიანის ჩარევა არის მორგებული მთლიან სისტემას და არა ცალკეული პროდუქტის საჭიროებას“.

ბილ მოლისონი (permaculture.net)

 

პერმაკულტურის ეს განმარტება ხსნის მის ძირითად კონცეფციას, რაც მდგომარეობს ბუნების მოდელის შესწავლასა და შემდგომ მის გამოყენებაში. პერმაკულტურის მთავარი მიზანი არის ადამიანის მიერ შექმნილი სისტემის ეკოსისტემაზე მორგება, თუმცა არსებობს მისი მრავალგვარი გაგება.

ტერმინი პერმაკულტურა შედგება სიტყვების Permanent (მუდმივი, არაერთჯერადი) და Agriculture-ის (სოფლისმეურნეობა) ერთმანეთთან შეერთებით. თავდაპირველად პერმაკულტურა ორიენტირებული იყო ჯანსაღი საკვების წარმოებაზე, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ფილოსოფია გაფართოვდა და ახლა მოიცავს ეკონომიკას და სოციალურ სისტემებს. ის საკმაოდ დინამიური მოძრაობაა და კიდევ ვითარდება და იძენს მრავალფეროვან მნიშვნელობას. მაგალითისათვის, პერმაკულტურის ზოგიერთი მიმდევარი მასში სულიერი და პიროვნული ზრდის მნიშვნელობასაც დებს.

 

საიდან დაიწყო ყველაფერი?

1970 წელს ავსტრალიელმა ეკოლოგისტმა და ტასმანიის უნივერსიტეტს პროფესორმა ბილ მოლისონმა შექმნა პერმაკულტურა. მრავალი წლის მანძილზე ის აკვირდებოდა ველურ ბუნებას, როგორც ბიოლოგი და ამ პროცესში დარწმუნდა, რომ ადამიანების ბუნებაში ჩარევას მხოლოდ უარყოფითი ეფექტი ჰქონდა. მან გადაწყვიტა უბრალოდ პროტესტის მაგივრად შეემუშავებინა გამოსავალი ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. ის მიხვდა, რომ გამოსავალი სწორედ სამყაროს არსებულ მოდელში უნდა ეპოვა.

ბუნებაზე დაკვირვებით მელისონი მივიდა რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე. ბუნება, მაგალითისთვის ტყეები და ჭაობები, მდგრადია. ისინი ქმნიან საჭირო ენერგიას და გადაამუშავებენ საკუთარ ნარჩენებს. ასევე ბუნების სხვადასხვა ელემენტი ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. სისტემის თითოეული კომპონენტი ასრულებს მნიშვნელოვან დავალებას. მაგალითისთვის ფუტკრები იღებენ მონაწილეობას მცენარეების დამტვერვაში, ჩიტები ებრძვიან მავნებლებს, ზოგიერთი მცენარე გამოდევნის ჰაერიდან აზოტს, რათა სხვა მცენარეებს მიეცეთ სუნთქვის საშუალება. ყველა ეს ელემენტი მუშაობს თავისთვის და, ამავდროულად, სხვისთვისაც. ბილ მილსონმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა ბუნების ეს მოდელი, რათა შეექმნა მდგრადი აგრო-სისტემა.

1970 წელს მან და მისმა სტუდენტმა, დევიდ ჰოლმგრენმა დაწერეს და გამოსცეს რამდენიმე წიგნი, სადაც ხსნიდნენ პერმაკულტურის მთავარ იდეას. 1980 წელს კი გამოიცა მთავარი სახელმძღვანელო, რომლის მთავარი მიზანი იყო მკითხველისთვის პერმაკულტურის დიზაინის და ტექნიკების გაცნობა. 1990 წელს პერმაკულტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ა.შ.შ-ში, ამასთანავე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. დღესაც ის აგრძელებს ზრდას, როგორც მოძრაობა და ყოველდღიურად ემატება მიმდევრები. ამჟამად ტარდება უამრავი ვორქშოფი სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეისწავლონ პერმაკულტურის პრინციპები და შემდგომ თავად განახორციელონ.

 

ვინ იყენებს პერმაკულტურას?

გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც სწავლობენ და ყოველდღიურად იყენებენ პერმაკულტურას, რათა იცხოვრონ ბუნებასთან ჰარმონიაში, არიან ისეთებიც, რომლებიც გაუცნობიერებლად მისდევენ ცხოვრების ამ წესს. მაგალითად: ბუნებისდამცველები, ცალკეული ფერმერები, მიწის გამოყენების დამგეგმარებლები, ურბან აქტივისტები, და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს, თავისი ყოველდღიური ქცევით ხელი შეუწყოს მდგრადი და ბუნებასთან ჰარმონიული გარემოს შექმნას. პერმაკულტურა აერთიანებს ისეთ იდეებს და ფილოსოფიას, რაც მის ჩამოყალიბებამდეც დიდი ხანია არსებობს.

ოდესმე თუ გსმენიათ ეკოლოგიური დიზაინის, მდგრადი დიზაინის, გამოყენებითი ეკოლოგიის ან მწვანე დიზაინის შესახებ? ეს ის ფილოსოფიებია, რომლებიც ასევე იყენებს ბუნებას, როგორც მაგალითს მდგრადი და ჰარმონიული ცხოვრებისა. განსხვავება ამ მიდგომებსა და პერმაკულტურას შორის არის გამოყენების სფერო. პერმაკულტურა აერთიანებს და სვამს ამ სისტემებს უფრო ფართო ჩარჩოში. ეს სისტემა არის დეტალური და ერგება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თავდაპირველი ფოკუსი საკვების წარმოებას ეხებოდა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, პერმაკულტურა არის დინამიური ცხოვრების ფილოსოფია რომელიც მუდმივად ვითარდება.

 

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პერმაკულტურა პრაქტიკაში?

ნებისმიერ შეუძლია პერმაკულტურით დაკავდეს. რადგან ის საკმაო ფართო და დინამიური სისტემაა, მისი მორგება შესაძლებელია სხვადასხვა სიტუაციაზე და სხვადასხვა დონეზე. ამისათვის საჭიროა ოთხი ძირითადი ელემენტი: 1) ეთიკა - მთავარი ფილოსოფია და მოტივი რატომაც იყენებთ ამ მეთოდს;  2) ძირითადი პრინციპები - პერმაკულტურის ტექნიკური პრინციპის ცოდნა; 3) სტრატეგია - გრძელვადიანი მიზნები, რაც დაგეხმარებათ კონცენტრირებაში; 4) ტექნიკა - კონკრეტული გზები რისი გამოყენებითაც მიაღწევთ საბოლოო მიზანს.

 

თარგმანი: ანა თოიძე

ასევე წაიკითხეთ:

Join Us