ბერნი სანდერსი, მწვანეები და ახალი ანტიკაპიტალიზმი

published: 29 October 2016

ადამიანთა უმრავლესობა, რომელთაც გამოვლილი აქვთ ცივი ომის პერიოდი, ანტიკომუნისტური განწყობებით გამოირჩევიან, ხოლო ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი კაპიტალიზმის წინააღდეგ იბრძვის. მათ საკუთარ თავზე იწვნიეს კაპიტალიზმის მძიმე ეფექტები, სოციალური უთანასწორობა, შრომითი ჩაგვრა და რეპრესიული სისტემა.

არსებული სისტემის რეპრესიულმა დამოკიდებულებამ ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს უბიძგა, შექმნას ალტერნატიული გზები. მაგალითად, ანტიკაპიტალისტები ალტერნატივად მოიაზრებენ სოციალ-დემოკრატიას. ამავდროულად, მწვანეთა პარტიის წევრები მხარს უჭერენ ეკო-სოციალიზმის იდეას, რომელიც სოციალურ და ეკოლოგიურ სამართლიანობას ერთ პოლიტიკურ პლატფორმად მოიაზრებს.  

ამერიკის შეერთებულ შტატებში მემარცხენე პოლიტიკური იდეები არცთუ ისე პოპულარულია განსხვავებით ევროპისგან, სადაც გამორჩეულ მწვანე, სოციალისტურ, ლიბერალურ თუ სოციალ-დემოკრატთა პარტიებს ნებისმიერ არჩევნებში საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა ჰყავს. იდეოლოგიური განსხვავებები კი დიფერენცირდება, როგორც ცენტრისტული, რადიკალური პლატფორმა თუ ა.შ.  მაგრამ ბევრმა ამერიკელმა ახალგაზრდამ, რომლებიც ბერნი სანდერსის კამპანიით დაინტერესდნენ, შესაძლოა ბოლომდე ვერ გაიაზრა მისი პოლიტიკური დისკურსი, როცა, მაგალითად, ის მხარს არ უჭერდა სამრეწველო საწარმოების სახალხო საკუთრებად გამოცხადებას. სანდერსის აზრით, სკანდინავიური სოციალიზმი (ეკონომიკური სისტემები ნორვეგიასა და შვედეთში) აჩენს განცდას, რომ სოციალიზმი შედარებით ახალი მოვლენაა. ძნელი წარმოსადგენია ის, ვინც გაეცნობოდა სანდერსის 2016 წლის კამპანიას არ გამხდარიყო მოტივირებული კაპიტალიზმთან ბრძოლაში.

 

კაპიტალიზმის კრიტიკას ხანგრძლივი ისტორია აქვს

მემარცხენეთა კრიტიკა კაპიტალისტურ სისტემას ჯერ კიდევ მე-19 ს-ის დასაწყისში შეეხო. ამავდროულად, ანარქისტები და მიწათმფლობელები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საბაზრო ეკონომიკის სივრცეში სრული უთანასწორობის გამო. ასევე, არსებობდა განსხვავებული ხედვები თუ როგორ უნდა მომხდარიყო კაპიტალიზმიდან სოციალიზმში გადასვლა, რათა სამრეწველო ინდუსტრია სრულად ყოფილიყო რეალიზებული. ეს უკანასკნელი პერსპექტივა დომინირებდა იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა პროგრესული განვითარებისკენ.

საინტერესოა, რომ მემაცხენეები და მემარჯვენეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მრეწველობის განვითარება იყო მთავარი პრიორიტეტი და გასაღები ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მათი აზრები იყოფოდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, რომ კერძო საკუთრება და ეკონომიკური მოგება ხელს შეუწყობს განვითარებას და სასარგებლო იქნება საერთო კეთილდღეობისთვის, თუ უნდა წაახალისონ კერძო მწარმოებლები, რომ გასცენ ხელფასები მუშებისთვის. ანტიკაპიტალისტები ამტკიცებდნენ, რომ სამრეწველო ინდუსტრიული მარაგების სოციალური გადანაწილება მხოლოდ კოლექტიური საკუთრების სამართლიანი გადანაწილებით მიიღწევა.

პირველი ანტიკაპიტალისტური ორგანიზაციების საერთაშორისო კონფედერაცია 1864 წელს დაარსდა. ის 12 წელი არსებობდა. სანამ სოციალისტ კარლ მარქსს (რომელმაც მშენებელი მუშებისთვის ძალაუფლების გადაცემა მოითხოვა) და ანარქისტ მიხეილ ბაკუნინს (რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ბრძოლას სახელმწიფოს წინააღმდეგ) შორის დაპირისპირება მოხდებოდა.

იმ დროს, როცა მეორე ასეთი კონფედერაცია დაარსდა მარქსი უკვე საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო. მუშათა კლასის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი კი მის მთავარ იდეოლოგიურ პრინციპს განსაზღვრავს. ერთი წლის განმავლობაში მათი მსოფლმხედველობა ძალიან გაიზარდა, გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი კონსესუსის საფუძველზე მიიღებოდა, თუმცა მალევე პროგრამული და სტრატეგიული უთანხმოება წარმოიშვა 1917 წლის რუსეთის რევოლუციასთან დაკავშირებით. ამავე პერიოდს უკავშირდება ახალი კომუნისტური გაერთიანების შექმნა, რომელსაც უკვე ვლადიმერ ლენინი უდგება სათავეში, პოლიტიკურ მიმართულებას კი „მარქსიზმ-ლენინიზმს“ უწოდებს. ისინი კი, ვინც საპარლამენტო გზით თანდათანობით ცვლილებებს დაუჭირა მხარი სოციალისტთა ჯგუფი იყო, რომლებიც სოციალურ სამართლიანობაზე აპელირებდნენ ნაცვლად კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობისა. დროთა განმავლობაში, მათი ნაწილი სოციალ-დემოკრატებში გაწევრიანდა, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგ და სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაყოფილია, პარტიები კომუნიზმის ორ გზას მიჰყვებიან: სოციალიზმი და სოციალ-დემოკრატია. როგორც რუსეთში - ასევე სხვა ქვეყნებში.

 მაგრამ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში..

 

ამერიკის თავისებურებები

მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის სოციალისტური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას აყენებს 1912 და, ასევე, 1920 წელს. პრეზიდენტი არჩეულ იქნა ათობით კანონმდებლის და ასზე მეტი მერის მიერ, მაგრამ სოციალისტურმა პარტიამ მხოლოდ 2 წარმომადგენლის გაყვანა მოახერხა წარმომადგენლობათა პალატაში. ამის შემდეგ პარტია წლების განმავლობაში აგრძელებდა მონაწილეობის მიღებას  არჩევნებში. თუმცა ყველა ასეთი კამპანია საკმაოდ მარგინალური იყო. კომუნისტურ პარტიასაც მიეცა საშუალება ჰყოლოდა საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში 1924-40 წლებში, ხოლო შემდგომ 1968-84 წლებში.

ამერიკაში არსებული გამოწვევების ფონზე რიგი სოციალისტური მოძრაობები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები და პროგრესული დემოკრატები, ცდილობენ, გახდნენ დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთა. ბერნი სანდერსის 2016 წლის კამპანია ძალისხმევა იყო სწორედ ევროპული სტილის სოციალ-დემოკრატიის მოდელის დანერგვისა ამერიკაში. სანდერსი თავს წარმოაჩენს მუშათა და საშუალო კლასების დამცველად, ეწინააღმდეგება კორპორაციების და უოლ-სტრიტის გავლენის გაზრდას, ქონებრივ უთანასწორობას, პოლიციის ძალადობას და რასობრივ დისკრიმანაციას. მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე სანდერსი იცავდა სამოქალაქო, სამუშაო და სოციალურ უფლებებს (სამედიცინო დაზღვევის, ფინანსურად უზრუნველყოფილი შვებულების, ფეხმძიმობის შემთხვევაში - შვებულებაში გაშვების, ქალთა, აფროამერიკელების და ლგბტ საზოგადოების უფლებების დაცვის ჩათვლით). სანდერსი ითხოვს მინიმალური ანაზღაურების ოდენობის გაზრდას, სამართლიან საგადასახადო სისტემას, უფასო უმაღლეს განათლებას (ბანკების ტრანზაქციებისთვის გადასახადების დაკისრების ხარჯზე), სახელმწიფოს მიერ ფინანსური სფეროს უფრო ძლიერ კონტროლს, პენიტენციალური სისტემის რეფორმირებას, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.

 

ალტერნატიული ანტიკაპიტალისტური პარადიგმები

ეკო-სოციალიზმი მწვანე და წითელი (სოციალისტური) პოლიტიკური პლატფორმების ერთობაა. ეს მანიფესტი პირველად ჯოელ ქოველმამა და მაიქელს ლოუიმ შექმნეს, რომლებმაც 2007 წელს საერთაშორისო ქსელიც შექმნეს. ძნელი წარმოსადგენია მწვანეთა პარტიის კანდიდატი, რომელიც შეავიწროვებს მცირე კერძო ბიზნესს. ფაქტია, რომ მწვანეები განიხილებიან, როგორც პოტენციურად ჯანსაღი ნაწილი ლოკალურ და რეგიონალურ ეკონომიკაში.

 

რა დავუპირისპიროთ დიდ კორპორაციებს

მწვანეები საუბრობენ დეცენტრალიზაციასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე თანამონაწილეობისა და საზოგადოების ჩართულობის გზით. მაგრამ ამ დღევანდელი სისტემის გათვალისწინებით ამის მისაღწევად დიდი დროა საჭირო. კითხვა კი აქტუალურია, რა დავუპირისპიროთ დიდ კორპორაციებს?

სოციალისტები მხარს კოლექტივიზაციას უჭერენ, მეორეს მხრივ კი მწვანეები მახინჯ ბიუროკრატიულ სისტემას უპირისპირდებიან

 

გადააზრება აუცილებელია

მემარცხენეებმა უნდა შეძლონ, განმარტონ რატომაა სოციალიზმი ერთადერთი ალტერნატივა კაპიტალიზმის წინააღმდეგ. სწორად შეძლონ სტრატეგიის განსაზღვა და მისკენ სწრაფვა.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

Join Us